კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოხდა თუ გამოხტა


ანუ, ცოდნადაწუნებული

თავდაპირველად, რფ-ის ხელმძღვანელობა გვაშინებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხმას არ გასცემდა (სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ პირობასაც ასრულებდა), ახლახან კი ჩვენი პრეზიდენტი პერსონა ნონ-გრატადაც გამოაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ რფ-ში ვიზიტის სურვილით (ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით) არც ბ-ნი სააკაშვილი იწვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოცხადების გამო გული, მაინცდამაინც, არ სტკენია. პირიქითაც, რადგან საერთაშორისო მედიაში ამ თემის კომენტირების საშუალება მიეცა. ამის პარალელურად, გააქტიურდა საქართველოს ნომერ პირველი დიპლომატიც. ბ-ნმა ვაშაძემ რფ-ის პრეზიდენტს იურიდიული ტერმინების ცოდნა დაუწუნა და ხატოვნადაც შენიშნა, რფ-ში ვერ ისვენებენ და ესეც მორიგი „გამოხტომა“ იყოო. შესაბამისად, დაასკვნა, რომ ბ-ნ მედვედევს ხუთ წელს უმაღლეს სასწავლებელში სულ ტყუილად უსწავლია და, აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოებში თავიდან ჩაღრმავებაც ურჩია. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბ-ნი მედვედევი იურიდიულ ტერმინებში ვერ ერკვევა (რაც თავისთავად გულისხმობს, რომ შენიშვნის მიმცემი, ანუ ბ-ნი ვაშაძე ტერმინების უზადო მცოდნეა), ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ჩვენთვის მესამედი საქართველო აეცალა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ თავად ბ-ნ ვაშაძეს იურიდიული ტერმინების ცოდნა არაფერში გამოსდგომია. მეორე მხრივ, თუკი ბ-ნი მედვედევი იურიდიული ტერმინების უვიცობაშია შემჩნეული, საყველპურო ტერმინების ცოდნით, მაინცდამაინც, ვერც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი დაიკვეხნის, რადგან, ბ-ნო გრიგოლ, გამოხდომა და არა – „გამოხტომა“.


скачать dle 11.3