კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარულის დღეს “გვირილას„ ეგვიპტური გასტროლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა


14 თებერვალს, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმისა – „ეგვიპტე – მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში“, რომლის რეჟისორია „პირველი არხის“ პროგრამების დირექტორი, ბექა ისაევ-ავარსკი, თავად ფილმი კი ბავშვთა ვოკალური ანსამბლის – „გვირილასა“ და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების, „ივერიელისა“ და „ლომისის“ ეგვიპტურ გასტროლებზე მოგვითხრობს. ფილმის პრეზენტაციას წინ უძღვოდა „გვირილას“ ყველა თაობის სოლისტის გამოსვლები, „ივერიელის“ ცეცხლოვანი და „ლომისის“ თემატურად დადგმული ქართული ცეკვები. „გვირილას“ სოლისტები ცოცხლად მღეროდნენ. მაყურებელთა წინაშე წარდგნენ პატარა მომღერლები: თამთა და ანანო დიასამიძეები, ნინო დვალიძე; შედგა ნინო დვალიძის კლიპის პრემიერაც, რომლის რეჟისორია კობა ბრეგვაძე. მასში, პატარა ნინო დვალიძის გარდა, მონაწილეობას იღებენ ნუგზარ კვაშალი და ეთერ კაკულია. „გვირილას“ სოლისტმა, გიორგი ღოღობერიძემ, შეასრულა კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის მიერ ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ფრთაგაშლილი მთები“. კომპოზიტორს იმდენად მოეწონა გიორგის შესრულება, რომ კიდევ ერთ ახალ სიმღერას დაჰპირდა, სულ მალე კი გიორგის მიერ შესრულებული სიმღერა შევა კომპოზიტორის ახალ ალბომში. „გვირილას“ უფროსი თაობის წარმომადგენლის – თათია ბააკაშვილის შესრულებით გაჟღერდა კონსტანტინე პევზნერის „ტანგო“, ანა მოსიაშვილმა კი მაყურებელს ცნობილი „გრენადა“ შესთავაზა და ოპერის მომღერლის, ქალბატონი ლია დავითაშვილის დიდი მოწონებაც დაიმსახურა; „სუპერსტარით“ წარდგა მაყურებლის წინაშე მარიამ ჯღარკავა. კონცერტი-პრეზენტაცია კი ქალაქურ მოტივებზე შექმნილი პოპურით დაასრულეს თათია ბააკაშვილმა, ანუკი იანვარაშვილმა და ნათია ბერიძემ. კონცერტს უძღვებოდა ნინო ჩიხლაძე. სტუმრებს შორის იყვნენ: დონარა კინწურაშვილი, ეთერ კაკულია, გელოდი ფოცხიშვილი და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები.


скачать dle 11.3