კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადუღებულ-გადადუღებული


დაძველებული „დაჩმორება“

საქართველოს რეგიონებში ცხოვრება დუღს და გადადუღს: მესტიაში ზამთრის კურორტი შენდება, ანაკლიაში – საზღვაო, მცხეთაში საპლაჟე ადგილი იზომება. ბუნებრივია, ამ საქმეს ვერც კახეთი გამოაკლდება. არც გამოაკლდა: მართალია, რთველი უკვე დასრულდა (სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღირსების ორდენიც დაირტყა, პრეზიდენტმა კი შეგვაქო, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყურძნის დაბინავება დაგვასწავლა), მაგრამ, მოგეხსენებათ, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. ჰოდა, რაკი არა მხოლოდ ქადა იჭმევა, გასულ კვირას მატანში „ყეენობა“ გაიმართა, რომელსაც ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი, თვით უმრავლესობის ლიდერი ბ-ნი ცისკარიშვილი და სრულიად კახეთის გუბერნატორი ბ-ნი ღვინიაშვილი დაესწრნენ. ყეენობა სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ჩვენ მიერ (უფრო ზუსტად, ჩვენი წინაპრების მიერ) ყეენის, პრეზიდენტის ტერმინს გამოვიყენებ, „დაჩმორების“ ამბავს გვახსენებს. ბ-ნმა ცისკარიშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ ხალხი არ ივიწყებს თავის ისტორიასო. დიახაც რომ, კარგია და, სავარაუდოა, რომ ეს ტრადიცია კიდევ არაერთ საუკუნეს აღინიშნება, აქედან გამომდინარე კი, მეტად საინტერესოა, წინაპრები რომ ვიქნებით, ჩვენი შთამომავლები როგორ გაიხსენებენ მათი წინაპრების, ანუ ჩვენ მიერ დღე-ნახევარში (იყოს, თუნდაც, ხუთ დღეში) წაგებულ ომს?!


скачать dle 11.3