კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ქართველი ადვოკატის წარმატება საერთაშორისო დონეზე

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

  ოთარ ჭანტურიძე ერთ-ერთი გამორჩეული ადვოკატია საქართველოში. მას მიღწევები და წარმატებები საერთაშორისო დონეზე მართლაც გამოარჩევს. ოთარ ჭანტურიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2010 წლიდან.
  ოთარ ჭანტურიძე: 2016 წელს, პარტნიორებთან ერთად, ქალაქ ქუთაისში დავაარსე იურიდიული მომსახურების საერთაშორისო კომპანია Umbrella Legal Consulting Group, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ორიენტირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე საქართველოში. კლიენტებს მომსახურებას ვუწევთ სამ საერთაშორისო ენაზე – ინგლისურად, რუსულად, გერმანულად და შესაბამისად, ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, რუსეთის, თურქეთის, ინდოეთის, ერაყისა და ევროკავშირის მოქალაქეები.
  წლების განმავლობაში მქონია სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საქმეები,როგორც სისხლის სამართლის, ასევე საექსტრადაციო, რომელთა უმეტესობაც წარმატებით დავასრულე და მივაღწიე, რომ ჩემი კლიენტებისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული ყოფილიყო.
  ბოლო წლების პრაქტიკიდან გამოვარჩევ საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზპროფესიონალი ნესმენის, სერქან ქურთულუშის საექსტრადაციო პროცესს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. სერქან ქურთულუში საქართველოში 2017 წლიდან იმყოფებოდა და ქალაქ ბათუმში ძალიან წარმატებულ ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. დასაქმებული ჰყავდა 60-მდე ადამიანი და მისი ბიზნესის წლიური ბრუნვა ორ მილიონ ლარს აღემატებოდა. სერქან ქურთულუში იყო ძალიან გავლენიანი პიროვნება თურქეთში და ფლობდა ინფორმაციას თურქ მებრძოლებთან დაკავშირებით სირიაში, ასევე – თურქეთის მიერ რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. ქურთულუშის წინააღმდეგ მიმდინარე საექსტრადაციო საქმე ძალიან ჰგავდა მის მიმართ პოლიტიკურ დევნას. შესაბამისად თურქულმა მხარემ ვერ მოახერხა რომ
  ცხრა თვის განმავლობაში, რა დროსაც სერქან ქურთულუში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა, დაემტკიცებინა მისი ექსტრადაციის კანონიერება. 2019 წლის მარტში მან დატოვა ქართული ციხე, თუმცა მიუხედავად ამისა, ის თავს არ მიიჩნევდა უსაფრთხოდ და ფიქრობდა, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ, გადაწყვიტა უკანონოდ დაეტოვებინა საქართველოს საზღვარი და თავი შეეფარებინა უფრო უსაფრთხო ქვეყნისათვის. ჩემთან პირად საუბრებში ხშირად იმეორებდა, რომ რადგან ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა და მას არ აცოცხლებდნენ.
  მიუხედავად ქვეყნის უკანონოდ დატოვებისა, სერქან ქურთულუშის საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით წარმატებულად დავასრულე და მისი კანონიერი ინტერესები საქართველოში ბოლომდე დავიცავი.
  ჩემი კლიენტების ინტერესების დაცვა, ხშირ შემთხვევაში, მათი საქართველოდან წასვლის შემდგომაც გრძელდება, რაც გამოიხატება, ძირითადად, ონლაინ კონსულტაციის გაწევით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, სერქან ქურთულუშს მისი საქართველოდან წასვლის შემდგომაც არაერთხელ გავუწიე ბიზნეს კონსულტაცია და ბოლოს, როდესაც ის არგენტინაში დააკავეს, როგორც ადვოკატმა, მივეცი რჩევები, მისი უფლებების დასაცავად უცხო სახელმწიფოში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის კლიენტებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, დიდი პატივია, ამასთან, როგორც ადვოკატისათვის, ეს გახლავთ საკუთარი თავის უფრო მეტად განვითარების საშუალება.

скачать dle 11.3