კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომაა საჭირო ორგანიზმის მომარაგება ქიმიური ელემენტი სელენით


ადამიანის ორგანიზმის დამცავ სისტემებს შორის ერთ-ერთი ძირითადია ანტიოქსიდანტური სისტემა. მისი მუშაობა ბევრი ფაქტორით რეგულირდება. ანტიოქსიდანტურ დაცვას ახორციელებს მარტივი ნივთიერებების, ფერმენტების და კოფერმენტების მთელი სისტემა, რასაც სელენიც მიეკუთვნება. ეს სისტემა აკონტროლებს ჟანგბადის წარმოქმნას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება და ძლიერი დამანგრეველი ძალა აქვს. სელენის დეფიციტის პირობებში ჰაერში შემავალი ჟანგბადი თავისი აქტიური ფორმებით ორგანიზმში შლის ვიტამინთა უმრავლესობას, არღვევს იმუნურ და შხამსაწინააღმდეგო სისტემას. იმუნური სისტემა კარგავს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. ამ დროს შეიძლება, განვითარდეს ბევრი მძიმე დაავადება, კერძოდ, თმის ცვენიდან დაწყებული, დიაბეტით, ანემიით, ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადებებით დამთავრებული.

ადამიანისთვის სელენის ძირითადი წყარო საკვებია, კერძოდ კი, მარცვლეულისგან მომზადებული პროდუქტის მიღება. ხოლო, იმის გამო, რომ მარცვლეულს სელენისგან გამოფიტულ ნიადაგზე ზრდიან, დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ კომპონენტის დეფიციტს განიცდის.

სელენის დღეღამური დოზა ადამიანის ორგანიზმისთვის 100-130 მიკროგრამია.

ასევე, დიდი სიფრთხილეა საჭირო ხელოვნური დანამატის სახით სელენის მიღების დროსაც. დაუშვებელია სელენის მონოკომპონენტური, ანუ მხოლოდ მისი შემცველი პრეპარატების მიღება, რადგან ორგანიზმის ბალანსს არღვევს. უმჯობესია მისი სხვა ვიტამინებთან ერთად, კერძოდ A, C და E ვიტამინებთან და მინერალებთან – მანგანუმთან და თუთიასთან ერთად კომპლექსურად მიღება.

საერთოდ, მონოკომპონენტურ პრეპარატებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე – სარგებლობის.

თუ საჭიროა ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსის გაძლიერება, უმჯობესია, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი კომპლექსური პრეპარატები მიიღოთ.


скачать dle 11.3