კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კაგებესა“ და „გესტაპოზე“ მჭიდრო დაზვერვის ქსელი „შტაზის“ ჰქონდა


გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საიდუმლო სამსახურის, „შტაზის“ აგენტებს, დასავლეთ ბერლინის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გასაღები ჰქონდათ. ამ გასაღებებს მათ უმზადებდათ ზეინკალი, რომელიც დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა.

1975 წლიდან გერმანელმა ზეინკალმა მნიშვნელოვანი თანხის საფასურად „შტაზთან“ თანამშრომლობა დაიწყო. მაგრამ, ეჭვი რომ არავის გასჩენოდა, მაინც მოკრძალებულად ცხოვრობდა. ის ნებისმიერ გასაღებს აკეთებდა, რომლითაც „შტაზი“ დაინტერესდებოდა. ამ საიდუმლო სამსახურს ჰქონდა ლეგენდარული სასტუმრო „სავოიას“ ყველა სათავსოს, დასავლეთ ბერლინის კომისარიატების, სატელეფონო სადგურების და კომუტატორების ყველა ოთახის გასაღებები და, ამდენად, „შტაზისთვის“ საიდუმლოს არ წარმოადგენდა ნებისმიერი მნიშვნელოვანი პერსონის ან პოლიტიკოსის, დასავლეთის მოკავშირე ჯარების კონტინგენტების მეთაურების არც ერთი საუბარი.

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, გახსნეს ზეინკალ ბერნარდ შ-ს ქმედება და მას 18 თვით პირობითი სასჯელი მიესაჯა.

საუკეთესო წლებში „შტაზისთან“ 274 ათასი ადამიანი თანამშრომლობდა, ხოლო აგენტ-ინფორმატორთა რიცხვი ნახევარ მილიონს აღწევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „შტაზის“ ყოველ აგენტზე 166 მოქალაქე მოდიოდა. ეს უფრო მჭიდრო დაზვერვის ქსელია, ვიდრე ეს „კაგებეს“ ანდა „გესტაპოს“ ჰქონდა.


скачать dle 11.3