კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სპეცოპერაციის შემდეგ 120 მილიონი მანეთის ღირებულების განძი საქართველოში დარჩა


გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ქართველმა მილიციელებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომელიც იმთავითვე ბურუსით იყო მოცული და ვარაუდობენ, რომ მისი სულისჩამდგმელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე იყო. გთავაზობთ ფრაგმენტს ოთარ მიქაძის წიგნიდან „საბჭოური საიდუმლოებანი“, რომელშიც ის ამ სპეცოპერაციაზე მოუთხრობს მკითხველს.

1971 წელს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ყველა მის დაწინაურებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ზუსტად არავინ იცოდა, სად გადაიყვანდნენ, რა თქმა უნდა, თავად ედუარდ ამბროსოვიჩის გარდა. იმ პერიოდში მე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო დავალებათა ოფიცერი ვიყავი კაპიტნის ჩინით და პირადად შევარდნაძეს ვექვემდებარებოდი. ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო საიდუმლო ოპერატიული საქმიანობა, რასაც დღეს სპეცოპერაციებს უწოდებენ. ამიტომ ამბროსოვიჩის ნდობით ვსარგებლობდი და, რა თქმა უნდა, სუბორდინაციის დაცვით, მასთან საკმაოდ გულთბილი დამოკიდებულება მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს შევარდნაძემ თავის კაბინეტში დამიბარა, თაბახის ფურცელი მომაწოდა და მითხრა, რომ წამეკითხა. თაბახის ფურცელი ორიგინალის ასლი იყო, რომელიც საიდუმლო პატაკის ფორმით იყო შედგენილი და სახელმწიფო შემნახველი ბანკის მოხელე, ვინმე გურგენ აკოფიანი აწერდა ხელს. პატაკი საკავშირო „კაგებეს“ ფინანსურ განყოფილებაში იყო გაგზავნილი. მასში აკოფიანი წერდა, რომ საქართველოს შემნახველი ბანკის ეგრეთ წოდებულ სარეზერვო სეიფში 120 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასი თვლები იყო მოთავსებული. მისი ინფორმაციით, ეს ძვირფასეულობა რეგისტრირებული კი იყო, მაგრამ საბუთები მათი არსებობის შესახებ ცენტრში არ იყო გაგზავნილი, ანუ მოსკოვში, საკავშირო შემნახველმა ბანკმა არაფერი იცოდა ამის თაობაზე და აკოფიანი სწორედ ამ დაფარულ ინფორმაციას აწვდიდა მათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საკავშირო ბანკი თავისთან გამოითხოვდა ამ ძვირფასეულობას და მოსკოვში შეინახავდნენ. ფორმალურად ამაში საგანგაშო არაფერი იყო, რადგან მაშინ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ვიმყოფებოდით; რეალურად კი, საქართველოს კუთვნილ სიმდიდრეს მოსკოვი წაიღებდა. თავად აკოფიანი საქართველოს ბანკის უფროსი რევიზორი იყო და კარგად იცოდა, თუ რა მარაგი იყო განთავსებული ბანკში. მისი საიდუმლო პატაკის გაგზავნის მცდელობა კი ცენტრისადმი ერთგულების დადასტურებას ნიშნავდა, რის შედეგადაც მას კარიერაში წინსვლის იმედი ჰქონდა.

– რას იტყვი? – მკითხა შევარდნაძემ, როდესაც აკოფიანის საიდუმლო პატაკს გავეცანი.

– რა უნდა ვთქვა? ნამდვილი ნაძირალაა. მოსკოვი თავის რევიზიას გამოგზავნის, ყველაფერს აღნუსხავენ და წაიღებენ. აკოფიანს, ალბათ, დააწინაურებენ, ვიღაც-ვიღაცეებს კი თავებს დააყრევინებენ.

– ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, იმოქმედე, ჯერ კიდევ არის დრო, – მითხრა შევარდნაძემ და კაბინეტიდან გამომაცილა...

მხსნელი გალინა

ბევრი მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა შევარდნაძემ მოსკოვის წინააღმდეგ წასვლა და, საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ეს საქციელი მან პატრიოტული მოსაზრებით ჩაიდინა...

მინისტრის კაბინეტიდან ღრმად ჩაფიქრებული გამოვედი, რადგან, ერთი იყო დავალების მიცემა, მეორე კი – მისი შესრულება. ერთადერთი შანსი, რომ ძვირფასეულობა საქართველოდან არ გასულიყო, იყო ის, რომ ის გადაგვემალა, მაგრამ ასეთი რამ შეუძლებელი იყო, რადგან „კაგებეს“ ფინანსური რევიზორები ბანკის დოკუმენტაციას მოითხოვდნენ და ყველაფერი გამჟღავნდებოდა. იყო ერთი შანსიც, რაც, ფაქტობრივად, განუხორციელებელი ჩანდა: „კაგებეს“ რევიზორებს უნდა დაეწერათ ოფიციალური აქტი, რომ აკოფიანის პატაკი სიცრუე იყო და თავად ავტორი პასუხისგებაში მიცემულიყო. ეს კი თითქმის გამორიცხული იყო, რადგან „კაგებეს“ რევიზორების მოსყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო; თანაც, რჩებოდა აკოფიანის ფაქტორიც, რომელიც, დაპატიმრების შემთხვევაში, შესაბამისი საბუთების გადამოწმებას მოითხოვდა და ყველაფერი გამჟღავნდებოდა. ასე რომ, ასეთ რამეზე არავინ წავიდოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ამოცანა იყო, „კაგებეს“ რევიზორები ჩვენს ნებაზე დაგვეყოლიებინა და აკოფიანიც გაგვენეიტრალებინა...

მოქმედება დაუყოვნებლივ დავიწყეთ – მომავალი ოპერაციის მონახაზი გავაკეთეთ და უკვე ვიცოდით, როგორ გვემოქმედა: თამაშში ისეთი მონაწილე უნდა ჩაგვერთო, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებდა ჩვენი ოპერაციის წარმატებაში. დიდი ფიქრის შემდეგ, ამ მონაწილის ძებნისას, თავად გალინა ბრეჟნევაზე შევაჩერეთ არჩევანი, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ, გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი, გალინა, კაცების დიდი მოყვარული იყო. ამიტომ, დავიბარეთ მისი ერთ-ერთი საყვარელი, თემურ მაჩაბელი, ჩვენი გეგმა გავაცანით და ვთხოვეთ, გალინა ენახა და ეთხოვა მისთვის, რომ ორი-სამი დღით ბიჭვინთაში ჩამოსულიყო დროის გასატარებლად. გალინა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დათანხმდა თემურ მაჩაბელს და ბიჭვინთაში ჩავიდა. ამის პარალელურად, საკავშირო „კაგებედან“ საქართველოში მოვლინებული ორი რევიზორი სოჭში დავსვით და მათ ავტობუსით განაგრძეს გზა თბილისისკენ. ავტობუსმა კი ბიჭვინთაში შეუხვია და, რევიზორები „შემთხვევით“ იმ ნომრის მეზობლად დაბინავდნენ, სადაც გალინა და მაჩაბელი ეძლეოდნენ განცხრომას. მთელი ეს ტრანსპორტთან დაკავშირებული შეფერხებები საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლების ძალებით იქნა განხორციელებული და მასში 30 თანამშრომელი ერთდროულად მონაწილეობდა. ამგვარად, 3 ივლისს ისე მოხდა, რომ „კაგებეს“ ნარკოტიკებით გაბრუებული (ნარკოტიკული საშუალებები ჩვენმა აგენტმა მათ საკვებში შეურია) ორი გალეშილი თანამშრომელი გალინა ბრეჟნევას ნომერში აღმოჩნდა და გენერალური მდივნის ქალიშვილისა და საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის – ჩურბანოვის ცოლთან, ორი საათის განმავლობაში ჯგუფური სექსით იყვნენ დაკავებული, რასაც ოთხი ფარული კამერა აფიქსირებდა... მეორე დღეს გალინა მოსკოვში დაბრუნდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა მოხდა ბიჭვინთაში. „კაგებეს“ რევიზორებს კი პირადად ვეწვიე ნომერში, გადაღებული კადრები ვუჩვენე და ავუხსენი, რომ ლეონიდ ბრეჟნევსა და იური ჩურბანოვს, მსუბუქად რომ ვთქვათ, „არ მოეწონებოდათ“, ეს კადრები რომ ენახათ... „კაგებეს“ რევიზორები მიხვდნენ, რომ ხაფანგში იყვნენ გაბმული და ისე მოიქცნენ, როგორც ჩვენ ვუკარნახეთ: მათ საიდუმლო პატაკს „გურგენ აკოფიანის მონაჩმახი“ უწოდეს და მისი დაპატიმრება მოითხოვეს, მაგრამ, აკოფიანის დაპატიმრება ვერ მოხერხდა, რადგან ის თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს და, სამწუხაროდ, საკუთარ პალატაში თავი ჩამოიხრჩო.


скачать dle 11.3