კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერდინანდი ოცი ათასად გაყიდეს


მას შემდეგ, რაც ჯონ ტერი სკანდალში გაეხვია, მას ინგლისის ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს და ბრიტანელთა უპირველესი გუნდის თავად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, რიო ფერდინანდი დანიშნეს. შეგახსენებთ, რომ ტერიმ თავისი საუკეთესო მეგობრის, უეინ ბრიჯის ცოლს, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება რიოს, მან ახალი „თანამდებობა“ შეიფერა და... ისიც შარში გაეხვა.

ცნობილი ამბავია, რომ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, ფერდინანდი დასასვენებლად ისრაელში მიფრინავს და ბრიტანულ მოედნებზე დაღლილ კუნთებს აღთქმულ მიწაზე ასვენებს. ჰოდა, ებრაელი მოდელი, ვინმე ლილი სელა, ამბობს, ფერდინანდი დასასვენებლად კი არა, ჩემს „დასაღლელად“ ჩამოდის და, ალბათ, მალე ხელსაც მთხოვსო. არადა, როგორი ამბავია – ფერდინანდს ბრიტანეთში რებეკა ელისონის სახით საცოლე უკვე ჰყავს და ჯვრისწერაც მსოფლიოს ჩემპიონატამდეა დაგეგმილი.

– წარმოდგენა არ მქონდა, თუ ფერდინანდს საცოლე ჰყავდა, რადგან იგი სიყვარულს მე მეფიცებოდა. თუ ასეა, მას აღარ დავინდობ და ოცი ათასი ფუნტის სანაცვლოდ, ნებისმიერ გაზეთს ჩვენი ურთიერთობის პიკანტურ დეტალებს მოვუყვებიო, – განაცხადა სელამ, თუმცა მოთხოვნილი თანხა, ალბათ, რამდენჯერმე გაიზრდება, რადგან ექსკლუზიური მასალის „დათრევა“ ერთბაშად რამდენიმე გამოცემას სურს.


скачать dle 11.3