კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბედი ეწია პროფესორს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ბელადის გაკვეთაში


ოფიციალური ვერსიით, ზესახელმწიფოს ერთპიროვნული ლიდერი იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს 21 საათსა და 50 წუთზე გარდაიცვალა.

მოარული ხმების თანახმად, იმ დღეებში საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი კლემენტ გიტვალდი. მას თავისი ხელით მოუწმენდია გარდაცვლილი სტალინისთვის დუჟი და ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაუდევს. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ასე თავისი პროფესიიდან გამომდინარე მოიქცა, ის ხომ ექიმი იყო. როგორც სჩანს, პროფესიონალური ალღოთი მას ეჭვი აღეძრა იოსებ სტალინის სიკვდილის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური ბიულეტენისადმი.

კლემენტ გიტვალდი იმავე წლის 11 მარტს გაემგზავრა მოსკოვიდან შინ, პრაღაში. 14 მარტს, ანუ სამი დღის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი კლემენტ გიტვალდი ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დღის 11 საათზე გარდაიცვალა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ის უგრძნობელ მდგომარეობაში იყო, დარღვეული ჰქონდა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა. აღნიშნულ ცნობას ხელს აწერდნენ აკადემიკოსი ბაკულევი, პროფესორი მარკოვი და მოსკოვიდან საგანგებოდ ჩასული სხვა ექიმები.

დიდი ბელადის იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან სამი-ოთხი თვის თავზე ლავრენტი ბერიაც სტალინის გზას გაუყენეს. დანარჩენებს ეშინოდათ და თანაც, სურდათ მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებანი ლავრენტი პავლეს ძისთვის დაებრალებინათ.

ამ დღიდან მოყოლებული მოვლენები ისე ვითარდებოდა, ვინც კი რამე იცოდა იოსებ ჯუღაშვილის მოულოდნელი და უეცარი სიკვდილის შესახებ, ან „იღუპებოდა“ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ანდა „თვითმკვლელობით“ ასრულებდა სიცოცხლეს.

დღემდე ბურუსით მოსილი და პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა მოხდა რეალურად და რა ვითარებაში დაიღუპა იოსებ სტალინი. მრავალი მკვლევარი, ისტორიკოსი, თუ მოყვარული გვთავაზობს საკუთარ ვერსიას და კიდევ უფრო ბევრი წიგნი მიეძღვნა ამ კითხვას, რომელიც წლების დინების მიუხედავად ყოველთვის ერთნაირად საინტერესოა საზოგადოებისთვის. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში რუსეთში გამოიცა მკვლევარისა და ისტორიკოსის იური მუხინის წიგნი: „სტალინისა და ბერიას მკვლელობა“. ავტორი მასში ისტორიულ-სამეცნიერო გამოკვლევას წარმოადგენს. იგი ეყრდნობა უამრავ დოკუმენტურ მასალას, ფაქტებს და არგუმენტირებულად გვთავაზობს საკუთარ შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

1953 წლის 28 თებერვლის საღამოდან 1 მარტის დილამდე სტალინთან კუნცევოს აგარაკზე სტუმრად იმყოფებოდნენ: ბერია, მალენკოვი, ბულგანინი და ხრუშჩოვი. მათ ერთად ივახშმეს, რის შემდეგაც წინასწარ განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელთა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ ორშაბათს, ანუ 2 მარტს კრემლში საკავშირო ცეკას პრეზიდიუმის სხდომაზე. განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების გაერთიანება ერთ სამინისტროდ.

იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი – კრუგლოვი, ხოლო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იგნატიევი იყო. ბელადი, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის მუშაობით იყო უკმაყოფილო. ჯუღაშვილის წინადადებით, გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად ბერია უნდა დანიშნულიყო, ხოლო მის მოადგილეებად – სეროვი და კრუგლოვი. სტალინის საუბრიდან ისიც გაირკვა, რომ იგნატიევი, სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო, არა მხოლოდ თანამდებობიდან იქნებოდა მოხსნილი, არამედ მისი მომავალიც გაურკვეველი იყო.

აღსანიშნავია, რომ 1927 წლიდან მოყოლებული სტალინის პირადი დაცვის უფროსი იყო ვლასიკი, რომელიც შემდგომ გენერალ-მაიორის რანგში მთელი სამთავრობო დაცვის ხელმძღვანელი გახდა. სტალინის დაღუპვამდე ერთი წლით ადრე იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს და გისოსებს მიღმა გამოკეტეს. მუხინის აზრით, ამ ფაქტის შემდეგ იწყება სტალინის წინააღმდეგ ფარული შეთქმულებისთვის მზადება. ამას ნათელს ისიც ხდის, რომ 1953 წლის 28 თებერვალს ვლასიკის მოვალეობას თვით უშიშროების მინისტრი იგნატიევი ასრულებს.

2 მარტს დანიშნული სხდომა არ ჩატარდა, ვინაიდან ქვეყნის ბელადს 1 მარტს, მოულოდნელად ინსულტი დაემართა. მხოლოდ 2 მარტს, დილის 9 საათზე გახდა ცნობილი, რომ სტალინი უგრძნობლად იწვა იატაკზე. მისი დაცვის წევრებმა ის დივანზე დააწვინეს. ავადმყოფ ბელადთან ექიმები ძალზე დაგვიანებით გამოიძახეს, მაგრამ მათი მცდელობის მიუხედავად იოსებ სტალინი იმ დღესვე, გრძნობაზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ალბათ, საინტერესოა, თუ რას წერს ცნობილი ექიმი-თერაპევტი მიასნიკოვი, მის მიერ მოგვიანებით, 1989 წელს გამოქვეყნებულ, მოგონებებში. მისი თქმით, 1953 წლის 2 მარტს, საღამოს კუნცევოში სტალინის აგარაკზე გამოიძახეს პროფესორი მიასნიკოვი, ნევროპათოლოგები კონოვალიოვი და ტარეევი. ადგილზე მისულებს დახვდნენ: საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის მინისტრი ტრეტიაკოვი, პროფესორი ლუკომსკი, პროფესორი ტრაჩოვი, ფილიმონოვი და დოცენტი ივანოვ-ნეზმანოვი. ჯანმრთელობის მინისტრმა მათ აცნობა, რომ გასულ ღამეს სტალინს ტვინში სისხლი ჩაექცა, რის შედეგადაც ბელადმა დაკარგა ცნობიერება, მეტყველება და აქვს მარჯვენა ხელის და ფეხის დამბლა.

წინა დღით, იოსებ სტალინი თავის კაბინეტში გვიან ღამემდე მუშაობდა. ღამის 3 საათზე დაცვის მორიგე ოფიცერმა დაინახა, რომ ის მაგიდასთან იჯდა. მთელი ღამე ოთახში სინათლე ენთო. კაბინეტში იდგა დივანი, რომელზეც სტალინი ხშირად ისვენებდა. დილის 7 საათისთვის მცველმა ისევ შეიხედა ბელადის კაბინეტში და დაინახა, მაგიდასა და დივანს შორის სტალინი გაშხლართულიყო. მას გრძნობა დაკარგული ჰქონდა. სტალინი დივანზე დააწვინეს, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდა.

ექიმთა დიაგნოზი ასეთი იყო: ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის ნიადაგზე მოხდა ჩაქცევა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში.

3 მარტს მალენკოვის კითხვაზე, თუ როგორი იყო მათი პროგნოზი, კონსილიუმმა უპასუხა, რომ სტალინის სიკვდილი გარდაუვალია. მალენკოვმა მათ აგრძნობინა, რომ თუ სამედიცინო ღონისძიებებით ვერ შესძლებდნენ ბელადის სიცოცხლის შენარჩუნებას, მაშინ გარკვეული დროით უნდა გაეხანგრძლივებინათ საბჭოთა ბელადის სიცოცხლე. ექიმები მიხვდნენ, რომ მათ საჭირო ფონი უნდა შეექმნათ – მოეგოთ დრო მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბებამდე და რაც მთავარია, მოეხდინათ საზოგადოებრივი აზრის თანდათანობითი შეგუება სტალინის სიკვდილთან.

4 მარტს ექიმებმა სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი ბიულეტინი შეადგინეს, სადაც მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა ეწერა: „ტარდება მთელი რიგი თერაპიული ღონისძიებანი მიმართული ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის აღსადგენად“. რაც, ბუნებრივია, განკუთვნილი იყო ქვეყნისა და ხალხის დასაწყნარებლად. ამასთან ერთად, საკავშირო ცეკას ყველა წევრს გაუგზავნეს სასწრაფო გამოძახება მოსკოვში ჩასასვლელად. აღსანიშნავია, რომ გამოძახებისთანავე მოსკოვში ჩავიდა საქართველოს კპცკ-ს პირველი მდივანი აკაკი მგელაძე, რომელმაც თან ჩაიყვანა ცნობილი ქართველი თერაპევტი პროფესორი ნიკოლოზ ყიფშიძე. თუმცა, მათი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ისინი სტალინთან არ შეუშვეს.

5 მარტს საზოგადოებას აცნობეს ბელადის გარდაცვალების ამბავი.

ამ დღიდან დაიწყო არნახული რეპრესიები. სტალინის პირადი მცველი ხრუსტალიოვი მალე მოკლეს. ბუნებრივიცაა, მან ბევრი რამ უწყოდა. კიდევ ორმა მცველმა სიცოცხლე „თვითმკვლელობით“ დაასრულა, ხოლო ყველა დანარჩენი დაცვის წევრი მოსკოვიდან გადაასახლეს. ამის შემდეგ, „უეცრად“ გარდაიცვალა პროფესორი რუსკოვი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დიდი ბელადის სხეულის გაკვეთაში. გააუქმეს კრემლის სამკურნალო სამმართველო, ხოლო მისი უფროსი პერინი დააპატიმრეს. თანამდებობა დაატოვებინეს საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის იმდროინდელ მინისტრს ტრეტიაკოვს და ორ ექიმთან ერთად ვორკუტაში გადაასახლეს, სადაც მათ სამსახური „მოუძებნეს“ და ყოფილი მინისტრი მსჯავრდებულთა ბანაკის საავადმყოფოს მთავარ ექიმად დანიშნეს. ყველა ეს პიროვნებები საშიში იყო ხრუშჩოვისა და მის მიერ ორგანიზებული შეთქმულების მონაწილეებისთვის.

იური მუხინის დასკვნა ასეთია: იოსებ ბესარიონის ძე სტალინის უშუალო მკვლელებად ითვლებიან: ხრუშჩოვი, იგნატიევი და ჯერჯერობით ვიღაც უცნობი ექიმი. ნიკიტა ხრუშჩოვი ამ ფარული შეთქმულების უშუალო ხელმძღვანელი იყო. იგნატიევი წყვეტდა ჯუღაშვილის მკვლელობის ორგანიზაციულ საკითხებს, ხოლო უცნობმა ექიმმა დააჩქარა საბჭოთა ბელადის სიკვდილი.



იგორ კვესელავას მასალების მიხედვით


скачать dle 11.3