ანეგდოტები
***
განცხადება:
„ვინც ჩვენთან თხილამურებს იყიდის, უფასოდ მიიღებს „კასტილებს“.
***
სტალინი სტუმრად ერთ-ერთ სკოლაშია და მშვიდობის გაკვეთილს ატარებს. ხედავს, რომ ბავშვებმა მოიწყინეს, საერთოდ არ უსმენენ მის მონოლოგს და გადაწყვიტა, დიალოგი გამართოს:
– ვინმეს ჩემთან შეკითხვა ხომ არ აქვს?
დგება პეტია და მიმართავს:
– მე თქვენთან სამი კითხვა მაქვს:
1) ვინ მოკლა ამხანაგი კიროვი;
2) რატომ არის ქვეყანაში ამდენი ღატაკი;
3) რატომ ირღვევა ქვეყანაში ადამიანის უფლებები.
სტალინი ანერვიულდა, თუმცა, არ შეიმჩნია და ამ დროს ზარიც დაირეკა.
მეორე გაკვეთილზე სტალინი მომზადებული შევიდა და ბავშვებს ეკითხება:
– აბა, კიდევ ვის აქვს ჩემთან შეკითხვები?
ამჯერად ვოვაჩკა დგება ფეხზე.
– მე ხუთი კითხვა მაქვს:
1) ვინ მოკლა ამხანაგი კიროვი;
2) რატომ არის ქვეყანაში ამდენი ღატაკი;
3) რატომ ირღვევა ქვეყანაში ადამიანის უფლებები;
4) რატომ დაირეკა გაკვეთილის დამთავრების ზარი 20 წუთით ადრე;
5) სად არის პეტია...