კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არც – იქით, არც – აქეთ


უხერხული და სასიხარულო



მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილი მცხეთაში პლაჟების მოწყობის იდეამ აღაშფოთა, ეს თემაც თითქოს ჩაიფარცხა, ყოველ შემთხვევაში, მმართველ ელიტას ამაზე ყურადღება აღარ გაუმახვილებია. თუმცა ისიცაა, ან კი როგორ გაამახვილებდა, როდესაც სულ მთავარი მმართველი ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში მოგზაურობდა (რა თქმა უნდა, საქმიანად). ხმა არც სადაგ „ნაციონალებს“ გაუღიათ (არც – იქით, არც – აქეთ). არც – იქით, იმიტომ, რომ, შესაძლოა, მტკვრისა და არაგვის შესაყართან პლაჟების მოწყობა მისწრება ჰგონიათ; არც – აქეთ, იმიტომ, რომ, შესაძლოა, ოღონდ სკამი ჰქონდეთ და, პლაჟი, თუნდაც, სვეტიცხოვლის ეზოში, რა მოსატანია. მაგრამ, რაც უნდა ხდებოდეს ამ ჩვენი პატიოსანი გვამების გულებში, აღმოჩნდა, რომ მცხეთაში პლაჟის მოწყობა ვერ გამოვა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მცხეთას, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, იუნესკო იცავს. ამ უკანასკნელს კი (მაგალითად, ჩვენებური „ნაციონალებისგან“ განსხვავებით) პლაჟები და მცხეთა შეუთავსებელი ცნებები ჰგონია. ჰოდა, რაკი ჰგონია (და სავსებით სამართლიანადაც), გამოდის, რომ იუნესკო ჩვენს მცხეთას ჩვენგანვე დაიცავს. გეთანხმებით, უხერხულია, მაგრამ მეტად სასიხარულოა.


скачать dle 11.3