კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მისტრალდამიზნებულები


შენ რომ ჩემთვის ნოტა არ გამოგიგზავნია?!

მართალია, საქართველოს მთავრობას საფრანგეთის მთავრობისთვის საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნია, სამაგიეროდ, არც ქართულ მედიაში წყდება ფაციფუცი და არც მთავრობაში, ბუნებრივია, იმის გამო, რომ რფ-ის შეიარაღებული ძალები სულ მალე ფრანგულ „მისტრალს“ დაეუფლებიან. თითქოს, მსოფლიო თანამეგობრობა შეშფოთებულია ამ პერსპექტივით, ოღონდ, ნაკლებ სავარაუდოა, საფრანგეთს ისე ეთავნება, რომ „მისტრალის“ რფ-სთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მთლად დამოუკიდებლად მიეღო. მეორე მხრივ, თუმცა საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნია, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენმა პრეზიდენტმა საფრანგეთის ეს გადაწყვეტილება დასავლურ მედიაში გააპროტესტა (ამით, ბუნებრივია, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაზე გავლენა ვერ მოახდინა, სამაგიეროდ, მისტრალდამიზნებულებს გული მოგვფხანა). ამის პარალელურად, ჩვენთან ისიც გაიხსენეს (მოწმეებად კი ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორები მოიყვანეს), რომ ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელი კაბალურ დოკუმენტზე ზეწოლით მოგვაწერინა (მეორე მხრივ, თუ ბ-ნმა სარკოზიმ გვაიძულა, ესე იგი, ჩვენ იმ ავბედით დღეს მხოლოდ სათამაშო თოჯინების როლს ვასრულებდით), რითაც მიანიშნეს, რომ რფ-ს ფრანგებისგან ნაყიდი „მისტრალი“ სწორედ ჩვენზე დაემიზნება. თუმცა, ამის მიუხედავადაც, საერთაშორისო თანამეგობრობა, თურმე, ვერ ახერხებს ამ ფრანგულ-რუსული გარიგების ჩაშლას. ხოლო, თუ ქ-ნი კალანდაძის გამონათქვამს გავიხსენებთ, „ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია იმდენად, რამდენადაც მასში ჩართულია საერთაშორისო თანამეგობრობა“, ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოება ბატკანივით დაუცველია. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში იმაზე ვნაღვლობდით, საქართველოში შემოჭრილ რფ-ის შეიარაღებულ ძალებს მოძველებული ტექნიკა ჰქონდათ და თვითონაც მშიერ-ტიტვლები იყვნენო, ახლა იმით მაინც შევძლებთ თავის დამშვიდებას, რომ, განა ჟანგიანი ტანკიდან, „მისტრალიდან“ მოგვარტყამენ.


скачать dle 11.3