კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ვარ 32 წლის მამაკაცი. მარცხენა ბეჭის არეში ტკივილები მაწუხებს. გადავიღე კარდიოგრამა, მაგრამ არავითარი დარღვევა არ აღმომაჩნდა. მითხრეს, რომ მაქვს რადიკულიტი ბეჭის არეში. ვერტიკალურ მდგომარეობაში ხელების გაშლისას ბეჭისა და გულმკერდის არეში ტკივილს ვგრძნობ. გთხოვთ გამარკვიოთ, რადიკულიტის ბრალია ყოველივე ეს თუ სხვა რამ დარღვევის?

პასუხი: გულმკერდსა და ბეჭში ტკივილების დროს უპირველესად უნდა გამოირიცხოს გულისა და ფილტვების პათოლოგიები. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაშინ, შესაძლოა, თქვენი ჩივილები დაკავშირებული იყოს მიოზიტთან, ნევრიტთან, გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზთან, დისკოზთან. გირჩევთ, მიმართოთ ნევროლოგს. დიაგნოზის დასაზუსტებლად დაგჭირდებათ გულმკერდის რენტგენოგრაფია.

კითხვა: კუჭის მჟავიანობის დაქვეითების გარდა, რამ შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული აშლილობა? შეიძლება თუ არა, მენსტრუაციის დროს კუჭი ამეშალოს? თუ წამალს ვსვამ, კარგად ვარ, თუ არა, სულ აშლილი მაქვს. ვარ დიაბეტიანი, ინსულინდამოკიდებული. თუ არსებობს რაიმე ხალხური მეთოდი მჟავიანობის მოსამატებლად? პრეპარატებით რამდენჯერმე ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგოდ.

პასუხი: ჰიპოაციდურმა გასტრიტმა მართლაც შეიძლება, გამოიწვიოს ფაღარათი. მაგრამ, ეს ერთადერთი მიზეზი როდია. კუჭის აშლილობა შეიძლება უკავშირდებოდეს ნაწლავების პათოლოგიას, დისბაქტერიოზს, ფერმენტულ პათოლოგიებს, სანაღვლე გზების დაავადებებს, პანკრეატიტს. ასე რომ, ჯერ დიაგნოზი უნდა დაზუსტდეს, რისთვისაც გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ. მენსტრუაციის დროს ფაღარათის გაძლიერება იმის ბრალია, რომ საშვილოსნოს ტონუსის მომატების გამო ნაწლავთა პერისტალტიკაც იმატებს. ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს ნევროგენური ფაქტორიც თამაშობს.

კითხვა: ვარ 18 წლის ქალიშვილი. საერთოდ მენსტრუაცია ყოველთვის გადამიცდება ხოლმე, რიცხვები არასდროს ემთხვევა. ამ თვეში კი საერთოდ არ მქონია. მაინტერესებს, რატომ მოხდა ასე და საშიშია თუ არა?

პასუხი: საყურადღებოა არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბოლო თვეში არ გქონიათ მენსტრუაცია, არამედ ის, რომ ციკლი საერთოდ დარღვეული გაქვთ. ახალგაზრდა ქალები ხშირად ამ პრობლემას უგულისყუროდ ეკიდებიან და არაფრად მიიჩნევენ. არადა, ეს ნიშანი განგაშის საფუძველს იძლევა – შესაძლოა, ჰორმონული დისბალანსის, საკვერცხეების კისტოზური გადაგვარების ან სასქესო ორგანოების ანთებითი პათოლოგიების შედეგი იყოს. დროული მკურნალობის გარეშე კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც საჭირო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და მკურნალობასაც დაგინიშნავთ.

კითხვა: ჩემს შვილს 10 წელია, აწუხებს თავის უნებლიე მოძრაობა. მაინტერესებს, იკურნება თუ არა ეს დაავადება და ვის მივმართო?

პასუხი: ტიკი კუნთების უნებლიე სწრაფი სტერეოტიპული კლონური შეკუმშვაა, რომელიც გარეგნულად წააგავს მიზანდასახულ მოძრაობას. ტიკები ძლიერდება უარყოფითი განცდების დროს და ქრება დაძაბული მუშაობისას. ადამიანს ნებით შეუძლია, დათრგუნოს ეს უნებლიე მოძრაობები. მარტივი ტიკები ვლინდება თავის, თვალის, მხრის, სახის პირის მუსკულატურაში. ტიკის მექანიზმი უმთავრესად ნევროზულია, თუმცა ზოგჯერ მიზეზი ნეირომედიატორული ცვლის დარღვევაა.

ტიკების სამკურნალოდ იყენებენ საძილე საშუალებებს, ტრანკვილიზატორებს, იშვიათად ნეიროლეპტიკებს. თუმცა, მათი მიღება თვითნებურად დაუშვებელია. კონსულტაციისთვის ნევროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ქვედა კიდურებში კანქვეშ ალაგ-ალაგ ვამჩნევ სისხლჩაქცევებს, რომლებიც ტრავმულს ჰგავს, მაგრამ არ გაიწოვება. მკვეთრად ჩანს ლურჯად დაქსელილი სისხლძარღვები, მაწუხებს ფეხების ტკივილიც. გარდა ამისა, მუცლის ქვემოთ, სადაც თმის საფარია, კანქვეშ, გაყოლებაზე ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა მხარესაც დროდადრო გამოიბურცება ხოლმე რაღაც კაკლისოდენა, ხან უფრო დიდიც, ახლა მარცხენა მხარეს მაქვს. მტკივნეული არ არის, მაგრამ დიდხანს ფეხზე დგომისას ამ ადგილას წვას ვგრძნობ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი და მიიღოთ ანგიოლოგის კონსულტაცია. საინტერესოა, როგორი გაქვთ სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობა – ხომ არ არის ეს ვენების პათოლოგია. საზარდულის არეში კაკლის ზომის გამობერილობა, თქვენი აღწერილობით, თიაქარს ჰგავს. თუმცა, დიაგნოზი ექიმმა უნდა დააზუსტოს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3