კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ ჰქონდა მდუმარების 241 დღე თორნიკე ჯგერნაიას და რაზე მიიღო მან პასუხი ღმერთისგან

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  თორნიკე ჯგერნაია საზოგადოების წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგა. ის ყოველ კვირას, „მთავარი“ არხის ეთერიდან საინტერესო რუბრიკას შემოგთავაზებთ – „X ფაილი“. თორნიკეს ცხოვრების გზას ყოველთვის სირთულეები და  მოულოდნელობები ახლავს. ძალიან ცოტამ იცის იმის შესახებ, რომ მან ცოტა ხნის წინ სიკვდილზე გაიმარჯვა და ყველაზე ვერაგი დაავადება დაამარცხა. აწ უკვე ტელეწამყვანი სიახლეებსა და რთულ პერიოდზე გულწრფელად გვესაუბრა.
  თორნიკე ჯგერნაია: გადაცემას „X ფაილი“ სპეციალურად დავარქვით, რადგან „X“ შეიძლება იყოს ყველა და ყველაფერი. ვცდილობ, კონკრეტული მოვლენის ალტერნატიული ვერსია შევთავაზო საზოგადოებას, ოღონდ აუცილებლად ფაქტებით. მაყურებელს ფაქტებზე დაყრდნობით ვუყვები ჩემს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხზე. მგონია, ხალხს საინტერესო სამყაროში ვამოგზაურებ და სოციალურ ქსელსაც ცოტა განვტვირთავთ მითებისგან. თუმცა, ჩვენი იდეაფიქსი არ არის, რომ რაიმე მითი დაიმსხვრეს. 14 წლიდან სხვადასხვა შოუს სტუმარი ვყოფილვარ და უამრავი ინტერვიუ მიმიცია, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, თუმცა, როგორც წამყვანი, ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა. მიუხედავად ამისა, რასაც ვაკეთებ, იმდენად ჩემია, რომ არ გამიჭირდა და „პილოტი“ არ დამჭირდა. პირდაპირ ეთერში ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე დავჯექი. ამბის მოყოლას ეკრანიდან მიჩვეული ვარ და ამიტომ, არ მქონია დისკომფორტი. თან მყავს არაჩვეულებრივი წამყვანები და ვიცოდი, რომ არ მომიწევდა ცარიელ სივრცეში შესვლა. ჩვენი „შეთამაშებაც“ მარტივად მოხდა.
– თორნიკე, სოციალურ ქსელში დაწერე, რომ სამკაულებზე მუშაობა აგიკრძალეს, რატომ?
– ეს არის მტკივნეული თემა, რომელზეც ვრცლად არ ვსაუბრობ. სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, ბრძოლა მომიწია კონკრეტულ დაავადებასთან, რომელიც კაცობრიობის მტერია, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. დამჭირდა თერაპია და ოპერაციაც. ამის შესახებ იცოდა ძალიან ახლო წრემ, ვხუმრობდით კიდეც, რომ ეს ჩვენი გასაიდუმლოებული საკითხი იყო. ჩემს გადარჩენაში ლომის წილი ლელასა და მამულიჩას მიუძღვით, რომლებმაც მართლა ბავშვივით ხელით მატარეს. ეს პერიოდი რთული იყო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. მქონდა პერიოდი, როცა სახლიდან გამოსვლაც არ მინდოდა, გავერიდე კიდეც 241 დღე ყველას. შემდეგ იყო ოპერაცია. ყველაზე კარგი ამ ისტორიაში ისაა, რომ ოპერაციის მერე დადებითი პასუხები მოვიდა და დამთავრდა რთული ეტაპი, შემიძლია, ვიყო მშვიდად, უბრალოდ პერიოდულად უნდა გადავამოწმო მდგომარეობა. ამ დაავადების გამო რაღაც დროით ამეკრძალა მძიმე ლითონებზე მუშაობა, რადგან მათზე მუშაობის დროს მექანიკურად ეხები შხამებს. ჩემი სამკაულები თავიდან ბოლომდე ხელით მზადდებოდა, ქარხნულ დანადგარებს არ ვიყენებდი. შესაბამისად, უნდა გავიდეს რაღაც პერიოდი, მინიმუმ 2-3 წელი, რომ საყვარელ საქმიანობასთან დაბრუნება შევძლო.
– ეს მიზეზი იყო, რის გამოც შეწყდა შენი წიგნების ტირაჟი?
– ისე  დაემთხვა, რომ ჩემი დიაგნოზი ჩემი წიგნების გამოსვლასთან ერთად განვითარდა. წიგნმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ტირაჟი აღარ იყო და საჭიროებდა მის მეორედ ჩაშვებას გასაყიდად. წიგნს ბევრი მტერი გამოუჩნდა.  კონკრეტულ ქსელში წიგნი გასაყიდად იყო შესული, მაგრამ მკითხველს ეუბნებოდნენ, რომ არ ჰქონდათ. ეს არის თვეებში გაწელილი ამბავი. მე დავდექი არჩევნის წინაშე, უნდა მებრძოლა ავადმყოფობაზე ან წიგნზე. ავირჩიე საკუთარი თავი, რადგან წიგნისთვის უფრო მეტს გავაკეთებდი თუ ცოცხალი დავრჩებოდი. ამიტომ შეჩერდა წიგნის ტირაჟი. მივხედე ჩემს თავს და ახლა მიდის განახლება, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ წიგნს ერთი თავი ემატება.
– როგორ დაძლიე რთული პერიოდი? მკურნალობის კურსს საქართველოში გადიოდი? დაავადების საწყისი ეტაპი იყო?
– ამ დაავადებას არ ახლავს მხოლოდ, სხეულის ტკივილები, აქ დგება ფსიქოლოგიური პრობლემაც. ერთ დღესაც იღვიძებ, დალევ ყავას, გგონია, შენი ჩვეულებრივი დღის რეჟიმი დაიწყება, მაგრამ უცებ იცვლება ყველაფერი – დიაგნოზს იგებ. პირდაპირ ვამბობ, ჩემს ბრძოლას არ ექნებოდა აზრი, რომ არა ის 4-5 ადამიანი, რომელიც მაშინ გვერდით დამიდგა. ჩემი ლელასა და მამულიჩასთან მეგობრობა ყველამ იცის, მაგრამ ეს აღარ იყო მეგობრობა, როგორც უსუსურ ბავშვს ჩასჭიდებ ხელს და მიიყვან ბოლომდე, ასე იყო ჩემს  შემთხვევაშიც. მკურნალობის დროს არის ეტაპი, როცა გბეზრდება და აღარ გინდა, როცა იღლები. რამდენჯერმე მეც მქონდა მსგავსი მომენტი, სულ მინდოდა, დამესვენა, დამეძინა... ამ ადამიანებმა და ოჯახის წევრებმა მეორე სიცოცხლე მომცეს, დედა გვერდიდან არ მომცილებია, თუმცა ესენი იყვნენ თითებზე დასათვლელი ადამიანები. მათი დახმარებით დავძლიე სირთულეები და დღეს ამ ყველაფერს ვუყურებ ისე, როგორც გამოცდილებას. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო“ და ეს ყველაფერი ჩემს თავზე  დატრიალდა. საქართველოში ვიმკურნალე, პარალელურად, ანალიზები უცხოეთშიც იგზავნებოდა და ხდებოდა შედარება. დაავადებასთან ერთად ჩემთან კიდევ სულ სხვა პრობლემაც იყო, ვარ ალერგიული და ოპერაციის გაკეთება გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული.  არ იყო საწყისი ეტაპი.  უბრალოდ, რომ გვეგონა, უკან დაიხევდა, დავიწყე თერაპია, თუმცა მერე აღმოჩნდა, თერაპია არ ამართლებდა და დიდი შანსი იყო, დაავადება აგრესიული გამხდარიყო, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. ავადმყოფობა ძალიან გვემსგავსება ჩვენ და ის იქცევა ისე, როგორც თავად ვიქცევით. როგორც კი ვიწყებდი მოდუნებას და ხელის ჩაქნევას, ცუდი ანალიზები მოდიოდა, როგორც კი ბრძოლას ვაგრძელებდი – ბევრად გაუმჯობესებული მდგომარეობა მქონდა. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ბევრს იბრძვიან, მაგრამ  ყველაფერი მაინც ცუდად მთავრდება. ამისიც მესმის, აქ მხოლოდ შენზე არაა დამოკიდებული, თუმცა, ჩემი შემთხვევიდან გამომდინარე,  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.  როცა დიაგნოზი მოვისმინე, სიკვდილზე არ მიფიქრია. საკუთარ თავთან მინდოდა დარჩენა. ამ დროს ყველას გვიჩნდება შეკითხვა: მე რატომ? სწორედ ამიტომ მქონდა 241 დუმილის დღე, წავედი და ამ პერიოდის განმავლობაში არავისთან მქონია კონტაქტი. რატომ? ამ შეკითხვაზე მინდოდა პასუხის მიღება, რადგან უსამართლობის საშინელი შეგრძნება დამემართა. შეკითხვა არ გამჩენია ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, სასულიერო პირებთან, რადგან ესენი არ არიან ჩემი საყრდენები, ერთადერთი, ვისაც ვენდობი და ჩემი საყრდენია, ეს არის ღმერთი. სწორედ, მისგან მინდოდა პასუხის მიღება და მივიღე კიდეც.  პასუხი იყო ძალიან მარტივი: არავინ არაფერ შუაში არ არის, არც შენი საყრდენი ღმერთი და არც ნებისმიერი ვინმე, ყველა უბედურება მაშინ ხდება, როცა სიყვარული არაა საკმარისი. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სიყვარული არც ერთმანეთის და არც საკუთარი თავის მიმართ.  კაცობრიობას გვაკლია ერთმანეთის სიყვარული – ეს არის ყველაფრის პასუხი.  

скачать dle 11.3