კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განძი დაუტოვეს სალომე გოგიაშვილს ქმრებმა და აპირებს თუ არა ის ოჯახის შექმნას მესამედ

ამბობენ, ქალი მაშინ არის წარმატებული, როცა მის გვერდით ძლიერი მამაკაცი დგას, ჯანმრთელი შვილები ჰყავს და კარიერაშიც უმართლებსო. როგორც მომხიბვლელი სალომე გოგიაშვილი ამბობს, მას შვილებსა და კარიერაში გაუმართლა, რასაც ქმრებზე ვერ იტყვის, მაგრამ, თავს მაინც წარმატებულ ადამიანად მიიჩნევს. მასთან საუბარში ისიც გავარკვიე, რომ დეპრესიაში არასდროს ვარდება და შესაძლოა, მესამედაც სცადოს ბედი, ოღონდ, მეტი დაფიქრებით, რომ იგივე შეცდომა არ გაიმეოროს, რაც უკვე ორჯერ დაუშვა პირად ცხოვრებაში. 

სალომე გოგიაშვილი: არ მიყვარს მარტოობა და არც დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. საყვარელ ადამიანებზე ვარ დამოკიდებული, მათ ვეკითხები რჩევებს და ვითვალისწინებ კიდეც. ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად კი ის მიმაჩნია ცხოვრებაში, რომ მყავს ორი შვილი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– სრული პირადი ბედნიერებისთვის ეს საკმარისია?

– რასაკვირველია, არა. მართალია, მეორე ქმარსაც გავშორდი, მეორე ოჯახიც დამენგრა, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ და არც ჩემი პრობლემა მომიხვევია ვინმესთვის თავზე. მიმაჩნია, რომ მათგან დამრჩა ყველაზე დიდი და შეუფასებელი განძი – ჩემი შვილები. მგონი, მე კი არა, თავად მამაკაცები არიან წარუმატებლები ჩემთან ურთიერთობაში, რადგან რთული ადამიანი არ ვარ, კარგი მეუღლეც ვიყავი. გარემოებების გამო, ვერ აეწყო ჩვენი ურთიერთობა. სხვათა შორის, ძალიან კმაყოფილი ვარ მეორე ქმარს რომ გავშორდი. მჯერა, რომ, თუ თავს მშვიდად და ბედნიერად არ გრძნობ კონკრეტული მამაკაცის გვერდით, სასწრაფოდ უნდა უშველო თავს და არ დაიტანჯო მთელი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ ის ადამიანი აღარ დგას დღეს ჩემ გვერდით, ვინც მთელ ჩემს ცხოვრებას დაამახინჯებდა და მეც ზედ მიმაყოლებდა.

– სალომე, ადვილია მდგომარეობიდან შენი გამოყვანა?

– ვისწავლე, რომ მდგომარეობიდან ადვილად არ გამოვიდე, თავი მაქსიმალურად ვაკონტროლო. თუ ადრე ვყვიროდი, ვკიოდი, საშინელებებს ჩავდიოდი, ახლა გამოვიმუშავე, რომ მშვიდად და წყნარად უფრო მეტს მოვიგებ. დინჯად ვაგვარებ იმ პრობლემას, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდები. თუმცა, არ დაგიმალავთ და, არის ისეთი პრობლემებიც, როცა თავის მოთოკვა მიჭირს და უკონტროლო ვხდები, ბოლომდე ვიხარჯები ემოციისგან.

– ორი შვილის მარტო, დამოუკიდებლად, ქმრის გარეშე გაზრდა არ გიჭირს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არ მიჭირს. ჩემს პირველ ქალიშვილს ძალიან კარგი ბებია-ბაბუა ჰყავს. ისინი მეხმარებიან და ხელს მიწყობენ. რასაც მეორე შვილზე ვერ ვიტყვი. სამაგიეროდ, მის გაზრდაში ჩემი მეგობრები მიწყობენ ხელს. ბევრი ბიჭი მეგობარი მყავს, რომლებიც, ასე ვთქვათ, მას მამის დანაკლისს უვსებენ და ყურადღებას და საჩუქრებს არ აკლებენ. დედაჩემი და ბებიაჩემი კი ისე მეხმარებიან შვილების გაზრდაში, რომ ვერ გეტყვით. ერთი სიტყვით, ჩემს შვილებს არაფერი აკლიათ, მამის გარდა, თუმცა, ჩემი ახლობლების წყალობით, ამ დანაკლისს ვერ გრძნობენ. მიმაჩნია, რომ, თუ ქალს გყავს უვარგისი ქმარი, ჯობია, საერთოდ არ გყავდეს და არც ბავშვები უყურებდნენ მას, რომ მომავალში დაკომპლექსებულები არ გაიზარდონ. ბევრი მინახავს მამის საქციელის გამო დაზარალებული, ამიტომ, ჯობია, დროზე გაარიდო მას შვილები. ტრავმირებულ გარემოში ბავშვის გაზრდას და საკუთარი თავის ტანჯვას, ჯობია, დროულად ეძებო ბედნიერებისკენ მიმავალი გზა და არ დააგვიანო.

– შენი აზრით, მამაკაცის მიმართ სითბოს დიდი რაოდენობით გამოხატვა საჭიროა თუ, რაღაც დოზით ის უნდა შეინახო ქალმა?

– მე თუ მიყვარს მამაკაცი, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო მისთვის და ემოცია არ მოვთოკო. გათვლილი და გამოზოგილი ურთიერთობები არ მიყვარს. როგორც ჩემ მიმართ გაიხსნება ჩემთვის საყვარელი ადამიანი, იმ დოზითვე ვიხსნები მის მიმართ და ეს ნორმალურიცაა.

– ამბობენ, უიღბლო ქორწინების შემდეგ ქალი შეშინებული და დაკომპლექსებულია. უჭირს მამაკაცების ნდობაო. თუ ისევ შეგიყვარდა, გადადგამ იმავე ნაბიჯს და მესამედ შექმნი ოჯახს?

– სიყვარული ისეთი რამაა, როცა არ ელი, მაშინ „გემართება“. ერთმა მამაკაცმა თუ გული გატკინა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცს ხაზი გადაუსვა? მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ისეთი მამაკაცი, რომელსაც ის თვისებები არ გააჩნია, რამაც გული მატკინა. ვაპირებ თუ არა ოჯახის მესამედ შექმნას, გეტყვი, რომ ღმერთი სამობით არის, ამიტომ, მესამე და სამართალი (იცინის).

– როცა მამაკაცი მოგწონს ან გიყვარს, რა იცვლება ამ დროს შენში?

– ამ დროს სტიმული მეძლევა და, როგორც ყველა ქალი, მეც მეტად ვიპრანჭები, ვაქცევ ყურადღებას ჩემს გარეგნობას, მიხარია დილით გაღვიძება. სასიამოვნო გრძნობაა, როცა იცი, რომ მამაკაცის ყურადღების ობიექტი ხარ, შენზე ფიქრობს. ქალის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო ფლირტის პროცესია.

– ახლა შენთვის ფლირტის პერიოდი დგას?

– მე მყავს ძალიან კარგი მეგობარი ბიჭი. მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან ახლოს ვართ და გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა იმ დროს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. გვერდით მიდგას. დღეს იმით ვარ კმაყოფილი, რა ურთიერთობაც გვაქვს, მომავალში თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები... მოკლედ, ამ ადამიანთან ბოლომდე გახსნილი ვარ, მიგებს, ვუგებ და ერთმანეთისთვის დასამალი არაფერი გვაქვს. მისი იმედი ცხოვრებაში ყოველთვის მაქვს და, ეს, დამეთანხმეთ, ძალიან სასიამოვნოა. საერთოდ, ჩემი ნაკლი ის არის, რომ ვერ ამოვიცანი ჩემი მეორე ქმარი ბოლომდე. ახლა მეტად დაკვირვებული გავხდი მამაკაცების მიმართ. არსებობენ ძალიან ჭკვიანი ქალები, რომლებიც ერთგულ და სასურველ მამაკაცს პოულობენ და დგამენ ჭკვიანურ ნაბიჯს. მე ორჯერ გადავდგი უჭკუო ნაბიჯი, მაგრამ, მგონი, ჭკვიანური ნაბიჯის გადადგმის დროც დადგა (იცინის).

– ისე, ამბობენ, სიყვარული ბრმა არისო. შენ როცა გიყვარს, ამ დროს მხოლოდ გრძნობებს ჰყვები და ტვინს „იგნორს“ უკეთებ?

– ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, სიყვარული ბრმა, ყრუ და ინვალიდია. მე ინვალიდური სიყვარული ვიცი. უფრო მეტად უნდა დამენახა ის, რაზეც თვალი დავხუჭე და „გავატარე“. თუმცა, ახლა ამაზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგან მეორე შვილი ძალიან მინდოდა და მყავს კიდეც.

– შეგიძლია თუ არა საკუთარ შეცდომებზე სწავლა და დაშვებულ შეცდომებს ყოველთვის ნანობ?

– საშინლად მიჭირს საკუთარი შეცდომების აღიარება. ვგრძნობ, დამნაშავე როდის ვარ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე. ახლა, ამ ეტაპზე, საკუთარ შეცდომაზე სწავლა ნამდვილად გამომადგება, რადგან, ისეთი კატეგორიის მამაკაცს, როგორიც ჩემი მეორე ქმარი იყო, არასოდეს შევხედავ. არ შეიძლება ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელთანაც თავს ბედნიერად არ გრძნობ. ჩემს შეცდომებზე, ალბათ, ჩემი შვილები ისწავლიან.

– გავრცელებული მოსაზრებაა, როცა ქალი მამაკაცის საკუთრება ხდება, მას შემდეგ ისინი ნაკლებად რომანტიკული ხდებიან. ეთანხმები ამ აზრს?

– ეს ნამდვილად ასეა. როცა გადის წლები და გაქვს ოჯახი, ისეთი აღტაცებით აღარ უყურებენ მეუღლეები ერთმანეთს თვალებში, როგორც პირველად. ვნება მეორე ადგილზე ინაცვლებს და ჩნდება ფიქრი მატერიალურ პრობლემებზე. მაგრამ, თუ კარგი ქმარი და კარგი ცოლი ხარ, ამის მოგვარებაც ადვილად შეიძლება.

– ქალი რომ წარმატებული იყოს, აუცილებელია, მოწესრიგებული ჰქონდეს პირადი ცხოვრება?

– აუცილებლად. თუ არ გაქვს მოწესრიგებული პირადი ცხოვრება, მაშინ ბოლომდე წარმატებული ვერ გახდები. ვერც სრულყოფილი იქნები. როცა სახლში სამსახურიდან დაღლილი მიდიხარ და გხვდება ადამიანი, რომელსაც უყვარხარ და შეგიძლია, გაუზიარო შენი პრობლემა, წარმატება, წარუმატებლობა თუ სამომავლო გეგმები, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?

– სალომე, როგორი ადამიანი ხარ – სუსტი თუ ძლიერი?

– ამ ბოლო პერიოდში იმდენი რამ გადამხდა თავს, რომ მივხვდი, ძალიან ძლიერი ვარ. არც დათრგუნული ვარ და არც დეპრესიაში ვვარდები. ვერ მოგატყუებთ, შეიძლება, ბევრჯერ შინაგანად თავს დათრგუნულად ვგრძნობ, მაგრამ ამას გარშემო მყოფები ვერ მამჩნევენ. არავის ვაჩვენებ იმას, რომ ცუდად ვარ. ნერვიულობით 16 კილო დავიკელი და სახეზე ღიმილი არ მომშორებია. მეგობრები მეუბნებოდნენ, მგონი გაგიჟდიო (იცინის).

– როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ კაცმა მის მიმართ ინტერესი არ დაკარგოს?

– ამის რეცეპტი არ არსებობს. არიან განათლებული, ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული ქალები, მაგრამ მათ მეუღლეებს ჰყავთ საყვარლები და ისე „წარმატებულად“ ღალატობენ ცოლებს, რომ არც კი იხედებიან უკან. რაიმე მეთოდი, რომ ქმარმა შენ მიმართ ინტერესი არ დაკარგოს და სხვისკენ არ გაიხედოს, არ არსებობს. არ მეგულება მამაკაცი, რომელიც რაღაც მომენტში არ „გაძვრება“ და არ უღალატებს ცოლს. ქმარს ისე უნდა უყვარდე და ისე უნდა გცემდეს პატივს, რომ ღალატის სურვილი არ გაუჩნდეს, თორემ, თუ მოინდომა, კარიც რომ ამოუქოლო, მაინც „გაძვრება“, ვერ დააბამ. ქალმა მეტი ეშმაკობა თუ არ გამოიჩინა და რაღაც-რაღაცეებზე თვალი თუ არ დახუჭა, მაშინ ოჯახი დაინგრევა. რასაკვირველია, თუ კაცმაც არ გადაამეტა.

– ეჭვიანი თუ ხარ?

– საშინელი ეჭვიანი ვარ. ვხუმრობ ხოლმე, ეჭვიანობა ჩემი მოგონილია-მეთქი. მაგრამ, იცით, რას მივხვდი? თუ საყვარელი ადამიანი ეჭვიანობის საბაბს არ გაძლევს, მაშინ არ გჭირდება ამის გამოვლენა. თან, საშინელი ინტუიცია მაქვს და ყოველთვის ზუსტად ვხვდები, როდის უნდა ვიეჭვიანო.

– მამაკაცის მართვა თუ შეგიძლია?

– მე არ მიყვარს მართვადი მამაკაცები. ოჯახში რომ შედიხარ, უნდა იგრძნობოდეს, რომ იქ კაციც ცხოვრობს. კაცს სახლში თავისი ადგილი აქვს და, თუ ვერ გაიგე ვინ არის ოჯახში ქალი და ვინ – კაცი, ეს რა თანაცხოვრებაა?



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3