კრიზისის ნამდვილი სახე
ახლა შეგვიძლია, ეკონომიკურ კრიზისზე წარსულ დროში ვილაპარაკოთ, ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ექსპერტები. საინტერესო იქნება, თუ კრიზისის შედეგებს განვიხილავთ.
* 159 ათასმა ამერიკელმა ეკონომიკური კრიზისის პირველ თვეს სამსახური დაკარგა, 337 ათასს კი შემოსავლები გაუნახევრდა.
* მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტს საერთოდ არ უგრძვნია ეკონომიკური კრიზისი. ყოველ მეექვსე დედამიწელს კი, საერთოდ არ აქვს მასზე წარმოდგენა.
* 1857, 1873, 1914, 1929-1933, 1973, 1987, 1997-1998 ის წლებია, როცა ევროპას და ამერიკას ეკონომიკური კრიზისების ციებ-ცხელებამ გადაუარა. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ექსპერტებმა ოცი მსხვილი ეკონომიკური კრიზისი დაითვალეს... და, არაფერი. სამყაროს აღსასრული ამით არ დამდგარა და არც თვითმკვლელობათა რიცხვი გაზრდილა.
* მსოფლიო ბანკების მესამედმა ძალიან ბევრი ფული დაკარგა. ისინი საათში 100-120 მილიონ დოლარს კარგავდნენ ბირჟებზე ინდექსების ვარდნის გამო.
* ხელფასები 2002-2005 წლებში იაპონიასა და ამერიკაში 60 პროცენტით გაიზარდა. 2008 წელს კი 10 პროცენტით დაიკლო. ანუ მოქალაქეების ზარალი არც ისე დიდი იქნებოდა, პროდუქციაზე ფასები რომ შენარჩუნებულიყო.