კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ უძლებენ მამაკაცები და რას ვერ იმსახურებენ ისინი ქეთი ჯაიანისგან


21 წლის ქეთი ჯაიანი სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, კოსტიუმის მოდელირება-დიზაინის ფაკულტეტზე და უკვე რამდენიმე ჩვენებაც მოაწყო. გარდა იმისა, რომ ქეთი სამოდელო სააგენტო „ვიაიპის“ მოდელია ასევე არის მოცეკვავე, და უცხოეთიდან უამრავი მოწვევაც აქვს.

ქეთი ჯაიანი: მოდელობა უფრო ჰობი, გატაცებაა, სამაგიეროდ, ცეკვაა მთელი ჩემი ცხოვრება და მისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდი?

– ვარ ძალიან კომუნიკაბელური, მხიარული, თუმცა, არ ვარ პუნქტუალური და ამ მხრივ ცუდად არის ჩემი საქმე. ასევე, ვარ ძალიან შრომისმოყვარე და, როგორც ყველას, მეც მაქვს უარყოფითი თვისებები. მაგალითად, ვარ საშინლად ჯიუტი – შანსი არ არის, გავაკეთო ის, რაც არ მინდა, მაგრამ, თუ ვინმე მოვა და ამიხსნის, რომ ეს ჩემთვის კარგია, მაშინ გავაკეთებ. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით „მორიელი“ ვარ, ამიტომ მახასიათებს სარკასტული გამოთქმები, „კბენა“. ხშირ შემთხვევაში ამას მამაკაცები მაშინ იმსახურებენ, როდესაც არასასიამოვნო კომპლიმენტს მეუბნებიან.

– როგორი გართობა გიყვარს?

– სიმართლე რომ გითხრა, გართობისთვის არასდროს არ მრჩება დრო – დღეში სამ-ოთხ საათს ვცეკვავ, საღამოს შეკვეთები მაქვს და კაბებს ვკერავ. ჩემთვის ცეკვა ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც საკუთარ სხეულს ეხები, ფანტასტიკური განცდა გეუფლება, ვერ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან. რადგან სულ ვცეკვავ, ამიტომ კლუბებში ხშირად არ დავდივარ, უფრო მყუდრო ადგილებში მირჩევნია წასვლა. ვგიჟდები ბილიარდის თამაშზე.

– ნამდვილდ გეყოლება თაყვანისმცემლები. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

– არ მაქვს თაყვანისმცემლებთან არანაირი ურთიერთობა. მეწვრილმანე ვარ, ამიტომ, ძალიან ძნელია, რომ კაცმა ჩემი ყურადღება მიიპყროს. საშინლად ჭირვეული ვარ, ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი უნდა უვლიდეს თავს, განსაკუთრებით – მამაკაცი. ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობაა მხოლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველ ეტაპზე მაინც ამას აქცევ ყურადღებას. არ მიყვარს, როდესაც კაცი ბევრს ლაპარაკობს, მათი მხრიდან კომპლიმენტები სასიამოვნოა, მაგრამ ამით ადამიანი არ უნდა შეაწუხო. კაცმა თავისი სათქმელი ლაკონურად და დამაჯერებლად უნდა თქვას.

– მამაკაცის მხრიდან კონტროლი მოგეწონება?

– ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მთავარი ნდობაა, ამიტომ, არ მგონია, ჩემი გაკონტროლება დასჭირდეს. მაგრამ, თუ ესიამოვნება, გამაკონტროლოს, რამდენიც უნდა, მაინც ვერაფერს მიპოვის. ძალიან ერთგული ვარ, თუმცა მამაკაცები ამას ძნელად იმსახურებენ. ვერ აბარებენ გამოცდებს, ვერ უძლებენ. ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას და, შეიძლება, პატარა ნიუანსმა გამიქროს მამაკაცთან ურთიერთობის სურვილი.

– რა გჭირდება მამაკაცის მხრიდან?

– საჩუქრებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია, ადამიანი მოგწონდეს და მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდე. ანუ, ჩემთვის მთავარია, მამაკაცთან ვიყო გახსნილი, დაცული მისი მხრიდან და, კიდევ უნდა შემიქმნას სულიერი კომფორტი.

– საყვარელი მამაკაცის მხრიდან აკრძალვებს აიტან?

– თუ მისი აკრძალვა სამართლიანი იქნება, მიმახვედრებს, რომ უკვე ზედმეტებში გადავედი, ამას აუცილებლად გავითვალისწინებ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქალმა არ უნდა ჩაიცვას გამომწვევად, ვულგარულად, ის უნდა იყოს სექსუალური, ქალური, ელეგანტური და შინაგანი ეშხი უნდა ჰქონდეს. მე გამომწვევად რომც არ ჩავიცვა, მაინც გამომწვევად გამოვიყურები. რაც მთავარია, მამაკაცს უნდა უხაროდეს, ეამაყებოდეს, რომ ჩემნაირი გოგონა ჰყავს გვერდით და მე მასთან ვარ.

– ყოველთვის ხვდები, რა უნდა მამაკაცს შენგან?

– ძირითადად ქალზე არის დამოკიდებული, მამაკაცი როგორ წარმართავს მასთან ურთიერთობას, რადგან ყველა ქალმა თავიდანვე იცის, რა უნდა მისგან მამაკაცს. ეცადოს მამაკაცი ჩემს დაპყრობას, მიზნების ასრულებას და ვნახოთ, რას მიაღწევს.

– მამაკაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ქალის დაკარგვის შიში?

– თავისთავად. არც ერთ ქალს არ გაუჭირდება იმაზე უკეთესი კაცის პოვნა, რომელიც მას იმ ეტაპზე ჰყავს. მამაკაცს, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, არასდროს გაუჩნდება სხვასთან წასვლის სურვილი. მაქსიმალურს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან ჩემთან თავი კომფორტულად, მშვიდად იგრძნოს. თუმცა, კაცებს უყვართ გართობა და მე ამას არ დავუშლი, თუ ჩემზე უკეთესს ნახავს, გზას დავულოცავ. უბრალოდ, ვერასოდეს დამივიწყებს და უკან რომ მოვა, აღარ მივიღებ.


скачать dle 11.3