კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩამომვლელ-გამქცევები


ყველა უბედური ქვეყანა უბედურია თავისებურად “

შესაძლოა, იმიტომ, რომ „ყველა ბედნიერი ქვეყანა ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური კი უბედურია თავისებურად “, მაშინ, როდესაც სხვები ოლიმპიურ მედლებს ითვლიან, ჩვენ პატივს მივაგებთ ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპულ ჩვენს სპორტსმენს. რაკი ჩვენი ქვეყნის პირველი პირიც იქ ბრძანდებოდა, თითქოსდა (ანუ ოფიციალური ინფორმაციით) სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის საქმეში კანადური გამოცდილების გასაზიარებლად (უკვე აშკარაა, რომ ეს გამოცდილება არაფერში გამოგვადგება), ბუნებრივია, პირველი სამძიმარიც მან მიიღო, ტელეკამერების წინ გამოჩენის შესაძლებლობაც მიეცა და თვით ჯო ბაიდენისთვის ხელის ჩამორთმევისაც. ამ ტრაგედიის გამო (თუ წყალობით) ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ქართველი ოლიმპიელები, საქართველოს პრეზიდენტიც მოექცა. მეტიც, ბ-ნმა ბაიდენმა ის სატელევიზიო გამოსვლისასაც მოიხსენია: „მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. მას და საქართველოს გუნდს განსაკუთრებული მიზანდასახულობა ეტყობოდათ. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როგორ შემოვიდა და ჩაიარა საქართველოს ნაკრებმა მოედანზე. მათი სიმამაცე შესამჩნევი იყო, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რაც ოლიმპიადის დაწყებამდე მოხდა“. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი სამთავრობო გუნდი არანაკლებ მიზანდასახული 2008 წლის აგვისტოს შემდეგაც იყო (მაშინ, როდესაც ჩვენი მებრძოლების ცხედრები აგვისტოს სიცხეში იხრწნებოდა, იმიტომ, რომ იმათი გამომყვანი არავინ ჩანდა ჰორიზონტზე), სტადიონზე ჩავლას წინ რაღა დაუდგებოდა. მესამე მხრივ, ეს კომენტარიც მოწმობს, რომ ბ-ნ ბაიდენს ჩვენზე მთლად სრულყოფილი წარმოდგენაც არ აქვს, რადგან, მან რომ იცოდეს, რა „სიმამაცით“ ვიცით გაქცევა (ისე, „მკვდარსაც რომ გაეცინება“), მის თვალში ერთიორად ავმაღლდებოდით, იმიტომ რომ, „ყველა უბედური ქვეყანა უბედურია თავისებურად.“


скачать dle 11.3