კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია სიყვარულით შექმნილი სუპერთანამედროვე სახლი და მის რომელ კუთხეში იგრძნობა წინაპართა ტრადიციების გავლენა

სუპერთანამედროვე სტილის ოთხოთახიანი ბინა საბურთალოს ერთ-ერთი ცენტრალური უბნის ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. ჩხეიძეების ოჯახი, რომელშიც სამი თაობა ერთად ცხოვრობს, ექვსი თვეა, ახალ სახლში გადმოვიდა, ამიტომ დიზაინის რაღაც დეტალები ჯერ კიდევ დასრულების პროცესშია. თუმცა, ეს უცხო თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველია. ბინაში მისმა დიასახლისმა, ქალბატონმა მარინამ გვიმასპინძლა

სუპერთანამედროვე ვახსენეთ თავიდან და ამ შეფასების რეალობაში ჰოლში ფეხის შედგმისთანავე დარწმუნდებით. თეთრი სივრცე და ორდონიანი ჭერის ორიგინალური განათებით შუქფენილი შესასვლელი უჩარჩო მინის კარით სასტუმრო ოთახში გვეპატიჟება. აქაც თეთრი ფერი დომინირებს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ქათქათა ტონი გამჭვირვალე კარიდან სინათლის სხივთან ერთად იღვრება და მთელ ოთახს იკავებს. სადა, ქათქათა კედლებს ორიგინალური ფორმის შიდა განათებიანი თაროები ამშვენებს, რომლებზეც განლაგებულ ძვირფას ფაიფურის ვაზებს, სტატუეტებსა და სამშვენისებს სიძველის ელემენტი შეაქვთ ოთახის მოდერნისტულ კომპოზიციაში. რბილი ავეჯი სპილოსძვლისფერია და ამავე ფერითაა გაწყობილი სკამები მინის ოვალური მაგიდის ირგვლივ. ამ დიდებული სისადავის გვირგვინი სვაროვსკის თვლებით შემკული ულამაზესი ჭაღია, რომლის ელვარებას აქა-იქ გაბნეული იისფერი ქვების ციაგი განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ოთახის ერთი კედელი თითქმის მთლიანად დაუკავებია აკვარიუმს.

ქალბატონი მარინა: ეს აკვარიუმი ჩემმა მეუღლემ დაბადების დღეზე მომართვა და ამ ოთახშიც მანვე მიუჩინა ადგილი. და, საერთოდ, ეს ოთახი, ისევე როგორც მთელი ბინა, მისი გემოვნებით არის გაწყობილი. ყველაფერი უნდოდა ახლებური და თანამედროვე. „დესაო“, „გორკა“ და მსგავსი ვიტრინებიანი არაფერი გააჭაჭანა, არ მინდა, თეფშებისა და ჭიქების გამოფენა მოაწყოთ აქო და ჭურჭლისთვის სპეციალურად დახურული კარადები მოიტანა. დეკორის გარდა, პროექტიც და დიზაინიც მთლიანად მას ეკუთვნის, მისი ფანტაზიის ნაყოფია და შესრულების პროცესიც უშუალოდ მისი მონაწილეობით მიმდინარეობდა. სულ აქ იყო და ბევრი რამ თავისი ხელითაც გააკეთა – ჰოლში რომ ვიტრაჟებიანი კარადაა კედელში ჩაშენებული, მისი ნახელავია. მე რემონტის პერიოდში არც კი ვყოფილვარ აქ და წარმოდგენაც არ მქონდა, რა კეთდებოდა. ზურას უნდოდა ამ ყველაფერს ჩემთვის მოულოდნელობის ეფექტი ჰქონოდა – სასიამოვნოდ გავეოცებინე. საერთოდ უყვარდა ჩემი განებივრება და ხშირად მიწყობდა სიურპრიზებს. მაგრამ არ მახსოვს, როდესმე მის მიერ მოძღვნილი საჩუქარი არ მომწონებოდა ან რაიმე არ მომხდენოდა.

... და ეს ბინაც გულით მიძღვნილი პრეზენტი იყო თავისი დედოფლისადმი. ეს რომ გადაჭარბებული ნათქვამი არ გახლავთ, ქალბატონი მარინაც ადასტურებს, რომელიც მეუღლის გვერდით მართლაც მთელი ცხოვრება დედოფლად გრძნობდა თავს. თუმცა, ამ პრივილეგიით, ბუნებით მშვიდ და მოკრძალებულ ქალბატონს არასდროს უსარგებლია და საკუთარი კაპრიზები მეუღლისთვის თავს არ მოუხვევია... ბინა კი სავსეა სიყვარულით. და, ეს იგრძნობა ყველგან – საძინებელშიც, რომელიც ერთადერთია მთელ ბინაში, კლასიკური სტილი რომ შერჩენია და თითქმის ძველი ანტურაჟით გადმოუტანიათ ახალ გარემოში. ისიც სიმბოლურია ალბათ, რომ კაკაოსფერი მასიური ხის ჩუქურთმიანი საძინებელი გარნიტურის საწოლს ორივე მხრიდან ფაიფურის შეყვარებულ წყვილთა ფიგურებიანი ბრები ანათებს. სამუშაო კაბინეტშიც მოიძებნა საყვარელი მეუღლისთვის ადგილი. კედელზე სურათი ჰკიდია...

ქალბატონი მარინა: ეს ტილო იმიტომ შეიძინა, რომ მითხრა, შენ თავს მაგონებს, ის დრო მახსენდება, როცა შენც ასეთი მოკლეკაბიანი გოგონა იყავიო. ჩვენ ხომ ბავშვობიდან, სკოლის პერიოდიდან გვიყვარდა ერთმანეთი და ასე შეყვარებულებად დავრჩით ბოლომდე. ერთად ცხოვრების ხანგრძლივობასაც არ გაუხუნებია ჩვენი გრძნობა და ეს იცოდა ჩვენ ირგვლივ ყველამ. იდეალური მეუღლე იყო და ყველანაირად ცდილობდა, იდეალური გარემო შეექმნა ჩემთვის... ჩემთვის და რა თქმა უნდა, მთელი ოჯახისთვის – ერთადერთი ვაჟისა და მისი ცოლ-შვილისთვის. რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, საკმარისია, ბავშვებს რაიმე ეთხოვათ, უარს არაფერზე ეტყოდა – სასეირნოდაც წაიყვანდა, ეთამაშებოდა და ზღაპარსაც მოუყვებოდა. ოთახიც განსაკუთრებული უნდოდა შვილიშვილებისთვის. მთელ სახლში მხოლოდ მათი ოთახია ფერადი და ჭერის მეორე დონეს ვარსკვლავის ფორმა აქვს. სპეცეფექტებით განათებულ ვარსკვლავს ისე უნდა ეციმციმა, რომ ოთხაში მართლაც ზღაპრული სამყარო შეექმნა პატარებისთვის. ორი ვარსკლავბიჭუნა მყავს და ოთახიც ვარსკვლავებიანი ექნებათო.

ორიგინალურია სამზარეულოს დიზაინიც. თუმცა, ფერები აქაც იმავე გამაში მეორდება – თეთრი, სპილოსძვლისფერი, შოკოლადისფერი და ვერცხლისფერი. თუმცა, არის ერთი ელემენტი – კედლის ნაწილი დეკორატიული შპალერით ისეა გაფორმებული, თითქოს ქვით იყოს ნაშენი. ამ არქაული შტრიხით წინაპართა ტრადიცია და კერიის სითბო იგრძნობა ბოლო თაობის ტექნიკური თუ ელექტრონული მიღწევებით აღჭურვილ სამზარეულოში.

ბინაში ორი სველი წერტილია. ერთია შინდისფერი ფილებით მოპირკეთებული და მასში ხელსაბანი და შხაპკაბინაა განთავსებული. მეორეში კი, სადაც კრემისფერი კედლები და ყავისფერი იატაკია, ვერცხლისფერი შხაპკაბინა ისეთი ორიგინალური ფორმისაა, კოსმოსურ ხომალდს ჰგავს – „ჩაჯდები და გაფრინდები“...

... თუმცა აქ ყველაფერი სიყვარულითაა ნაკეთები და სიყვარული კი, როგორც ვიცით – „ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“.



ნანა წერეთელი


скачать dle 11.3