კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქმრის რომელმა სიურპრიზმა ჩააგდო ისტერიკაში ადელინა გოგუაძე და რაზე დაეწყო მას „ბღანკალი“


როგორი გასაკვირიც უნდა იყოს მკითხველისთვის, თიკუნას როლის შემსრულებელი, ადელინა გოგუაძე, თავის პირველ და ერთადერთ სიყვარულს გაჰყვა ცოლად. ადელინასა და გიო ჭანტურიას სიყვარული ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მათმა გრძნობამ განშორებასაც გაუძლო, დროსაც და დღეს ისინი უბედნიერესად გრძნობენ თავს. სიყვარულის ისტორიას „თბილისელებს“ ადელინა და გიორგი ერთად უამბობენ.


ადელინა გოგუაძე: პირველად რომ გვქონდა ინტერვიუ „ბიჭების და გოგოების“ დროს, თუ გახსოვს, მაშინ მკითხე, შეყვარებული თუ გყავსო და, გიპასუხე, კი-მეთქი. ის შეყვარებული იყო გიო. ანუ ჩვენი ისტორია ხუთი წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და სერიალზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა. სერიალის დროს ჩვენი ურთიერთობა უკვე სერიოზულ ფაზაში იყო შესული.

– სანამ გაცნობის ისტორიას მომიყვები, ის მითხარი, დღეს თუ გეგულება შეყვარებულები, რომლებიც ამდენ ხანს დადიან ერთად?

– არ გვივლია ასე დიდხანს. არა, არ დავშორებულვართ, მაგრამ, გიო არ იყო საქართველოში და ასე გამოგვივიდა დიდი პაუზა. ახლა, რაც შეეხება გაცნობას: ერთხელ სამეგობრომ გადავწყვიტეთ, კინოში წავსულიყავით. ერთ-ერთმა თქვა, რომ ჩემი მეგობარი უნდა მოვიდეს, რაღაც გადმომცესო. ყველა ერთად ველოდებოდით ამ მეგობარს, რომელიც გიო აღმოჩნდა. მერე ფილმზეც ჩვენთან ერთად წამოვიდა და ისე მოხდა, რომ ჩემ გვერდით დაჯდა, ერთად ვუყურეთ ფილმს, თან ვსაუბრობდით. რომ წამოვედით, აბსოლუტურად ჩვეულებრივად დაგვემშვიდობა და წავიდა. მერე დაიწყო ყველაფერი: გიო თეატრალურთან ცხოვრობდა და ვითომ შემთხვევით მხვდებოდა ხოლმე. მერე ვითომ შემთხვევით გაიგო ჩემი ნომერი, ზარიც შემთხვევით გამოეშვა... ერთხელ, გათიშული მქონდა ტელეფონი და მერე რომ ვნახე, ვიღაც მირეკავდა, გადავრეკე გიორგი ვარ ჭანტურია, ძილი ნებისა მინდოდა მესურვებინაო. მივხვდი, სხვანაირი სურვილი იყო.

– გიო, შენ მითხარი, შენზე რა შთაბეჭდილება მოახდინა ადელინამ?

გიო ჭანტურია: ადელინა რვა წლით უმცროსია ჩემზე, როგორი დამოკიდებულება მქონდა, იცი? რა საყვარელი ბავშვია!.. ახლა ეს სხვაობა იმდენად შესამჩნევი არ არის, მაგრამ მაშინ, როცა ადელინა 20 წლის იყო, უფრო აშკარად ჩანდა (იცინიან).

ადელინა: „ელასტიკებიანი“ და კედებიანი გოგო ვიყავი.

გიო: ძალიან სასაცილო „მარიაჩკა“ ეცვა (იცინიან). ერთი ნახვით რაღაც მნიშვნელოვანი არ გადამიწყვეტია. მოწონება, რა თქმა უნდა, იყო. ფილმის შემდეგ ურთიერთობები ნელ-ნელა განვითარდა. თეატრალურთან ახლოს ვცხოვრობდი და მისი ნახვის პრობლემა არ მქონდა.

– მანამდე თუ იყო თქვენს ცხოვრებაში სიყვარული?

ადელინა: გიო ჩემი პირველი სიყვარულია, მართლა. ყოველთვის ბიჭური ვიყავი, არასდროს ვიპრანჭებოდი, „ის ბიჭი მომწონს, ეს ბიჭი მომწონს“ – ასე არასდროს ვყოფილვარ. პირველი გარდატეხა ჩემში მაშინ მოხდა, როდესაც გიო გავიცანი. თიკუნა არის ჩემი სრული ანტიპოდი. ვფიქრობ, კარგად შემდგარი როლია ჩემთვის, რადგან მაინც ყველას თიკუნასნაირი ვგონივარ. გოგოები ხშირად მეუბნებიან ხოლმე, უი, როგორ არ ჰგავხარ თიკუნასო. ეს ძალიან მწყინს – რატომ უნდა ვგავდე თიკუნას, ვერ ვხვდები. გიომ ჩემში თავიდანვე რაღაც ისეთი ემოციები გააღვიძა, რაც ადრე არც მეგონა, თუ მქონდა. სხვათა შორის, იმ დღეს ერთმანეთი რომ გავიცანით, ანუ ფილმი რომ დამთავრდა და კიბეზე ჩავდიოდით, გიომ წინ ჩაგვასწრო და, ისე მიყურებდა, გავგიჟდი. გავიფიქრე, მგონი მოვეწონე, რა კაი ტიპია-მეთქი (იცინიან). მაგრამ იმ დღეს ამით დამთავრდა ყველაფერი, შემდეგ კი ნელ-ნელა შემომეპარა მელასავით.

გიო: ჩვენი მთავარი დამაკავშირებლები ჩვენი მეგობრები იყვნენ, ამიტომ ადელინას ნახვის პრობლემა არ იყო: ხან „ნიკალაში“ დავპატიჟებდით, ხან „ყავის სახლში“ – ხომ ხვდებით, რა ძველი ამბავია... (იცინიან).

ადელინა: ისე დამირეკავდა, ვითომ შემთხვევით, ვითომც აქ არაფერი. მერე ისე მოხდა, რომ გიო დაახლოებით სამი წელი საქართველოში არ იყო. თუ სირთულე ჰქვია ამ პერიოდს, მაშინ მართლა რთული პერიოდი გვქონდა, ერთმანეთის გვერდით არ ვიყავით. ჩემი ოჯახიდანაც იყო წინააღმდეგობები, მაგრამ, გიო რომ გაიცნეს, ისე შეუყვარდათ, ისე, რომ ამ თემაზე ხმა საერთოდ აღარ ამოუღიათ.

– გიორგი შენი ადელინა როგორია, იმისგან განსხვავებული, როგორსაც მაყურებელი და მკითხველი იცნობს?

– ძალიან ვუყვარვარ და ეს არის მთავარი. და, კიდევ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის – საოცრად ერთგულია. ეს სამი წელიწადი, რაც ერთმანეთის გვერდით არ ვყოფილვართ, ჩვენი სიყვარულისა და ერთგულების ერთგვარი გამოცდაც იყო, რაც ორივემ წარმატებით ჩავაბარეთ. სიყვარულის აბსოლუტურად სხვანაირი გამოხატვა შეუძლია – ყველაფერს გადადებს შენ გამო და გვერდით დაგიდგება. ამ სამ წელიწადში დამიმტკიცა, რომ მისთვის მართლა მხოლოდ მე ვიყავი, ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს სიყვარული შეგვენარჩუნებინა. ეს დასაფასებელია, მამაკაცისთვის – მით უმეტეს. დღეს ძნელია, ასეთი გოგო ნახო, სულ სხვანაირია, ყველასგან განსხვავებული. ყოველთვის ითვალისწინებს იმას, რასაც ვეუბნები და ვურჩევ, მასზე უფროსი ვარ, მეტი გამოცდილება მაქვს, მეტი გამიგია და მინახავს – ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის.

– პირველი „მიყვარხარ“ როდის იყო?

– გრძნობები უკვე ისე იყო მოზღვავებული და ისე გამოვხატავდით ორივე, რომ, როდის ითქვა, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენს ქმედებებში, ჩვენს გრძნობებში, იმ სითბოში, რასაც ერთმანეთის მიმართ გამოვხატავდით, ყველაფერი იდო, რისი თქმაც კი შეიძლებოდა.

– პირველი კოცნა?

ადელინა: ოო, ეს უკვე გადასარევად გვახსოვს (იცინიან). ძალიან სასაცილოდ მოხდა. ჩემგან, ალბათ, როგორც თიკუნას როლის შემსრულებლისგან, ეს ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ, მართლა გიომ მაკოცა პირველად. სპექტაკლშიც კი არ ვაკოცე ჩემს მეგობარს და ჩემმა პედაგოგმა სულ „ქაჯი“ მიძახა (იცინიან). რომ მაკოცა, გულში ვფიქრობდი – ვაიმე, ნეტავი ახლა როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი და დავრჩი ტუჩებდაბურცული (იცინიან). რატომ არ მკოცნიო, კი მითხრა. მანქანაში ვჯდებოდი და მივდიოდი, მან კი უცებ დამიჭირა, მაკოცა, ჩამსვა მანქანაში და გამიშვა. არც ვიცოდი, ფეხები გამექანავებინა თუ რა მექნა. მერე ჩემს დაქალს ვეხვეწებოდი, კოცნა მასწავლე-მეთქი, მაგრამ არ მასწავლა. რაღაც გრანდიოზულს ველოდებოდი, თავზე ფოიერვერკები გამოჩნდებოდა და იმედგაცრუებული დავრჩი. რომ დავჯექი მანქანაში, „ბღანკალი“ დამეწყო, ხელებს, ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. შიგნიდან ვიგრძენი, რომ გიო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემთვის.

გიო: წინასწარ არც მიფიქრია ეს კოცნა, იმდენად სპონტანურად გამოვიდა. საერთოდ, მასთან როგორც ჩვეულებრივ თაყვანისმცემელს არ დამიწყია ურთიერთობა. სულ ვაწვალებდი, როგორც პატარა ბავშვს და, რომ ბრაზდებოდა, ეს მომწონდა.

ადელინა: თამაშ-თამაშით მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენმა ურთიერთობამ ორივე შეგვცვალა.

– კოცნა ისწავლე ბოლოს და ბოლოს?

– უფ! აი, ჰკითხე! (იცინიან).

– ეჭვიანობა თუ არის თქვენს ურთიერთობაში?

გიო: ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანში, განსაკუთრებით კი მამაკაცებში, არის ეჭვიანობის რაღაც დოზები და გამონაკლისი არც მე ვარ.

ადელინა: ცოტას ცდება.

გიო: გააჩნია სიტუაციას. ადელინას თავიდან ბოლომდე ვენდობი და ბიჭებზე ან რაღაც ეგეთ სისულელეებზე კი არ ვეჭვიანობ, ყურადღებაზე ვეჭვიანობ. ხშირად არ სცალია, მე კი მინდა, რომ სულ ჩემ გვერდით იყოს. ჩაცმასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, მომწონს, რომ ცოტა ქალურად აცვია – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სხვა. ქალი სულ კედებში – არ ვარგა, ჩემთვის ეს მიუღებელია. არც იმხელა ვარ, რომ ბებერი დამიძახო, მაგრამ, რა ვქნა, არ მომწონს.

– ფილმი მოგეწონა?

ადელინა: არ უნახავს. ცოტა მეშინია, დარბაზში ვინმემ რამე კომენტარი რომ გააკეთოს, საშინელება არ მოხდეს. ამიტომ, დაველოდები, დივიდიზე რომ გამოვა და საოჯახო კინოთეატრში ვნახავთ (იცინიან).

– სამი წლის შემდეგ შეხვედრისა და დაოჯახების ამბავი მომიყევით, როგორ იყო?

– 31 დეკემბერი იყო, ნოდიკო ტატიშვილის მხარდასაჭერად „ჯეოსტარზე“ წასვლას ვაპირებდი, როდესაც გიოს ძმამ გამოიარა ჩემთან და ეზოდან დამიძახა – ჩამოდი, ჩვენთან ავიდეთ, აგარაკზე ბეთანიაშიო. თან ძალიან მინდოდა კონცერტზე წასვლა, თან მერიდებოდა ჩემი მომავალი მაზლისთვის უარის თქმა. ვიდექი, ვფიქრობდი, რა მექნა, რომ, უცებ, ვხედავ, მანქანის კარი იღება და გიო გადმოდის. იცით, რა დამემართა?! სრული ისტერიკა. ისტერიკული სიცილი ამიტყდა. თან, ზუსტად ვიცოდი, რომ არ აპირებდა ჩამოსვლას, რამდენიმე ხნით ადრე ტელეფონით ველაპარაკე და, რა დამემართა, ხომ წარმოგიდგენია! შოკი მქონდა.

გიო: ისე იცინოდა, რომ ვერ ვაწყნარებდი.

ადელინა: ასეთი ახალი წელი ოცდაოთხი წლის განმავლობაში არ მქონია.

გიო: ცოტა ხნის წინ კი ნიშნობა გვქონდა და ადელინა ჩემთან გადმოვიდა.

ადელინა: ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა, ისედაც გიოს ოჯახის წევრი ვიყავი. ყველაზე უმცროსი ვარ იმ ოჯახში და მანებივრებენ. ამ სამი წლის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით და ახალ ოჯახთან შეგუება არ გამჭირვებია. ნიშნობაზე ბევრი ვიხუმრე. ბეჭდები გავცვალეთ მე და გიომ და, ოთხი სადღეგრძელოც არ იყო ნათქვამი, წავედით-მეთქი, ავბუნტდი (იცინიან). ჩემი „ბარგით“ კიბეზეც კი ჩავასწარი გიოს და მანქანასთან ველოდებოდი.

გიო: მარხვის დამთავრების შემდეგ პატარა ქორწილიც გვექნება.


скачать dle 11.3