კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: მყავს კანე კორსოს ძუ ძაღლი, რომელიც სიმაღლეში სტანდარტით გათვალისწინებულზე დაბალია. ის უკვე 2 წლისაა და მისი დართვა გვინდა ხვადთან. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნაკლო ლეკვები დაიბადონ?

პასუხი: ძუ კანე კორსოს სასურველი სიმაღლე 60-64 სანტიმეტრია. დასაშვებია პლუს-მინუს 2 სანტიმეტრი. თუ თქვენი ძაღლი ამაზე დაბალია, მაშინ, გირჩევთ, ის არ დააწყვილოთ ანალოგიური პრობლემის მქონე ხვად კანე კორსოსთან. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ორი ერთნაირი ნაკლოვანების ძაღლის დართვა ერთმანეთთან არ შეიძლება, რადგან შედეგი ნამატზე აუცილებლად აისახება და ლეკვების უმეტესობას დაბალს მიიღებთ.

კითხვა: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლი მავნეებმა დაკბინეს. როგორც ვიცი, ეს საკმაოდ საშიშია მისი ჯანმრთელობისთვის. რა გამოვლინებები აქვს ამ შემთხვევაში ძაღლს?

პასუხი: კბენის შემდეგ ძაღლი, შეიძლება, უხასიათოდ იყოს, თვალებიდან გამონადენი დაეწყოს, ხოლო ცხვირზე კანი აექერცლოს. ვინაიდან ძაღლის ტემპერატურა ადამიანის ტემპერატურაზე გაცილებით მაღალია, დაავადება უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს. ძაღლს თუ რამე მსგავსი სიმპტომი შენიშნეთ, მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ.

კითხვა: რა არის ფილტვების ანთების საწყისი სიმპტომი და საშიშია თუ არა ის ძაღლისთვის?

პასუხი: ფილტვების ანთების საწყისი სიმპტომი ეგრეთ წოდებული პარაგრიპია, რომელიც ფილტვების ანთებაში გადადის. ფილტვების ანთება მართლაც საშიშია ძაღლის ჯანმრთელობისთვის. არსებობს ამის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ძაღლს აუცილებლად გაკეთებული უნდა ჰქონდეს. ძაღლი 11 თვეში უნდა აიცრას. თუ საერთოდ არ აქვს გაკეთებული აცრა ან უკვე გაკეთებიდან 11 თვეს გადაცილებულია, მაშინ უკვე შესაძლებელია ამ დაავადების გამოწვევა.


скачать dle 11.3