„თბილისელების“ სამზარეულო
ქათმის ფილე ესპანურად
საჭირო ინგრედიენტებია: 2 ნაჭერი ქათმის ფილე, ერთი მესამედი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 150 გრამი ლორი, 70 გრამი მაიონეზი, 200 გრამი მაგარი ყველი, 20 გრამი მწვანე ხახვი, ცოტა შავი პილპილი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე გარეცხეთ, შეაშრეთ. ცოტა დაბეგვეთ და წაუსვით შავი პილპილი. მოაყარეთ მუსკატის კაკალი, შეწვით ცხელ ზეთში ორივე მხრიდან. შეახვიეთ ფოლგაში და შეინახეთ თბილ ადგილას. ბულგარული წიწაკა დაჭერით თხელ რგოლებად. ლორი დაჭერით კუბიკებად და აურიეთ მაიონეზში. ყველი გახეხეთ. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით. ფილეს წაუსვით მაიონეზი ბეკონით. მოაყარეთ მწვანე ხახვი, გახეხილი ყველი და გადაკეცეთ. შეკარით ჩხირით და მოათავსეთ 15 წუთით ჰაერღუმელში. მოაყარეთ ბულგარული წიწაკა.