კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა ქოროლა“, რომელიც ელექტრო „ფულ-სისტემებითაა“ აღჭურვილი. მიუხედავად ამისა, ერთ მომენტში კარგად მაინც ვერ იმუშავა: ოდნავ ნაწვიმარზე მოსახვევში საჭე მოვატრიალე და ავტომობილი საერთოდ არ დამემორჩილა. იმასაც კი ვფიქრობ, საჭე საერთოდ ხომ არ მოწყდა-მეთქი. ასეთი რამ შესაძლებელია? ავტომობილი საშინლად დაზიანდა, საჭე მოხვევაზე მაინც რეაგირებდა. მოკლედ, საჭემ არ მოუხვია, გზიდან გადავვარდი და ავტომობილი დავამტვრიე. რატომ მოხდა ეს? შესაძლებელია, რომ ელექტრონულ სისტემას რაიმე არეოდა ან შეშლოდა, რადგან ელემენტარულად საჭის მოხვევაც ვერ უზრუნველყო?

პასუხი: ასეთი შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია და ზუსტად გეტყვით, ამ დროს რა მოხდა: ჯერ ერთი, დანამული გზა გაცილებით იმაზე საშიშია, ვიდრე კარგად დასველებული. საკმაოდ მტვრიან ქვეყანაში ვცხოვრობთ და გზაზე, ოდნავ დასველების შემთხვევაში, ეს მტვერი თხელ, სლიპინა ზედაპირად იქცევა, რომელზეც საბურავი ძალიან ცუდად ეჭიდება; მეორე – ვინაიდან სველი გზა თქვენ წინ უცებ გამოჩნდა, თქვენი საჭის მოხვევა, შიშიდან და პანიკიდან გამომდინარე ძალიან მკვეთრი აღმოჩნდა, იმასთან შედარებით, რაც იმ კონკრეტული მოსახვევისთვის იყო საჭირო. როდესაც სველ ზედაპირზე აღმოჩნდით, მანქანა ნებისმიერ შემთხვევაში გაცურდებოდა. ამ სიჩქარეზე მშრალი გზის შემთხვევაშიც კი მაღალი იყო მოცურების ალბათობა. საჭის მკვეთრმა მოხვევამ კი მაპროვოცირებლად იმოქმედა. ამ დროს მოხვევის დამატება ნიშნავდა, რომ საბურავს არ მივეცით მოდების საშუალება, პირიქით ერთგვარად დავბლოკეთ კიდეც. ჩვენ ასეთ სიტუაციაში საჭის გასწორება უნდა ვცადოთ, რათა მან, ადრე თუ გვიან, კვალი იპოვოს და გზაზე დარჩეს. რაც შეეხება ელექტრულ სისტემას, ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაც ქმედებებს ვახორციელებთ, კომპიუტერის აზრით კი ეს ქმედებები მცდარია – ის სენსორებით ცდილობს მათ გამოსწორებას. ამ შემთხვევაში ავტომობილი ვერაფრის გააზრებას ვერ მოახერხებდა, მან მხოლოდ ის აღიქვა, რომ მართვა დაკარგა. ამ დროს დამუხრუჭებაც კი ვერაფერს მოგცემდათ. ანუ ელექტრული სისტემა ვერაფერს უშველიდა, პირიქით, გაგიუარესებდათ მდგომარეობას. დასკვნა: ჩვენ უნდა ვიაროთ ისე, რის საშუალებასაც იმ მომენტში ჩვენი ავტომობილი, საბურავი და გზის საფარი გვაძლევს. არ არსებობს მეხსიერებით გავლილი მოსახვევი. ნებისმიერი მოსახვევი განსხვავებულია, როდესაც მას ხელახლა გავდივართ.


скачать dle 11.3