შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1965 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით, 13-დან 15 საათამდე. ვარ დიასახლისი. ვაპირებ სამუშაოდ წასვლას საბერძნეთში. წარმატებული იქნება თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა და საერთოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი, რომელი – ნაკლებად წარმატებული?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ნორვეგია და საბერძნეთი. მოერიდეთ: ბრაზილიას, ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილს, პანამას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, კორეას, კუნძულ შრი-ლანკას, ფინეთს, ურუგვაის, პაკისტანს, ბანგლადეშს და კუნძულ მალტას.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 11 ნოემბერს, დილის საათებში, რომელ პროფესიებში მელის წარმატება, რომელი ასტროლოგიური ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებასა და კარიერაში და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება?
პასუხი: ასტროლოგიური ქვებიდან თქვენთვის კარგია – ფირუზი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი, ტოპაზი, ზურმუხტი. სასიყვარულო პარტნიორებიდან კარგია მშვილდოსანი, სასწორი, თევზები, კირჩხიბი, ქალწული და თხის რქა. მოერიდეთ ურთიერთობას ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი კარგია: ლიტერატურისა და ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოების და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტის სფერო. ეს თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ უცხოეთის ქვეყნებთან აუცილებელია კონტაქტი.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 27 დეკემბერს, დილის 11-დან 13 საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სასურველი, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი. კარგია ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, იტალია, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი. ეს პროფესიები თქვენთვის მეტად წარმატებული და მისაღებია.