კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდი დაბრუნება


2007 წელს მიუნხენის „ბაიერნიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასულ ოუენ ჰარგრივზს ტრავმები ტანჯავს და ამის გამო იგი ახალი გუნდის რიგებში მხოლოდ 25-ჯერ გამოჩნდა. წელსაც, ჰარგრივზს ერთხელაც არ უთამაშია და ისევ ტრავმას მკურნალობს, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, როცა კარიერაში არ გიმართლებს, სიყვარულში გაგიმართლებსო და, ოუენს ძველი სიყვარული დაუბრუნდა.

ჟანელ ჰური მისი რჩეული რამდენიმე წლის წინ გახდა და გოგონა ჰარგრივზს მაშინაც არ მოშორებია, როცა იგი სათამაშოდ გერმანიაში წავიდა, თუმცა შემდეგ დაშორდა – აქაოდა კარიერას უნდა მივხედოო. კარიერის პარალელურად, მისახედი თავად ჟანელიც იყო და სანამ ჰარგრივზი ტრავმებს მკურნალობდა, ჰურიმ რამდენიმე მეგობარი მამაკაცი გამოიცვალა. მაგრამ სიყვარული ხომ უცნაური რამ არის და, გოგონა ისევ ჰარგრივზს დაუბრუნდა.

– ძალიან ბედნიერი ვარ. მის გარეშე მიჭირდა და მჯერა, ახლა ყველაფერი კარგად იქნება, – განაცხადა „ინდური ფინალით“ გახარებულმა ფეხბურთელმა.


скачать dle 11.3