კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კატა – სიკვდილის წინასწარმეტყველი


კატა, რომელმაც უშეცდომოდ „იწინასწარმეტყველა“ 50 ადამიანის გარდაცვალება და, ზოგიერთ შემთხვევაში მედიკოსების პროგნოზსაც კი აჯობა, ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, ექიმმა-გერიატრმა, დევიდ დოზამ პირველმა „აღმოუჩინა“ მსოფლიოს. მან ბეწვიან „სიკვდილის ანგელოზს“ და მის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას წიგნიც კი მიუძღვნა.

„ოსკარი“ თავშესაფრიდან ხუთი წლის წინათ, ჯერ კიდევ კნუტი აიყვანეს პროვიდანსის სულიერ ავადმყოფთა რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებისთვის ცოცხალი თერაპევტული დამხმარის „თანამდებობაზე“. ახლა ის ამერიკის შტატ როდ-აილენდის ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს და შენობებში თავისუფლად დასეირნობს, თუმცა ადამიანებთან კონტაქტს ერიდება, გარდა გამონაკლისებისა. ადამიანთა სიკვდილის შეგრძნების თვისება კი მედპერსონალმა ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, როდესაც ოსკარი 6 თვის იყო – კატა სწორედ იმ პაციენტის საწოლთან მოიკალათებდა ხოლმე, რომელსაც სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა დარჩენილი. როგორც პროფესორი დოზა იგონებს, ერთხელ ექიმებმა სამედიცინო მაჩვენებლებით განსაზღვრეს, რომ ერთ-ერთი პაციენტი მალე მოკვდებოდა და თავის პროგნოზში დარწმუნებულებმა, ოსკარი საწოლზე დაუსვეს, მაგრამ კატა იქ არ გაჩერდა და დასაძინებლად სხვა პალატაში, იმ ადამიანთან გადავიდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს უკეთესი იყო. ოსკარი მართალი აღმოჩნდა: მისი „არჩეული“ პაციენტი იმავე დღეს გარდაიცვალა, მედიკოსებისა კი – ორი დღის შემდეგ. ახლა ცენტრის თანამშრომლები პაციენტის ნათესავებს აფრთხილებენ, დააკვირდნენ ოსკარის მოქმედებას. მისი „ხედვა“ იმდენად ზუსტია, რომ მაშინაც კი, როდესაც მომაკვდავის ოთახის კარი დაკეტილია, იგი მას ფხაჭნის და არ მოეშვება, სანამ არ გაუღებენ.

დოქტორი დოზა წიგნში არ იძლევა კატის ფენომენის მეცნიერულ ახსნას, თუმცა, განმარტავს, რომ, შესაძლოა, კატა შეიგრძნობს რაიმე ფერომონებს, ანდა ადამიანის მკვდარი ქსოვილების ბიოქიმიურ „სუნს“.


скачать dle 11.3