კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აბრამოვიჩის მეგობარი ქალბატონი ჰოლივუდელია


რუსი ოლიგარქის, ალექსანდრ ჟუკოვის ქალიშვილმა და მსოფლიოში ცნობილი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის მეგობარმა ქალბატონმა – დარია ჟუკოვამ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის გორაკებზე, სახლი 19,5 მილიონ დოლარად იყიდა. ტოსკანურ სტილში აგებული ნაგებობის საერთო ფართობი 9 700 კვადრატული მეტრია. მასში 6 საძინებელი ოთახი, 8 აბაზანა, აუზი, საბილიარდო, კინოდარბაზი და მარანია განთავსებული. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ დარია ჟუკოვას აბრამოვიჩისგან ვაჟი – აარონ ალექსანდრი შეეძინა. რუსი მილიარდერის მეგობარმა ქალბატონმა სწორედ ლოს-ანჯელესში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში იმშობიარა. ერთ-ერთმა წყარომ, წყვილის გარემოცვიდან, განაცხადა, რომ დარია ჟუკოვა დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში და ამიტომაც იმშობიარა ამ ქალაქში. როგორც ჩანს, ჟუკოვამ გადაწყვიტა, უფრო მეტად დაკავშირებოდა „ანგელოზების ქალაქს“ და იქ გამორჩეული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. მიუხედავად ლოს-ანჯელესისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა, რომან აბრამოვიჩმა და დარია ჟუკოვამ ვაჟის დაბადება და ახალი წელი აღნიშნეს არა ამ ქალაქში, არამედ რუსი მილიარდერის მიერ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მილიარდერთა კუნძულ სენტ-ბარტელმიზე 89 მილიონ დოლარად შეძენილ სასახლეში, რომელიც მანამდე როკფელერების ცნობილი დინასტიის შთამომავალს, დევიდ როკფელერს ეკუთვნოდა. ეს სასახლე მეექვსეა იმ სახლებს შორის, რომელიც 43 წლის ოლიგარქმა რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიძინა.


скачать dle 11.3