კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიდევ ერთი ბავშვი-დედა


ერთი თვის წინ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჯილინის პროვინციის ქალაქ ჩანჩუნში 9 წლის გოგონამ საკეისრო კვეთით, ყოველგვარი გართულებების გარეშე, ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, რომლის წონა 2 კილოგრამი და 750 გრამია. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

გარემოებები, რომელთა შედეგად გოგონა დაორსულდა, უცნობია, მაგრამ მისმა მშობლებმა პოლიციას მაინც მიმართეს. სექსუალური კავშირი ბავშვთან, რომელსაც ჯერ 14 წელი არ შესრულებია, ჩინეთში ძალადობად ითვლება და კანონით ისჯება.

შანხაის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ აბორტების 30 პროცენტი სასკოლო ასაკის პაციენტებზე მოდის.

ჩინელი გოგონა ნამდვილად არ არის გამონაკლისი. პერუში, 1939 წელს ბიჭუნა, წონით 2 კილოგრამი 400 გრამი, რომელსაც ჯერარდო უწოდეს, საკეისრო კვეთის საშუალებით, ქვეყანას მოუვლინა ხუთი წლის ლინა მედინამ. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს მისი მამა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს საკმარისი არგუმენტების არარსებობის გამო. 1957 წელს მეორე პერუელმა გოგონამ 9 წლის ასაკში, 2 კილოგრამი და 500 გრამი წონის ქალიშვილი შობა, ხოლო 2006 წელს 8 წლის გოგონამ ასევე ქალიშვილი გააჩინა, წონით 2 კილოგრამი. 9 წლის გოგონების მშობიარობა დაფიქსირებულია აგრეთვე ტაილანდში, სინგაპურში, რუანდაში და ბრაზილიაში. სულ უფრო ხშირად მშობიარობენ 10-11 წლის ასაკში. 2000 წელს როსტოვის ოლქში ქალიშვილი გააჩინა 8 წლის გოგონამ. ბავშვის მამა 13 წლის ბიჭი აღმოჩნდა.


скачать dle 11.3