ეგზოტიკური ხილი ხელს უწყობს საჭმლის მონელება-გადამუშავებას
სწორი კვება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საყვარელ საჭმელზე თქვათ უარი. უბრალოდ, უნდა მოერიდოთ თეთრ ფქვილს, შაქარსა და ცხიმს. მიირთვით, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ასევე, რძის ნაწარმი. სითხეებიდან კი – მინერალური წყალი, ნატურალური წვენები და ჩაი. დღის განმავლობაში ლიტრ-ნახევარი სითხე მაინც უნდა მიიღოთ, რაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებისა და წიდების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
მწვანე ჩაის ფოთლები C ვიტამინის, ფტორისა და თუთიის საბადოა. ამიტომ, დალიეთ დღეში ოთხი-ხუთი ჭიქა მწვანე ჩაი – ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ტოქსინების გამოდევნას.
საკვებში გამოიყენეთ საკმაზები. ისინი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და ცხიმების დაშლას.
თუ თქვენ გიყვართ ეგზოტიკური ხილი, მაგალითად, ბანანი, მანგო, ანანასი, კივი, პაპაია და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ ისინი, რადგან, მათში ბევრია რომელინისა და პაპაინის ფერმენტები. ეს უკანასკნელები კი ხელს უწყობს საჭმლის მონელება-გადამუშავების პროცესს, ასევე, მკვეთრად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.