კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეფორმის დღესასწაული


„მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი“



მართალია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველ განმანათლებლებს ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე სრულიად განსხვავებული და ორიგინალური წარმოდგენა აქვთ. რაკი აქვთ, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელი გადაარქვეს და მას „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ უწოდეს. ხოლო, ვიდრე გადაარქმევდნენ, გაირკვა, რომ მომავალი პედაგოგების აღზრდის საქმეში ზემოხსენებული უნივერსიტეტი მსოფლიოში ბოლო უპატიებელ ადგილს იკავებს. ამ ტრაგიკულ რეიტინგს უნივერსიტეტის რექტორი ცუდ გუნებაზეც კი არ მოუყვანია, რადგან, ბ-ნმა თევზაძემ ბრძანა, ამის მიზეზი ბნელ წარსულშიაო (თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტმა იმავე რეიტინგში საშუალო ქულა დააგროვა, სავარაუდოა, რომ ყველაფერს მთლად ბნელ წარსულსაც ვერ დავაბრალებთ). ასეა თუ ისე, გასულ კვირას სახელწოდების გადარქმევას პრეზენტაციაც მიეძღვნა და განათლების მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ „ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებული ქართული უნივერსიტეტია“. ჩვენ არ ვიცით, ხელმძღვანელობდა თუ არა ბ-ნი შაშკინი ამ შეფასების გაკეთებისას პრინციპით – „მოყვარეს პირში უძრახეო“, მაგრამ, თუ ზემონახსენებ რეიტინგს გავითვალისწინებთ, თუკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა, პირადად მე რეინკარნებული კლეოპატრა ვარ, რადგან, რაკი „მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი“, მაშინ „მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა“ და (თუ მთლად სიყვარულის არა) რეფორმის დღესასწაული“!


скачать dle 11.3