კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიხსნა საყურე სიმამრის გასაცნობად მიმავალმა ნიგერიელმა ბრაიანმა და რა ეგზოტიკას აზიარა მან მეგრელი ცოლი


უკვე დიდი ხანია, რაც თბილისი შავკანიანი უცხოელების საყვარელი ადგილი გახდა. სტუმართა შორის ზოგი ჩინიანი იყო, ზოგიც უჩინო, მათ შორის ყველაზე პოპულარული 22 წლის ნიგერიელი ბრაიანია, რომელიც ბედის საძიებლად ჩვენს ქალაქს ორი წლის წინ ეწვია. ის იუმორისტული შოუების ხშირი სტუმარი გახლავთ და, გარდა იმისა, რომ ქართულ ენაზე გამართულად საუბრობს, საქართველოს ისეთი კუთხე-კუნჭულებიც კი მოიარა, სადაც ზოგიერთ ქართველს საერთოდ არ დაუდგამს ფეხი. ბრაიანმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაფუძნდეს – იმდენჯერ იხუმრა, მეგრელი ვარო, სანამ მეგრელების სიძე არ გახდა – ცოტა ხნის წინ მან თავისი ცხოვრება ლოლა პაპავას დაუკავშირა და მოახლოებული ქორწილის სამზადისში თავის ინტერნაციონალურ ემოციებს გვიზიარებს.


– ბრაიან, როგორ მოხვდი საქართველოში?

– ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია, იბრაჰიმ იდოუ. აქ ყველა ბრაიანს მეძახის და მეც ეს სახელი უფრო მომწონს. დავიბადე ნიგერიის დედაქალაქში. პატარა ვიყავი, როცა დედა მომიკვდა. ახლა ლაგოსში მამაჩემი, ჩემი ძმები და და ცხოვრობენ. ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე მენეჯერმა წამომიყვანა ბაქოში, იქ დამტოვა და თვითონ წავიდა, მარტომ დავიწყე ჩალიჩი, ცხოვრება. ცოტა ძნელი იყო. წელიწად-ნახევარი ვთამაშობდი ბაქოში ფეხბურთს. მერე გადმოვედი თბილისში, ვერაზე ქირით ვცხოვრობდი. „ოლიმპიკში“ დავიწყე ფეხბურთის თამაში, თან „თეგეტა მოტორსში“ დავიწყე მუშაობა, მანქანებს ვწმენდდი. ერთხელ ფეხბურთის შემდეგ რესტორანში დაგვპატიჟეს მოგებულები, იქ გავიცანი მიშა ანდღულაძე. მაშინ არ ვიცოდი, მიშა ვინ იყო, ნომერი მივეცი და მერე დამირეკეს „ვანოს შოუდან“, მერე „კომედი-შოუში“ და „ჩვენს ოფისში“ მივიღე მონაწილეობა, „ჟამი ყვავილობისაშიც“ გადამიღეს.

– სადაც „შავი კაცი“ სჭირდებათ ყველგან გეძახიან?

– ხოო, თან, ქართული იუმორიც კარგად გავიგე. იუმორი ნიგერიელებსაც კარგი აქვთ, მაგრამ აქ სხვანაირად იცინიან, უფრო გულიანად. ეტყობა, იმიტომ, რომ ქართველები თბილი ხალხი ხართ. როცა აქ გადმოვედი, მიჭირდა და ვერის უბანში ყველა მეხმარეობდა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ზესტაფონში, სამტრედიასა და ბაკურიანში წამიყვანა. ისე მომეწონა საქართველო, აქ დარჩენა გადავწყვიტე. უკვე ორი წელია, რაც ნიგერიაში არ ვყოფილვარ, მარტო ტელეფონით ვრეკავ, იციან, რომ კარგად ვარ. როცა აზერბაიჯანში ვიყავი, ჩემს პატარა ძმას ფულსაც კი ვუგზავნიდი.

– აქ ქართველებს უჭირთ ფულის შოვნა და სხვაგან მიდიან სამუშაოდ, შენ რას აკეთებ, ფულს როგორ შოულობ?

– ცოტა-ცოტას ვშოულობ. სადაც გადამიღებენ, ფულსაც მიხდიან, თან, ევროპულ სკოლაში ვასწავლი ბავშვებს ფეხბურთს, დირექტორი ძალიან კარგი კაცია. ბევრი მეუბნება ხოლმე, აქ რა გინდა, ქართველები მიდიან აქედანო, მაგრამ, მერე რა მოხდა? ქართველი თუ მიდის სხვაგან, არ შეიძლება, მეც რომ ჩამოვიდე? სანამ ქართულს ვისწავლიდი, ქუჩაში სულ პრობლემები მქონდა, ხალხიც რაღაცნაირად მიყურებდა, ეხლა არც არავინ აღარ მიყურებს და ქართულიც უკვე ისე ვიცი, „ჩემი დედაო“, რომ ამბობენ, ვხვდები, რომ მე არ მლანძღავენ (იცინის). კარგი და ცუდი ადამიანები ყველგან არიან, საქართველოშიც არიან გიჟები და გადარეულები, მაგრამ მე მაინც მიყვარს აქაურობა და აქაური ტრადიციები.

– აქაური ტრადიციების შენ რა იცი?

– როგორ არ ვიცი! რომ არ ვიცოდე, როცა ლოლას მამასთან ხელის სათხოვნელად მივედი, საყურეს კი არ მოვიხსნიდი! თან, შამპანიც მივიტანე (იცინის). საქართველოში ბევრ ადგილზე ვარ ნამყოფი და ვიცი, სტუმარი ოჯახში როგორ უნდა მივიდეს. რაჭაშიც კი ვიყავი, იქ მთაზე ლამაზი ეკლესია იყო, ნიკორწმინდაც ვნახე. მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც გავქრისტიანებულიყავი და მოვინათლე. სამი ნათლია მყავს და უკვე ქრისტიანი ვარ.

– ახლა მომიყევით, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

ლოლა პაპავა: ჩვენი ურთიერთობა ძალიან ბანალურად დაიწყო: ორი წლის წინ მე და ჩემი მეგობრები ღამის კლუბში მივედით. საკმაოდ დიდ რიგში მოგვიწია დგომა – თავისუფალი ადგილები არ იყო და კლუბში არ გვიშვებდნენ. უცებ ბრაიანი მოვიდა, ხელი აუქნია დაცვის ბიჭებს და მეგობრებთან ერთად მაშინვე შეუშვეს კლუბში. ამაზე ძალიან გავბრაზდი. მერე, როგორც იქნა ჩვენც მოვხვდით კლუბში და ასე ცეკვა-ცეკვაში გავიცანი ბრაიანი. თავიდან ძალიან დავმეგობრდით, მე მაშინ ჩემი პირადი ცხოვრება მქონდა, ამას – თავისი. წელიწად-ნახევარი ვიყავით კარგი მეგობრები – ვურეკავდით ერთმანეთს, ვმესიჯობდით. ბოლო ნახევარი წელია, რაც ორივე მივხვდით, რომ ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრობა არ იყო და სხვა თვალით ვუყურებდით ერთმანეთს.

– ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?

– ძალიან ნორმალურად. ბავშვობიდან მოსკოვში ვცხოვრობდი, რამდენიმე წელია, რაც ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მოსკოვში შავკანიანები არ იყო უცხო ხილი, ასე რომ, ამ მხრივ დისკომფორტი არ მქონია. სანამ მე და ბრაიანი ერთად ცხოვრებას გადავწყვეტდით, მამაჩემს მაინც შევაპარე ჩვენი ამბავი. ვკითხე, რასისტი ხომ არ ხარ-მეთქი. მამამ მითხრა, რომ შავკანიანებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა მას უკვე ყურმოკრული ჰქონდა ჩვენი ამბავი. ყველაზე მეტად ჩვენს ამბავს განიცდიდა დედაჩემი – ფიქრობდა, რას იტყოდა ხალხი. მაგრამ, რაც ბრაიანი გაიცნო, არაფერზე აღარ ნერვიულობს (იცინის).

– ქართველი კაცებისგან ყველაზე მეტად რითი განსხვავდება?

– მე ადრე მქონდა ოჯახი და ვიცი ქართველი მამაკაცის ხასიათი – რომ ოჯახში ის უნდა იყოს დომინანტი. ბრაიანი ძალიან ლმობიერი და დემოკრატია, არ ფიქრობს, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, არ გაწუხებს არაფრით, თავის თავს ხომ უვლის და, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, ჩემზეც კი ზრუნავს. ძალიან ეგზოტიკური ქმარია (იცინის). ამას გარდა, ძალიან მეგობრულია და მხიარული, ამისი გაბრაზება პრაქტიკულად შეუძლებელია, მისგან სულ დადებითი ემოციები მოდის. მხოლოდ ერთი მინუსი აქვს – სერიალები უყვარს (იცინის). თავიდან რაღაც ნიგერიულ სერიალს გვაყურებინებდა, მეგონა, რომ თავისი ქვეყნის მონატრების გამო უყურებდა ამ სერიალს, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ დილაობით „რუსთავი 2-ის“ ბრაზილიურ სერიალსაც უყურებს ხუანზე, ასე რომ, სერიალების ფანია.

ბრაიანი: სერიალებს იმიტომ ვუყურებ, რომ ენა ვისწავლო უკეთესად. თავიდან მართლა ამის გამო დავიწყე სერიალების ყურება, ახლა უკვე მივეჩვიე. ინგლისურად რომ მელაპარაკები, შენც ხომ სწავლობ ჩემგან უფრო კარგად ინგლისურს? მეგრულიც კი მე უფრო კარგად ვიცი, ვიდრე შენ, რაღაცეებს მეგრულადაც ხომ გასწავლი? (მეუღლეს მიმართავს – ავტორი) ბოლო-ბოლო, პაჭკორია ვარ (იცინის).

– ბრაიან, ლოლამ ღომის გაკეთება იცის?

– ლოლამ არა, მაგრამ დედამისმა იცის. ცუდად როცა ვარ, წნევასაც კი მისინჯავს სიდედრი. ქართველებს რომ ჰგონიათ, სიდედრთან ცხოვრება საშინელებაა, სულაც არაა ასე. მეგრელი ქალები კარგი ცოლები არიან.

– ის მითხარი, ნიგერიელისთვის კარგი ცოლი რას ნიშნავს?

– როცა პატარა ვიყავი, მაშინვე ვფიქრობდი, რომ კარგი ცოლი უნდა მყოლოდა. ცოლი ჩემთვის უნდა ყოფილიყო დაც, მეგობარიც, დედაც, თან, ჩემი ოჯახიც უნდა ჰყვარებოდა. ქართველი გოგოები თავისუფლები არიან, ეს ძალიან კარგია – რაც უნდათ, იმას აკეთებენ.

– ბრაიან, ლოლას ხელი როგორ სთხოვე მის მშობლებს?

– მივედი შამპანით. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, ლოლას მამას ჰალსტუხი ეკეთა, მე ჩემი მეგობარი მივიყოლე. ლოლას მამას ჩემსავით უყვარს ფეხბურთი და ბევრი ვილაპარაკეთ ფეხბურთზე. ხომ გითხარით უკვე, რომ იმ დღეს საყურეც კი მოვიხსენი, რომ ცუდი რამე არ ეფიქრა (იცინის). ეხლა ერთმანეთთან ისე ვართ, რომ, როცა სახლიდან გამოვდივარ, სულ მეკითხება: თბილად ჩაიცვი? გარეთ ცივაო. თბილი კურტკაც მომცა. ლოლას დედაც ისე მივლის, როგორც ჩემი დედა მომივლიდა. სანამ ქორწილი გვექნება, ლოლას მშობლებთან ვცხოვრობთ, გაზაფხულზე ქორწილი გვექნება და მერე ცალკე გადავალთ.

– როგორი ქორწილი გექნებათ?

ლოლა: ქორწილი იქნება ტრადიციულიც და არატრადიციულიც, ბრაიანს ქორწილში ჩოხა ეცმევა, მერე რესტორანში გამოიცვლის და ჩვეულებრივ ტანსაცმელს ჩაიცვამს. გვინდა, რომ ლამაზი და ორიგინალური ქორწილი გვქონდეს.

ბრაიანი: თეთრი ჩოხა მინდა, თეთრი. შენც ძველებური, დიდი კაბა უნდა ჩაიცვა ცოტა ხანს.

ლოლა: მე მგონი, ჩიხტიკოპს მადგამს (იცინის).

ბრაიანი: ისე ჩაიცვას, როგორც თვითონ უნდა, რა!.. მერე ცეკვის დროს შარვალიც შეიძლება. ქორწილში ჩემი ძმაც ჩამოვა. ქართულ ქორწილში კი ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემი ქორწილი რომ უნდა იყოს, ცოტა ვნერვიულობ. თან, სიურპრიზიც უნდა მოვუწყო საქორწილოდ. ქორწილში ბევრი ხალხი უნდა დავპატიჟო, „რუსთავი 2-ის“ ბიჭები, ჩემი დირექტორი ვახტანგი...

– შენ ჩოხასთან ერთად ფაფახი ნამდვილად არ გჭირდება.

ლოლა: ამის ვარცხნილობაზე იმ დღეს ვიცინე, როცა ჩემი მშობლები გაიცნო – თმები ისე ჰქონდა გადაწეული და გადაჭიმული, მეორე დღეს თავიც სტკიოდა და თმაც კი მოძვრა – ნიშნობას თავისი თმა შესწირა.

– ლოლა არ მიგყავს ნიგერიაში? იქაც ხომ არ გყავს ერთი ცოლი?

– ქორწილის მერე ცოტა ხნით წავიყვან. დედის სულს ვფიცავარ, ნიგერიაში ცოლი არასდროს მყოლია. ზოგს სამი-ოთხი ცოლი ჰყავს, მამაჩემს ჰყავდა ორი ცოლი. დედინაცვალი ხშირად ჩხუბობდა ხოლმე ჩემთანაც და თავის ქმართანაც. მე ადრე წავედი სახლიდან, ხან სად ვიყავი, ხან – სად. სულ ვვარჯიშობდი, ცოლის მოსაყვანი დრო არ მქონდა.

ლოლა: ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ნიგერიაში წასვლა, სიამოვნებით ჩავალ იქ ცოტა ხნით, დიდხანს ვერ გავძლებ.

– ბრაიან, არ გინდა, რომ საქართველოს მოქალაქე გახდე?

– როგორ არ მინდა! ადრე, სანამ მიშა სააკაშვილი მეორედ გახდებოდა პრეზიდენტი, ფილარმონიაში მივედი მასთან შესახვედრად. იცით როდის? გარეთ რომ ყვიროდნენ „მიშა, მოვედითო“. მინდოდა მიშასთან შეხვედრა. მერე დათო ბაქრაძემ მითხრა, დაელოდე, ნახევარ საათში მოვა მიშაო, ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა, მეთხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიმეღო. საბუთებიც გავაკეთე, მაგრამ ბოლოს უარი მითხრა – საქართველოს მოქალაქეობა თუ გინდა, ნიგერიის პასპორტი უნდა გადააგდოო, მე ვერ გადავაგდებ ნიგერიის პასპორტს. ეხლა, ქორწილი, რომ მექნება, იქნებ როგორმე დავპატიჟო პრეზიდენტი და იქნებ ჩემს ქორწილში მაინც გავხდე საქართველოს მოქალაქე, უპასპორტო ქართველი როდემდე უნდა ვიყო? (იცინის).


скачать dle 11.3