კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ნანა ლორთქიფანიძე: ერთი ბიჭი დადგა, კოპები შეკრა, თითი გამოიშვირა ჩემკენ და დამიძახა: ცუდი ქალი!

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიამ აკადემიკოსის წოდება მიანიჭა მსახიობ ნანა ლორთქიფანიძეს, რომელიც რუსთაველის თეატრის მსახიობია. რამდენად მოულოდნელი იყო ქალბატონი ნანასთვის ეს აღიარება  და მამის სახელობის კიდევ რა ჯილდო აქვს მიღებული, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ნანა ლორთქიფანიძე: ნამდვილად არ ვიცოდი ამის შესახებ, ხუმრობით დამირეკა ჩემმა კოლეგამ და მკითხა: აკადემიკოსის ბინაა? უცებ, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მერე ყველამ დაიწყო მოლოცვა, დარეკვა, მოწერა. თავიდან მეგონა, რაღაც შეთქმულებას მიწყობდნენ და მაშაყირებდნენ, რადგან ვერ ვხვდებოდი, რას მილოცავდნენ (იცინის). ბოლოს ერთ-ერთმა მეგობარმა  მითხრა: შედი „ფეისბუქზე“ და ნახე, რა ამბავიაო. იქ წავიკითხე ამის შესახებ და დავრეკე აკადემიის ხელმძღვანელობასთან, სადაც მითხრეს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაცემის ცერემონია ვერ მოაწყვეს და ამიტომ არ შემაწუხეს და პირადად აღარ შემატყობინეს. მადლობა გადავუხადე მათ დაფასებისთვის. სიმართლე გითხრათ, აკადემიკოსი ჩემთვის ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. აკადემიკოსი მყავდა მამიდა, აკადემიკოსია მზექალა შანიძე, ბატონი როინ მეტრეველი, თამაზ გამყრელიძე და სხვა კიდევ ბევრი ადამიანი, რომლებიც მართლა იმსახურებენ ამ წოდებას და ამათ ფონზე, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. როცა მსახიობს გაქებენ და გეუბნებიან: ლამაზი, ნიჭიერი ხარ, ეს სულ სხვა ამბავია. არის სამსახიობო ჯილდოები, მაგალითად: წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი, წლის საუკეთესო მთავარი როლი, მეორეხარისხოვანი და ასე შემდეგ, თუმცა 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოიშალა ეს ნომინაციები და მსახიობები არ ვართ მსგავსი ჯილოდებით განებივრებული, მაგრამ რაღაც ფორმები იძებნება, რითიც გვიფასდება ჩვენი შრომა. ესეც მსგავსი ფაქტია, რაც ნამდვილად მოულოდნელი, თუმცა სასიხარულო იყო. მიუხედავად ამისა,  გულწრფელად, უხერხულად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩემზე ღვაწლმოსილი, ასაკით უფროსი მსახიობები არიან, რომლებსაც ეს ტიტული არ აქვთ. ქუჩაში მეზობლები, ახლობლები, უცნობები მილოცავენ და ყველას ვეუბნები: კარგი რა,  აკადემიკოსობა ჩემთვის ზეაღმატებული წოდებაა-მეთქი.
– მამათქვენის სახელობის აკადემიამ მოგანიჭათ ეს წოდება და ალბათ, ორმაგად საპასუხისმგებლოა.
– დიახ, მამას სახელობის არის და, რა თქმა უნდა, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ამას გარდა,  მამას სახელობის ჯილდო  კიდევ მაქვს მიღებული, რომელიც თეატრალურმა საზოგადოებამ დააწესა. ეს ჯილდო გადმომეცა „30 წელი თეატრში მოღვაწეობისთვის“, რაც  ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ აკადემიკოსობა ნამეტანია (იცინის). სერიალმა – „იდეალური დედა“ – ბევრი რამ განაპირობა ჩემს ცხოვრებაში. პოპულარული მანამდეც ვიყავი, აქ უკვე აღარ ვიქნები თავმდაბალი, მქონდა რაღაც როლები ნათამაშები, მაგრამ ეს სერიალი ჩემთვის სულ სხვა კუთხით აღმოჩნდა წარმატებული. ალბათ, აქედან გამომდინარე მომანიჭეს ეს ტიტულიც.
– როგორც ვიცი, ახალ სერიალზე მუშაობთ. აქაც მთავარ როლს თამაშობთ?
– დიახ, ეს არის დეტექტივი, სერიოზული სცენარია. გიორგი ჯაფარიძე იღებს სერიალს და ძალიან კარგი მსახიობები არიან, ჩემი კოლეგები, მათ შორის არის: ზურა ყიფშიძე და ზურა ინგოროყვა. ამ ეტაპისთვის სულ ორი გადაღება გვქონდა, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერებულია.
– „იდეალური დედის“ ახალი სეზონი როდის დაიწყება?
– წესით, გადაღებები იანვარში უნდა განახლდეს, თუ კიდევ რაიმე არ შეიცვალა. ძალიან მინდა, რომ დაიწყოს, რადგან საოცრად მიყვარს ეს პერსონაჟი და გადაღებებზეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უკვე სამი სეზონი გადავიღეთ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ისეთი მოლოდინი აქვს მაყურებელს და ჩემს „მესინჯერში“ ისეთი ამბავია  – მწერენ, მწერენ და მწერენ. ქუჩაში მეჩხუბა უცნობი ქალბატონი: რა არის, რა უპასუხისმგებლობაა, ჩვენ გელოდებით,  ჩართულები ვართ და ისე უცებ რომ შეგვიწყვეტთ ხოლმე სერიებს, ამაზე არ ფიქრობთო.
– ჰგავხართ თქვენს პერსონაჟს, მანანას?
– მანანას არასტაბილური ხასიათი აქვს, მოჩხუბარია, ჯუჯღუნაა, იმავდროულად, მოსიყვარულეც. საინტერესო პიროვნებაა, ჯუჯღუნის მიუხედავად, მაინც გამოხატავს სითბოს და ვცდილობ, ეს მხარე ყოველთვის დავანახვო მაყურებელს. მზრუნველია, სიძეზედაც კი ზრუნავს, რომელსაც სულ ეჩხუბება. გადაღების დროს სცენარს რომ მომაწვდიან, სულ ვამბობ: კარგი რა, სიძეს ასე როგორ უნდა ელაპარაკოს სიდედრი-მეთქი და ვცდილობ, ცოტათი შევარბილო (იცინის).
– თავად როგორი სიდედრი იყავით და როგორი ბებია ხართ?
–  მგონია, რომ კარგი სიდედრი ვიყავი, მაგრამ რა ვიცი, ეგ ჩემს ყოფილ სიძესთან უნდა გადამოწმდეს (იცინის). მანანასგან განსხვავებით, არასოდეს ვერეოდი მათ ცხოვრებაში, თუ თავად არ ჩამრევდნენ. ბებიას რაც შეეხება, ჩემი შვილი მეუბნება: ყველაზე კარგი ბებია ხარ, მათ შორის, თუკი სადმე ბებია არსებობსო.
– ამ პერსონაჟის შემდეგ თითქოს უფრო გაგიცნოთ ხალხმა.
– არა, ასეთი პერიოდები ადრეც მქონდა. პირველი სერიალი იყო „შუა ქალაქი“, სადაც რამდენიმე სერიაში ვითამაშე. იქ მერქვა მარინა და გოგა ბარბაქაძე მისწორებდა – მარინეს მეძახდა. ბათუმში ვიყავი, როცა ეს სერიები გავიდა და ნახევარი ბათუმის ბავშვები მომდევდნენ ქუჩაში მარინა-მარინეს ძახილით (იცინის). მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა მაყურებელს ახსოვხარ. „გოგონა გარეუბინდან“ – ამ სერიალში ვთამაშობდი ცუდ ქალს. ერთხელ ხელოვნების სკოლიდან „იმედის“ ტელევიზიაში მოიყვანეს მე-2 თუ მე-3 კლასელები. ერთი ბიჭი დადგა, კოპები შეკრა, თითი გამოიშვირა ჩემკენ და დამიძახა: ცუდი ქალი. მერე ამ ბავშვს დავდევდი არ ვარ ცუდი, ასეთ როლს ვთამაშობ-მეთქი.

скачать dle 11.3