კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიგო ლადო ბურდულმა ოთხი ცოლის გული და რას არ აჩვევდა ის ქალებს


ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, შესაბამისად არაორდინარულიც, ხელოვანისთვის „საჭირო“ ბევრი უცნაურობაც ახასიათებს: იმის მიუხედავად, რომ საკუთარ ქვეყანაში ასაფრენი ბილიკი არ ჰყოფნის და მთელი ევროპა ფეხშიშველმა მოიარა, სხვაგან არსად რჩება და მშობლიურ ქალაქში ველოსიპედით დადის... ის, ვინც ლადო ბურდულის მუსიკასა და პოეზიას კარგად იცნობს, მის ბევრ ღირსებას აღიარებს. თავად საკუთარ თავს იღბლიანად მიიჩნევს, რადგან ბევრ განსაცდელს გადაურჩა და დღეს უკვე ხელმწიფობის პერსპექტივას ფლობს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უამრავი სიურპრიზის ფონზე, მთელი ცხოვრება საკუთარ ბედს მაინც ისე მისდევს, როგორც ვირი – თივას...


ლადო ბურდული: იღბლიანი ვარ თუ არა?! ან ძალიან იღბლიანი ვარ, ან – ძალიან უიღბლო, თუმცა, საქართველოს მასშტაბით თუ გადავწყვეტთ, ალბათ, მაქვს იღბალი, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ბედს ნიშნავს. ბედს ისე მივდევ, როგორც ვირი – თივას, უფრო სწორად, ბედნიერებას მივდევ ასე. ასეთი ყოფილა ბედი – უნდა მისდიო...

– ის, რომ ცნობილი ადამიანის ოჯახში გაჩნდით, არ იყო კარგი სტარტი ბედნიერი მომავლისთვის?

– ალბათ, მეორედ უნდა დავიბადო და სხვაგან, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ (იცინის). მე არასდროს მისარგებლია მამაჩემის სახელით. უფრო მეტიც, ჩვენ შორის ყოველთვის იყო მამათა და შვილთა ტრადიციული ბრძოლა, რომელიც, საბედნიეროდ, მშვიდობიანად დასრულდა. მართალია, მამაჩემი თავისი ეპოქის რევოლუციონერი იყო, მაგრამ მაინც უფრო ტრადიციული ხასიათი ჰქონდა. ჩემზე უფრო აკურატული და წესიერი კაცი მეორე არ მეგულება, მაგრამ, ჩემს გზას რომ ვიხსენებ, მაინც სულ ანარქისტობა მიწევდა (იცინის). მე დავდიოდი შორტებითა და საყურით ქალაქში, სადაც ბევრს ვიდეო არ ჰქონდა ნანახი. როცა ექსცენტრიკული შვილი გყავს, მამა-შვილის ურთიერთობებში პრობლემები ყოველთვის ჩნდება; ხან რას ეუბნებოდნენ მამას ჩემზე, ხან – რას. ამ ქალაქის ცხოვრებაში მამაჩემს თავისი სივრცე აქვს, მე – ჩემი, საკუთარი. ის, რომ ცნობილი ადამიანის ოჯახში იბადები, ალბათ, ბევრ რამეს განსაზღვრავს. მთელი ჩემი ცხოვრება შემოქმედებით გარემოში ვარსებობ და აქედან გამომდინარე, ქიმიკოსი და პოლიტიკოსი ვერ გავხდებოდი. მომღერლების, მსახიობების წრეში გავიზარდე, რამაც განსაზღვრა ჩემი გზა. 6 წლის ვიყავი, როცა მუსიკაზე შემიყვანეს და სხვაზე არაფერზე არც კი მიფიქრია... ალბათ, მნიშვნელოვანია, ბედმა თუ იღბალმა ნიჭიც დაგაბერტყოს, თუმცა, ცხოვრებაც ბევრ რამეს წყვეტს, ზუსტად გაჩვენებს იმას, რა გინდა და როგორ უნდა გააკეთო ის რაღაც კარგად... 6 წლის ასაკში ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ სიმღერებს არ ვწერდი. მერე, როცა შემოქმედებით გზას ადგები და ყველაფერს შენი სახელი ერქმევა, ეს კიდევ სხვაა, ვიდრე კარგად დაკვრა და კარგი მეხსიერება.

– იმ პერიოდში ბიჭების მუსიკაზე სიარული არცთუ პოპულარული იყო.

– ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. იქიდან მოყოლებული, მაგრად ვევასებოდი გოგონებს, მაგრამ არ ვევასებოდი ბიჭებს. ახლაც ასეა. არც მიცდია, რომ ბიჭების გული მომეგო, არ მიმაჩნდა თბილისელი ბიჭები ჩემს კონკურენტებად, სხვადასხვა „წონით კატეგორიებში“ ვიყავით, მე ძველბიჭური და ხულიგნური რაღაცეები არასდროს მახასიათებდა, სხვა „საარჩევნო ოლქში“ ვიყრიდი კენჭს. აქედან გამომდინარე, ჩემისთანა ხალხი ცოტა იყო და ის ცოტა ხალხი როგორღაც ვიყოფდით ამდენ გოგონას. სულ სპორტზე დავდიოდი – კარატე, ბოქსი, კლასიკური ჭიდაობა იყო ჩემი გატაცება. ამის მიუხედავად, არასდროს მყვარებია ადამიანების დამონება და ძალადობა. ახლაც ვერ ვიტან, როცა ერთი ადამიანი მეორეს იმონებს და თავის ფიზიკურ შესაძლებლობებს იყენებს. მთელი ჩემი შემოქმედება აგებულია ამაზე – „არა – ძალადობას“!..

– მუსიკა და კრივი – ერთად?

– რატომაც არა! კარატე და კრივიც მუსიკაა, ოღონდ, შემოქმედებითად უნდა შეხედოთ. რიტმი მუსიკასაც სჭირდება, კარატესაც და ყველაფერს ამ ცხოვრებაში.

– თქვენ იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, რომელმაც ძალიან ბევრი განსაცდელი გადაიტანა. ზოგმა გაუძლო და გადარჩა, ზოგმა – ვერა, თქვენ ბევრჯერ დაგეხმარათ იღბალი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე? როგორ ფიქრობთ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას გაჩნდით?

– ეს კითხვა მეც ძალიან მაღელვებს. ჩემი თაობის ზურგზე გადაიარა ავღანეთის ომმა, დამოუკიდებლობის დროშის ფრიალმა, ოსეთის და აფხაზეთის ომებმა... იყო დიდი „დიმპიტაური-დამპიტაური“ თავისი კრიმინალით, მხედრიონით, უამრავი უბედურებით. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, შენ ასეთი გარეგნობითა და ცხოვრების „იარკი“ სტილით, ამ ყველაფერს როგორ გადაურჩიო. როცა 16 წლის ასაკში „პრიზივნიკი“ გავხდი, ბებიაჩემის, დარია გრიგორევნას წყალობით გადავურჩი ავღანეთის ომში წასვლას. ბებიამ ფული მოაგროვა და პატარა კორუფციული გარიგება „ჩააწყო“ (იცინის). ჩემი გადარჩენა მეც მიკვირს, ეს, ალბათ, ღვთის ნება იყო. მისი წყალობით ტყვიების წვიმაშიც გავიარე, სნაიპერის ნასროლსაც გადავურჩი და, უბრალოდ, ქუჩაშიც ბევრ ხიფათს დავაღწიე თავი. ძალიან ბევრჯერ წავედი უცხოეთში, იმ დევიზით, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ ვერასდროს ვერ დავრჩი ვერსად – კონცერტები დასრულდებოდა და მოვდიოდი. მე თვითონ არ მქონდა აქედან გაქცევის მუხტი, არ მიყვარს ბრძოლიდან გაქცეული მეფეები. ჩემი შემოქმედების დასაწყისში, მინდოდა, ქართული თანამედროვე მუსიკა შემექმნა იმ მცირე რაოდენობის ქართველებისთვის, რომლებიც ევროპის ნაწილად მიმაჩნია და ვინც ამ მენტალიტეტით დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა. არასდროს მიმღერია არც რუსულ და არც სხვა ენაზე, თუმცა ცდუნებები საკმაოდ იყო. ჩემი აზრით, ადამიანი რა ენაზეც ამბობს „დედას“, „მამას“, „სამშობლოს“, იმ ენაზე უნდა იმღეროს, არ შეიძლება, სხვა ენაზე გააკეთოს არჩევანი და მისი სიმღერა ნაღდი იყოს. როკ-მუსიკა ძალიან გულახდილი და მართალია, უშუალოდ გადმოსცემს იმ განწყობას, რაც მუსიკოსს აქვს და ამის გაკეთება სხვა ენაზე წარმოუდგენელი მგონია. ძალიან გამიმართლა ჩემს უცხოელ კოლეგებში, იმ მუსიკოსებს, ვისთანაც მე „მაჭიდავებდნენ“, უამრავი ალბომი ჰქონდათ ჩაწერილი, ჩემი შემოქმედებიდან კი მხოლოდ „ჩემი მშვენიერი ლედი“ იყო ცნობილი, როცა მე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი. 2006 წელს კანადაში გამოვიდა ჩემი ძალიან ძველი, ანდერგრაუნდის პერიოდის, 80-იანი წლების მუსიკა, ძალიან მიხარია, რომ უცხოელების დიდი ნაწილი, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ჩემი მუსიკით იწყებენ საქართველოს გაცნობას. მათ უკვირთ კიდეც, 80-იან წლებში როგორ იწერებოდა გრანდმუსიკა ქვეყანაში, რომელიც უცხოელებისთვის დაკეტილი იყო.

– თქვენზე ამბობენ, ქალბატონთა შორისაც ძალიან იღბლიანიაო.

– არ დაიჯერებთ, მაგრამ, ძალიან ერთგული ქმარი ვარ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი გოგონა მყავდა. სამი-ოთხი წელი მიცხოვრია ქალთან, მაგრამ, ხელისმოწერისა და ოფიციოზის გარეშე. თუ ეს ცოლად ითვლება, კი ბატონო, ოთხი ცოლი მყავდა, თუმცა, არც ერთი ქალის გულის მოსაგებად ბევრი არაფერი მიკეთებია. ქალის გული როგორ უნდა მომეგო, ხანდახან მარშრუტკის ფული არ მქონდა და, სანამ მომპარავდნენ, ველოსიპედით დავდიოდი ქუჩაში. ალბათ, ჩემი პიროვნება მოსწონდათ ქალებს...

– ფოიერვერკებს არ უწყობდით მათ?

– ვუწყობდი, მაგრამ – ჩემებურს. რესტორანში ხინკლის ბოლო კუდს რომ ქალს პირში ჩაუთხრი – ასე არა, მაგრამ, სანთლებით განათებული ოთახი და რომანტიკული საღამოები, ფრთებიანი ანგელოზებით – რამდენიც გინდა. ქართველი ცოლით დავიწყე და ქართველით დავამთავრე, შუაში იყვნენ უცხოელები, ახლა უკვე ჩავუშვი ღუზა. „გაფრენისა“ და „დაფრენის“ ეტაპები თბილისში მქონდა (იცინის). ქეთისთან შეხვედრამდე მე უფრო მეტ გოგოს ვიგერიებდი, ვიდრე თავად „ვაბამდი“ მათ, თუმცა, მქონდა „მონადირეობის“ პერიოდებიც. ჰოროსკოპით „ლომი“ ვარ და, ასე, „ნადირობაში“ ევროპა ფეხშიშველს მაქვს შემოვლილი. ბოლოს ისე ხდებოდა, რომ ყველა ქალი თავისი ნებით მიდიოდა ჩემგან. ძალიან რთულია ისეთ პიროვნებასთან ცხოვრება, როგორიც მე ვარ. გვიან ხვდებოდნენ, რომ მე სულაც ვერ ვქმნიდი იმას, რაც მათ წარმოდგენაში ოჯახს ნიშნავდა. ერთ-ერთი ქალი, რომელიც ამერიკელი იყო, გადამეკიდა, გინდა თუ არა, ამერიკაში წამოდიო. 40 წელი რომ ამ ქვეყანაში იცხოვრებ, ვერსად ვეღარ წახვალ. ეს, იცი, როგორაა? ერთ ბანკში რომ აგროვო ფული და 40 წლის მერე თქვა: ეს ბანკი ფეხებზე მკიდია, წავალ ახლა სხვა ბანკში შევიტან ფულსო. ეს სიყვარული, განცდები და ემოციებია ჩემი „დანაზოგი“ ამ ბანკში. ამერიკაში წასვლა რომ მდომებოდა, უფრო ადრე წავიდოდი იქ. ახლა ყველაფერი შეიცვალა – თურმე ყველა ასაკს თავისი გატაცებები აქვს, ამდენი ადამიანის გამოსწორება და გზის ჩვენება აღარ მინდა, თან ეკლესიამ მითხრა: ამას ჩვენ უფრო კარგად ვაკეთებთო. უკვე ვფიქრობ, რომ ქეთი ჩემი ბოლო ცოლია, ორი შვილი გვყავს. ღუზები უკვე ისე ჩავუშვი, რომ საღამოობით ბავშვსაც კი ვაძინებ (იცინის).

– აზარტულ თამაშებში გიმართლებთ? ოდესმე რამე მოგიგიათ?

– ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი კაზინოში, აზარტული თამაშები და სიაფანდი მამაკაცური იმიჯები ჩემი არ არის. არც ნარდის თამაში ვიცი, არც კარტის. პინგ-პონგს ვთამაშობდი ხოლმე და „არტეკის“ ჩემპიონიც კი გავხდი. ხუთოსანი ვიყავი ფეხბურთშიც. მხოლოდ ერთხელ ვცადე ბედი გერმანიაში, მანქანა თამაშდებოდა. არც კი ვიცი, ის მანქანა რაში მჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვითამაშე. ერთი ბილეთი ერთი გერმანული მარკა ღირდა, ვერაფერიც ვერ მოვიგე, მას შემდეგ არც ერთ ლატარიაში არ მიცდია ბედი. საერთოდ, ფულთან ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, არასდროს მიტარებია საფულე, ფული ან მაქვს, ან – არა, თუმცა, ამის გამო არ ვნერვიულობ, მაინც კარგად ვცხოვრობ. არ ვარ ხარჯიანი ტიპი: არ ვეწევი სიგარეტს, არ მყავს მანქანა, შესაბამისად, არ მჭირდება ბენზინი, მთავარია გიტარას ჰქონდეს „სტრუნები“ მწყობრში. შემოქმედებას სხვა სიმშვიდე მოაქვს ჩემთვის...

– რა იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც იღბალმა მოგიწყოთ?

– მესამე ქალიშვილი რომ გამიჩნდა. ეს ძალიან, ძალიან გამიხარდა. მაშინვე წარმოვიდგინე ფრაზა: „იყო ერთი ხელმწიფე, ჰყავდა სამი მზეთუნახავი ქალიშვილი“... მე ისეც ვიყავი ხელმწიფე, მაგრამ მესამე ქალიშვილმა ამას ბეჭედი დაუსვა, სულ მინდოდა, მრავალშვილიანი მამა ვყოფილიყავი და, მე მგონი გავხდი, ამაში ძალიან იღბლიანი ვარ (იცინის).


скачать dle 11.3