კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 „ნიტა“ ჩემი ჰაერი და სახლია!

ჰარმონია, კომფორტი, ხარისხი და ხელმისაწვდომობა – ეს „ნიტას“ სამარკო ნიშნებია. უკვე 4 წელიწადია, რაც ბაზარზეა და დიდი სახლის პატარა დიასახლისი გახდა. „ავეჯის დედოფლად“ აღიარებული კომპანია თითქმის ყველა გემოვნების მყიდველზეა გათვლილი და ორიენტირებული. მის დირექტორს, ქალბატონ მირანდა ხეცურიანს, გარდა ასეთი ბიზნესმიღწევებისა, საზოგადოებაში ქველმოქმედი ქალბატონის სახელით იცნობენ. ამაზე ლაპარაკი არ უყვარს, სამაგიეროდ, დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს ბრენდის მიღწევებსა და პრიორიტეტებზე. სწორედ, მის ამგვარ ენთუზიაზმსა და თანამშრომლებთან ურთიერთობებშია კომპანიის მზარდი წარმატების რეცეპტიც.
– ქალბატონო მირანდა, ქართულ ბაზარზე „ნიტამ“ უკვე მოიპოვა „ავეჯის დედოფლის“ ტიტული. ადრე ამ საქმიანობას, რატომღაც, მამაკაცურ ბიზნესად მიიჩნევდნენ. თქვენ დაამსხვრიეთ ეს სტიგმა და ძლიერ მოთამაშედ წარსდექით. რა არის აუცილებელი ბიზნესში წარმატებისთვის?
– გეთანხმებით, თამამი ნაბიჯი იყო. თუმცა, ეს გზა მარტივი არ ყოფილა. უამრავი წინაღობა და სირთულე შეგვხვდა. განსაკუთრებით, რაც რეგიონიდან დედაქალაქში გადმოვედით და ქსელი გავაფართოვეთ, ყველა დეტალის გათვლა მიწევდა, რა არის მომგებიანი მარკეტინგულად, რა წესებს ითხოვდა ეს ბაზარი. ბიზნესს ყოველთვის ხელოვნების დონეზე ვუყურებ და ავეჯის ინტერიერი ჩემთვის
სილამაზისა და კომფორტის ჰარმონიაა. ჰარმონიის შექმნა მარტივი არ არის, ხომ?! ამიტომ, სწორედ, ამ კუთხით ვუყურებდი ყველა დეტალს – დაწყებული ასორტიმენტის შერჩევიდან შოუ-რუმების განლაგებით დამთავრებული. მგონია, რომ ეს ყველაფერი ქალებს უფრო ლამაზად გამოგვდის, შინაგანად მოგვდევს ესთეტიკის აღქმა. პლუს – შეთავაზების მარკეტინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქართველი მომხმარებლისთვის.
– „ნიტას“ სახლი 4 წელია, რაც ბაზარზეა. თქვენს მეუღლესთან ერთად, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეთ.
– მართალს ბრძანებთ. მაგრამ ჩემი მეუღლე, კახაბერ ლევიძე უკვე 24 წელიწადია, რაც ავეჯის სფეროში მუშაობს. კარგი მარცვალი ჩააგდო და კარგი ნაყოფი მივიღეთ. როცა გადავწყვიტე, ამ ბიზნესში უკვე პრემიუმ-ხაზით შემოვსულიყავი, ჩემი მეუღლე მედგა გვერდით. „ნიტასთან“ ერთად გავიზარდე მეც. პროფესიით ფარმაცევტი ვარ და ჩემთვის ეს სრულიად უცხო სფერო იყო. ახლა ყველაფერი უკვე ისეა დალაგებული, რომ „ნიტას“ გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. თქვენ მკითხეთ, ბიზნესისთვის რა არის აუცილებელიო და გეტყვით: მაქსიმალისტი უნდა იყო საქმისადმიც და საკუთარი თავისადმიც. ყოველთვის უნდა ფიქრობდე – აუცილებლად გამომივა! „ნიტა“ ჩემთვის არის ჰაერი, წყალი, ენერგია! ბიზნესი და „ნიტა“ ერთი და იგივეა ჩემთვის! ის ჩემი ნაწილია. როგორც ჩემი შვილიშვილი ნიტა არის ჩემი სისხლი და ხორცი, ასეთივე მიდგომით ვარ კომპანია „ნიტასადმიც“.
– როდესაც მოლაპარაკებებზე ქალი მიდიოდით, თავიდან ცოტა უხერხულობა, თითქოს უნდობლობა არ გიგრძნიათ?
– რა თქმა უნდა, თავისებური დისკომფორტი იყო, თუმცა კახასთან ერთად დავდიოდი მოლაპარაკებებზე და მთავარი ხერხემალიც ჩემი მეუღლე იყო. მაგრამ
მოლაპარაკებების დროს, დიზაინზე, ხარისხსა და გემოვნებაზე როცა მიდგებოდა საქმე, ამის მაქსიმუმზე მე ვიწყებდი საუბარს. თავიდან ადვილი არ იყო, უცხოური პრემიუმ-ხაზის შემოტანა და ნდობის მოსაპოვებლად საკმაო დრო დაგვჭირდა. მაღალი სტანდარტი და სამარკო ნიშანი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. მერე ვაჩვენეთ, რომ საუკეთესოდ ვიმუშავეთ, ქართულმა ბაზარმა მიიღო, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხარისხიანია და რაც მთავარია, ხელმისაწვდომიც. მიხარია, რომ ჩვენზე, როგორც საუკეთესოზე, აკეთებენ არჩევანს.
– თქვენ დაიწყეთ იმერეთის რეგიონიდან და შემდეგ უკვე – თბილისის ბაზარზე გააფართოვეთ. რა ასორტიმენტი გაქვთ „ნიტაში“.
– ეს არის კარგი და ხარისხიანი და რაც მთავარია, ეს არის ხელმისაწვდომი ფასი ფართო ფენებისთვის. რაც შეეხება ასორტიმენტს, „ნიტაში“ გვაქვს ყველა ტიპის ავეჯი, თუმცა ძირითადი ხაზი მაინც თანამედროვე ავეჯის სტილი გახლავთ, შერეული კლასიკური ელემენტებით, ანუ, ერთგვარად უნივერსალური ვარიანტი ყველა ტიპის ინტერიერის დიზაინისთვის, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური სახლის მოსაწყობად. გვაქვს როგორც საძინებლები, ასევე, ეგრეთ წოდებული, კაბინეტებისა და საერთო ოთახების ავეჯი, ასევე ტიხრების, ცალკეული ინტერიერისთვის.
  ასევე, უმთავრესი კომპონენტი და ჩვენი კომპანიის სამარკო ნიშანი გახლავთ სიმართლე მომხმარებელს – რას იღებს ის, როგორ ავეჯს, ხარისხი და ფასის ადეკვატურობა, სილამაზე და კომფორტულობა. ყველა კომპონენტში მართალი უნდა იყო შენს მომხმარებელთან. მაღალი სტანდარტი არის „ნიტას“ სამუშაო პრინციპი. ჩვენი პარტნიორი გახალვთ სერიოზული საერთაშორისო ბრენდი weltew home, რომელიც წარმატებითაა წარმოდგენილი მსოფლიოს 52 ქვეყანაში. საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენ გახლავართ. თუმცა ჩვენ თურქეთისა და სხვა ქვეყნების ავეჯის მწარმოებლებთანაც ვთანამშრომლობთ და წარმოდგენილი ასორტიმენტიც მრავალფეროვანი გვაქვს. ასე რომ, ჩვენმა მომხმარებელმა იცის, არასოდეს ვატყუებთ და სწორედ ამიტომ გვენდობა! ვეცდებით, ეს ნდობა მუდმივად გავამართლოთ!
Facebook: ავეჯის სახლი „ნიტა“;
E-mail: nitafhome@gmail.com;
Instagram: furniturenitahome
ტელ: 599 70 69 59; 0322 83 83 38.
скачать dle 11.3