კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ციტრუსების დიეტა


დილას ფინჯანი ყავით იწყებთ? ეს მართლაც გემრიელი და სასიამოვნო სასმელია, მაგრამ მისი გამამხნევებელი ეფექტი, სამწუხაროდ, მალე გაივლის. აი, თუ რომელიმე ციტრუსის, ვთქვათ, ფორთოხლის ან გრეიპფრუტის წვენს დალევთ ყავის ნაცვლად, ან ციტრუსების სალათას მიირთმევთ, გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ:

1) მხნეობა თითქმის მთელ დღეს გაგყვებათ;

2) მოგიწესრიგდებათ არტერიული წნევა;

3) გააქტიურდება კუჭ-ნაწლავის სისტემა;

4) უფლება გეძლევათ, საუზმეზე ერთი პატარა ნაჭერი ყველის ნაცვლად რამე უფრო გემრიელი კერძი მიირთვათ.

გახსოვდეთ: სალათების მომზადებისას არ მოაშოროთ ციტრუსს კანსა და რბილობს შორის მოთავსებული თეთრი ფენა. მას ლამაზი ლათინური სახელი – „ალბედო“ ჰქვია და გაცილებით მეტ ვიტამინებს შეიცავს, ვიდრე რბილობი, მათ შორის ბიოფლავონოიდებს, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმს სხვადასხვა სახის ალერგიებთან საბრძოლველად და აუცილებელია სისხლნაკლებობისა და ჰიპერტონიის დროს.

მანდარინი ყოველთვის იწვევს ჩვენში დღესასწაულის ასოციაციას. მისი რბილობი შეიცავს ლიმონის მჟავას, პექტინებს, გლიკოზიდებს, მინერალურ მარილებს, ეთერზეთებს, პროვიტამინ A-ს, B1--ს, B2-ს, C-ს, D-ს, K-ს და P ვიტამინებს და კაროტინს.

გრეიპრფრუტს, ყველა ვიტამინთან ერთად, რასაც მანდარინი შეიცავს, აქვს ერთგვარი სიმწარე, რომელიც მიეკუთვნება ბიოფლავონოიდების ჯგუფს და ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობას.

ლიმონი უნიკალურია იმით, რომ მასში შემავალ C ვიტამინთან ერთად ის შეიცავს P ვიტამინსაც, რომელსაც „შორსმჭვრეტელობის“ ვიტამინს უწოდებენ. ლიმონი აძლიერებს სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს ინსულტს, ინფარქტსა და ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

ფორთოხალი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, A და E ვიტამინებს; მდიდარია ბეტა-კაროტინით (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გულის მუშაობისთვის), კალიუმითა და პექტინით, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის გააქტიურებას.

ცნობისათვის: ციტრუსებში შესანიშნავად ინახება ვიტამინები დიდი ხნის განმავლობაში. თუ გსურთ, რომ ციტრუსმა დიდხანს გაძლოს, შეინახეთ ის პლუს 7 გრადუს ტემპერატურაზე, ტენიან ადგილას.

* გრეიპფრუტის მკაცრი დიეტა ეკრძალებათ მათ, ვისაც აწუხებს ვარიკოზი და ტრომფობლებიტი.

* თუ ჭამის წინ დალევთ 1 ჩაის ჭიქა ლიმონიან წყალს, გაგიუმჯობესდებათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ნეიტრალიზდება მავნე ქოლესტერინი, იწმინდება ღვიძლი და გამოიდევნება წიდები.

ჯადოსნური სასმელი – ჰიდრომელი, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს და ნერვულ სისტემასაც აწესრიგებს, მზადდება მარტივად: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში ჩააწურეთ ერთი ცალი ლიმონი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და მოურიეთ. დალიეთ უზმოზე, ერთი თვის განმავლობაში. შედეგს ორი კვირის შემდეგ იგრძნობთ.

რაც შეეხება ციტრუსის დიეტის რეჟიმს: გაანაწილეთ დღე ოთხჯერად კვებაზე:

დილით, უზმოზე მიირთვით 1 ჩაის ჭიქა ლიმონიანი წყალი, 15 წუთის შემდეგ – 100 გრამი რძის პროდუქტი.

მეორე კვება – 1 ჩაის ჭიქა გრეიპფრუტის წვენი, 15 წუთის შემდეგ 100 გრამი ბოსტნეული (ნებისმიერი სახით);

მესამე კვება: 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის წვენი, 15 წუთის შემდეგ 100 გრამი მოხარშული ხორცი ან თევზი;

მეოთხე კვება – 200-250 გრამი ციტრუსების სალათა.


скачать dle 11.3