ანეგდოტები
***
ცოლ-ქმარი გაიყარა. სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და ხანდახან ტელეფონით მოიკითხავენ ხოლმე ერთმანეთს. ბოლოს, გადაწყვიტეს, ისევ შეუღლდნენ. ქალი უკვე გასამგზავრებლად მოემზადა და ქმარს ურეკავს, ჩასვლის დრო უნდა შეატყობინოს. ქმარი კი, ისე, სხვათა შორის, ეკითხება:
– მანდ როგორი იყავი კაცებთან დამოკიდებულებაში?
– აჰ, ისეთი არაფერი, როგორც შენ...
პაუზის შემდეგ ქმარი ეუბნება:
– იცი, რა, თუ ეგრეა საქმე, ჯობია, არ ჩამოხვიდე, აქაური კახპებიც მეყოფა...
***
ტიპი ორი უზარმაზარი ჩემოდნით მიადგა საბაჟოს.
– რა გაქვთ ჩემოდანში? – ეკითხებიან.
– ერთდოლარიანებითაა სავსე.
– შეგიძლიათ, აგვიხსნათ, საიდან გაქვთ ამდენი ფული და, თანაც, ყველა ერთდოლარიანი?
– იცით, წლების განმავლობაში ამერიკაში ვცხოვრობდი, სულ ვმოგზაურობდი, ქვეყნის ყველა ტუალეტი მაქვს მოვლილი. შევიდოდი და უნიტაზთან მისულებს ვთხოვდი: დამეხმარეთ ერთი დოლარით, თორემ მე თქვენ კვერცხებს ამოგაცლით...
გაოცებულმა მებაჟემ, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა და სიცილით ჰკითხა:
– მეორე ჩემოდანში რაღა გაქვთ?
– იცით რა, ჩემს ნათქვამს ყველა ვერ აღიქვამდა სერიოზულად...