კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: მაინტერესებს ფიკუსის რომელი სახეობები ეგუება ოთახის პირობებს და როგორ მოვუაროთ მას?

პასუხი: ფიკუსების დიდი ოჯახიდან ოთახის პირობებს რამდენიმე ლამაზი სახეობა ეგუება. ასეთი მცენარეებია: „კაუჩუკისა“ და „მტირალა“ ფიკუსები, ასევე, „ბენჟამინის“ ფიკუსი. ამათგან ზოგიერთი ბუნებრივ გარემოში უზარმაზარი იზრდება, მაგრამ ქოთანში თქვენთვის სასურველ ფორმას მიაღებინებთ. ფიკუსის სახეობები „მტირალა“ და „კაუჩუკი“ კარგად ცნობილი და სასარგებლო მცენარეებია – ისინი ჰაერს ასუფთავებენ. ეს მცენარეები კარგად ძლებენ ჩრდილში, თუმცა სინათლეში ყოფნა უფრო მოსწონთ. ფიკუსის ნებისმიერი სახეობისთვის საკმარისია, ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. მოარიდეთ მცენარე გადამეტებულ ტენს. ზედმეტი მორწყვა ფოთლების დაცვენას გამოიწვევს. მცენარე კარგად ეგუება ოთახის პირობებს და ელემენტარული მოვლის შემდეგ ის კარგად გაიხარებს. სასურველია, თუ ფიკუსს კაბინეტში ან სასტუმრო ოთახში მოათავსებთ.

კითხვა: რომელ მცენარეებს მირჩევთ ოთახის გასალამაზებლად, თან ნაკლებად მოსავლელი რომ იყოს?

პასუხი: ოთახის ლიანები ყველაზე ენერგიული და ნაკლებად პრეტენზიული მცენარეებია. ამიტომ ისინი ყველაზე მეტად შექმნის თქვენს ბინაში ბუნებრივ ეფექტს. ზოგს დიდი ადგილი სჭირდება, კუთხეების შესავსებად წვრილღეროიანი სახეობები გამოდგება. ისინი საკმაოდ მალე ედება ოთახის კუთხეებს და სულ ცოტა ხანში გაალამაზებს უფერულ კედლებს. ლიანა მეტწილად თავის ნებაზე იზრდება, ამიტომ ზედმეტად გაზრდილი წვეროები წააჭერით. ასეთი მცენარეებია: ეპირემნუმი, სურო, ბუგენვილია და სტეფანოტისი.

კითხვა: როგორი მცენარეა ფიტონია და რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ის?

პასუხი: ფიტონია მცირე ზომის, მაგრამ ძალიან ლამაზი მცენარეა. ის საკმაოდ პატარაა და მომცრო ზომის ბინისთვის შესაფერისი. ეს მხოხავი მცენარე თანდათან გადის განზე და ზრდასთან ერთად ტოტები უფესვიანდება. ამის გამო ფიტონია ძალიან მალე მრავლდება. თუ თქვენ რამდენიმე ფიტონია გაქვთ, გირჩევთ ერთ ქოთანში ჩარგათ ყველა და ასე უფრო ლამაზ ეფექტს შექმნის. ამ მცენარეს მოსწონს გაბნეული შუქი და მოარიდეთ აუცილებლად მწველ მზეს. მცენარეს მოსწონს ტენიანობა, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში შეუნარჩუნეთ 18 გრადუსი სითბო. ზამთარში ზედმეტად არ მორწყათ, რომ ღეროები არ დაულპეს. ზაფხულობით კი ნიადაგს ტენიანობა შეუნარჩუნეთ. მისთვის აუცილებელია სითბო და მაღალი ტენიანობა. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარეს ბალანსირებული თხევადი სასუქი მიაწოდეთ.


скачать dle 11.3