სამოდელო სააგენტო “გრაციას„ ჩვენება
19 თებერვალს მაგთი-კლუბში, სამოდელო სააგენტო „გრაციას“ ჩვენება გაიმართა, სადაც სააგენტოს მოდელებმა დიზაინერ ქეთი იაშვილის საღამოს კაბების კოლექცია წარმოადგინეს. საღამოს უძღვებოდა ცნობილი წამყვანი ქეთი გომართელი. ჩვენებას ცნობილი სახეები დაესწრნენ და საღამომ საინტერესოდ ჩაიარა.