კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გახდა 2009 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სუპერმოდელი მსოფლიოში და რა კავშირი აქვს მას ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრასთან


ავტორიტეტულმა მუსიკალურმა გამოცემამ „როლინგ სთოუნმა“ ის „პლანეტის ყველაზე მომხიბვლელ“ ადამიანად დაასახელა, მისი გარემოცვა მას უბრალოდ „სხეულს“ უწოდებს, იგი მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად და წარმატებულ მოდელად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. საუბარია ბრაზილიელ ჟიზელ ბუნდჰენზე, „ვიქტორია სიკრეტის“ ანგელოზსა და მილიონობით მამაკაცის საოცნებო ქალზე.

ჟიზელ კაროლინა ბუნდჰენი 1980 წელს პატარა პროვინციულ ქალაქ ორიზონტინაში, ბრაზილიის სამხრეთ შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულში დაიბადა. მისი წინაპრები იყვნენ გერმანელი ემიგრანტები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დასახლდნენ ბრაზილიაში. ჟიზელი არ არის ერთადერთი ლამაზმანი ბუნდჰენების მრავალშვილიან ოჯახში, მას ტოპ-მოდელის მონაცემების მქონე ხუთი და ჰყავს: რაკელი, გრაციელა, გაბრიელა, პატრისია და რაფაელა. სკოლის პერიოდში ჟიზელი ნაკლებად აქცევდა საკუთარ თავს ყურადღებას, ის სპორტულ კარიერაზე ოცნებობდა და ადგილობრივ ქალ ფრენბურთელთა გუნდ „სოგიპას“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში გამოდიოდა. „მე ვიყავი ყველაზე მაღალი და გამხდარი გოგო ჩემს კლასში, რომელსაც ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ“ – იხსენებდა ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ჟიზელი.

14 წლის ასაკში ჟიზელი მეგობრებთან ერთად სან-პაულუში გაემგზავრა და ამ მოგზაურობამ შემდგომში რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. ის „მაკდონალდსში“ მეგობრებთან ერთად იჯდა, როდესაც მისით სამოდელო სააგენტო „ელიტ მოდელინგის“ აგენტი დაინტერესდა. მან იქვე შესთავაზა მოდელობა ჟიზელს, რაზეც თავაზიანი უარი მიიღო. თავდაპირველად, ჟიზელის მამა იყო უარზე, შემდეგ თვითონ ჟიზელი, რომელიც სერიოზულად აპირებდა ფრენბურთელის კარიერის შექმნას, მაგრამ, როდესაც საქმე-საქმეზე მიდგა და არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა, ჟიზელმა სპორტზე უარი თქვა და სან-პაულუში გადასახლდა, სადაც „ელიტ მოდელინგის“ ოფისი მდებარეობდა. შემდგომში ჟიზელმა აღიარა, რომ მოდელობა მხოლოდ ფულის შოვნის პერსპექტივის გამო აირჩია.

მას შემდეგ ჟიზელის ცხოვრება კარიერული თვალსაზრისით, თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა, დღეს ის „გინესის რეკორდების“ წიგნშია შესული როგორც „ყველაზე მდიდარი სუპერმოდელი მსოფლიოში“. იგი მონაწილეობას იღებდა კამპანიებში, რომლებსაც მსოფლიოში განთქმული სამოდელო სახლები ატარებდნენ: „რალფ ლორანი“, „დოლჩე და გაბანა“, „ვერსაჩე“, „ვალენტინო“, „ჯანფრანკო ფერე“, „ქლოე“ და „სელინე“. რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, ჟიზელი იმ კატეგორიის მოდელებს მიეკუთვნება, რომელთა ნახვა პრიალა ჟურნალების ყდებზე ყველაზე ხშირად შეიძლება, ეს არის: „ვოგი“, „მარი კლერი“, „ჰარპერს ბაზარი“, „არენა“ და უამრავი სხვა.

გასაკვირია, მაგრამ ჟიზელი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „გრემიოს“ თავგადაკლული ქომაგია, სხვადასხვა ტკბილეულის, ტკბილი პოპკორნის, კონსერვირებული ხილის, შოკოლადის და ნაღების ნაყინის დიდი მოყვარული გახლავთ. გასაკვირი კი ის არის, რომ ეს არანაირად არ აისახება მის ფიგურაზე. ჟურნალმა „ვოგმა“ ჯერ კიდევ ჟიზელის კარიერის დასაწყისში მსოფლიოს აუწყა, რომ პოდიუმზე დაბრუნდა ჭეშმარიტად „სექსუალური ფორმების მქონე“ მოდელი, რომელმაც დაამსხვრია „გამხდარი“ ქეით მოსის მიერ შემოტანილი სტერეოტიპი. სხვათა შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია ჟიზელის მკერდთან დაკავშირებით. ბევრი მიიჩნევდა, რომ მოდელს სილიკონის იმპლანტანტები ჰქონდა, მაგრამ თვითონ ჟიზელმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი მკერდი ბუნებრივია. გარდა გარეგნობისა, ჟიზელი საინტერესოა, როგორც საკმაოდ იდუმალი და სასიამოვნოდ მოსაუბრე ადამიანი. „ჰარპერს ბაზარის“ შეფ-რედაქტორი კეიტ ბეთსი ასე ახასიათებს მას: „ის არის უნიკალური ადამიანი და საუცხოო მონაცემები აქვს. ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს ასეთი მოდელი, რომელსაც პოდიუმზეც ეფექტურად შეუძლია გავლა და ამავე დროს არანორმალურ მოწონებასაც იმსახურებს საზოგადოებაში. ჟიზელი შეუდარებელია“.

დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ ჟიზელის კინოკარიერაზე. ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი მონაცემების პატრონს წარმატებული კარიერის გაკეთება შეუძლია ჰოლივუდში. ჟიზელმა ორ ფილმში ითამაშა კიდეც – „ნიუ-იორკის ტაქსი“ და „ეშმაკი ატარებს პრადას“, მაგრამ მსახიობობამ ვერ მოხიბლა. პოდიუმზე გასვლით ის გაცილებით დიდ ჰონორარებს იღებს. ჟიზელი, რომელსაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო არ უყვარს პარიზი, საათში 7 ათას დოლარს იღებს. ეს ხომ საკმარისია, რომ სხვა პროფესიაზე არ იფიქროს?!

მილიონობით მამაკაცის საოცნებო ჟიზელის ბოიფრენდები მილიონობით ქალბატონების საოცნებო მამაკაცები არიან. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა მოდელს სუპერვარსკვლავ ლეონარდო დი კაპრიოსთან ჰქონდა, რომელიც მასზე დაქორწინებასაც კი აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ, დანიშნული ქორწინება ჩაიშალა. სხვადასხვა დროს ჟიზელი მსახიობ ჯოშ ჰარტნეთთან, მულტიმილიონერ ხუან-პაულო დინიცოსთან და მოდელ სკოტ ბარნჰილთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული. 2009 წლის თებერვალში, კი ყველასათვის მოულოდნელად, ჟიზელი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს, ბოსტონის „ნიუ-ინგლენდ პატრიოტსის“ კვოტერბეკს – ტომ ბრედის გაჰყვა ცოლად და იმავე წლის 8 დეკემბერს წყვილს ვაჟიშვილი ეყოლა.

ჟიზელ ბუნდჰენი მოდელობის გარდა ქველმოქმედებითაც არის დაკავებული. ის არის „იუნეპის“ კეთილი ნების ელჩი და ხშირად იღებს მონაწილეობას ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების პროგრამებში. სულ ახლახან ჟიზელი კოპენჰაგენში იმყოფებოდა, სადაც დიდი მსოფლიო ფორუმი გაიმართა გლობალური დათბობის საკითხებთან დაკავშირებით. ჟიზელი საკმაოდ დიდ თანხებს რიცხავს, სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულთა ფონდებში. სულ ახლახან ჰაიტიზე მომხდარი საშინელი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მან 1,5 მილიონი ამერიკული დოლარი გადარიცხა.

დაბოლოს, 2009 წლის შედეგების შეჯამების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჟიზელ ბუნდჰენი 2009 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი და ძვირად ღირებული მოდელია. გასულ წელს მოდელმა 35 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, იმის მიუხედავად, რომ წლის განმავლობაში ფეხმძიმობის გამო უამრავ ჩვენებაზე უარის თქმა მოუწია. ცნობისთვის, მეორე ადგილზე გასულმა ქეით მოსმა, მხოლოდ 7,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


скачать dle 11.3