კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებს ესტონელი დეიდა თბილისში, ლოტკინის მთაზე და დაკარგა თუ არა ქართველმა გოგონამ თავისი ესტონური ფესვები


78 წლის ჰერტა პევგოგენი ეძებს: 55 წლის ოლღა (ოლია) გრიგორის ასულ გელიტაშვილს.

ისტორია: ვეძებ დისშვილს: 55 წლის ოლღა (ოლია) გრიგორის ასულ გელიტაშვილს. ჩემი და საიმა პევგოგენი 1954 წელს გათხოვდა და საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. 1955 წლის სექტემბერში მას შეეძინა გოგონა, ოლია. საიმას მეუღლეს სახელად გრიგორი ერქვა და იმ დროს (დაახლოებით 1954-1956 წლებში) ისინი ლოტკინის მთაზე, ასურეთის (შესაძლებელია არასწორად მახსოვს და აზურეთი ეწოდება) ქუჩაზე ცხოვრობდნენ. საიმა ესტონეთში გარდაიცვალა, მისი შვილი ოლია კი საქართველოში, მამის ოჯახში დარჩა. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინეთ იგი, ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცია. არ არის გამორიცხული, რომ ოლიამ დღემდე არ იცოდეს თავისი ესტონური ფესვების შესახებ, თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ. დამოუკიდებელმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო და ამჟამად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქნებ ფოტოსურათებით მაინც იცნოს მკითხველმა რომელიმე მათგანი და ეს ისტორიაც კარგად დასრულდეს.

– ჰერტა, ვიცი, რომ უკვე მესამე წელია, ეძებთ თქვენს დისშვილს. გვიამბეთ თქვენი დაშორების ისტორია, როგორ მოხვდა თქვენი და საქართველოში და რა ინფორმაციას ფლობთ მისი ოჯახის შესახებ, სად შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად ოლღა?

– ჩემს დას, საიმა პევგოგენს, უზომოდ შეუყვარდა ქართველი მეზღვაური, გრიგორი გელიტაშვილი, რომელიც სამხედრო იყო და ესტონეთში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ გრიგორი და საიმა ერთად წავიდნენ საქართველოში, ქალაქ თბილისში, სადაც გრიგორის მშობლები ჰყავდა. 1955 წლის სექტემბერში მათ შეეძინათ გოგონა, რომელსაც ოლღა (ოლია) დაარქვეს. მშობიარობის შემდეგ ჩემი და მძიმედ დაავადდა და დედაჩვენმა მისი ესტონეთში წამოყვანა გადაწყვიტა. საიმა ესტონეთში უნდა ყოფილიყო, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდებოდა, შემდეგ კი ის ისევ თავის ახალშექმნილ ოჯახს უნდა დაბრუნებოდა, სამწუხაროდ, საიმა ვეღარ გამოჯანმრთელდა (ტირის), იგი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჩვენ ოლიას შესახებ არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაინტერესებდა და გვადარდებდა გოგონას ამბავი, მაგრამ, საიმას სიკვდილმა იმდენად ცუდად იმოქმედა ჩვენზე, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში თითქოს გადაგვავიწყდა კიდეც საქართველოში მცხოვრები ბავშვი. ოლღა მამის ოჯახში იზრდებოდა. ჩემი სიძის შესახებ ის ვიცით, რომ ჰყავდა და-ძმა და მის დას, თუ არ ვცდები, ელიკო ერქვა. ძმის სახელი არ ვიცით, სამაგიეროდ, გვაქვს ფოტო, რომელზეც გრიგორი თავის ძმასთან ერთადაა. ჩემი დისშვილის მოძებნა დამოუკიდებლად ვერ შევძელი და დიდი იმედი გვაქვს მეც და ჩემს ნათესაობასაც, რომ მის პოვნაში თქვენი რუბრიკა დაგვეხმარება.

– რა გზებით ეძებდით ოლღას და, თქვენი აზრით, შეიძლება, ის ამჟამადაც ლოტკინის მთაზე ცხოვრობდეს?

– თავდაპირველად მე მივმართე საქართველოს საელჩოს ესტონეთში – მათ მივწერე წერილი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია, შემდეგ გამომეხმაურნენ „ჟდი მენიას“ ნებაყოფლობითი დამხმარეები, რომლებმაც მისწერეს და მონახეს უამრავი მოგვარე, მაგრამ მათგან არც ერთი არ გამოდგა გრიგორი გელიტაშვილის ნათესავი. როგორც მახსოვს, ლოტკინის მთა ნაძალადევის რაიონს ეკუთვნის. იმ დროს, როდესაც ჩემი და იქ ცხოვრობდა, სრული მისამართი ასეთი იყო: თბილისი – ლენინის რაიონი, ლოტკინის მთა, ასურეთის ქუჩა. სამწუხაროდ, სახლის ნომერი არ მახსოვს. ვიცი, რომ იქ კერძო სახლებია და, ასე თუ ისე, შეიძლება იყვნენ ძველი მოსახლეებიც, ვისაც შეიძლება ახსოვდეს ჩემი და, ან, იცოდნენ რაიმე ოლიას შესახებ. შეიძლება, დედის გარდაცვალების შემდეგ გოგონა ბავშვთა სახლში მოხვედრილიყო ან სხვა ოჯახს ეშვილებინა. სამწუხაროდ, ნამდვილად არ ვიცით, რა ბედი ეწია ოლიას. ყველაზე ძვირფასი ხელმოსაკიდი, რაც კი ამ ისტორიასთან დაკავშირებით გაგვაჩნია და რისი დიდი იმედიც გვაქვს, არის სამი ფოტო, რომლებსაც, 55 წელია, ვინახავ: ერთ ფოტოზე არიან საიმა და გრიგორი; მეორე ფოტოზე – გრიგორი, დედამისი და ჩემი და; მესამეზე კი – გრიგორი თავის ძმასთან ერთად. ხომ შეიძლება, ოლღა სწორედ ამ ფოტოებით მიხვდეს, რომ ჩვენ მას ვეძებთ? ან, იქნებ, თქვენმა მკითხველმა გამოიჩინოს გულისხმიერება და, თუკი ვინმემ რაიმე იცის მათ შესახებ დაგვიკავშირდნენ (ტირის).

– გამოდის, ოლღა თქვენი გარდაცვლილი დის ერთადერთი შვილია, რომელიც თქვენ არასდროს გინახავთ. როგორ ფიქრობთ, სასწაულის მოხდენის შემთხვევაში, სად და როგორ მოხდება თქვენი ერთმანეთთან შეხვედრა.

– ძალიან მინდა, ოლღამ გაიგოს თავისი ფესვების შესახებ, დედა არც კი ეხსომება, რადგან მაშინ თვეების იყო. უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი, რას არ დავთმობდი, ის რომ მეპოვა (ტირის). ოლია საიმას ერთადერთი შვილია, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობა არასდროს გვქონია. მე მისთვის მართლაც ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი...


скачать dle 11.3