კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 შეცვალა თუ არა განშორებამ ამიკო ჩოხარაძისა და მისი მეუღლის ურთიერთობაში რამე და ვინ ჩუქნის მას აგარაკებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე წლებია, ეკრანზე ჩანს. ცხოვრების გასაუმჯობესებლად რამდენიმე წლით რუსეთში წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის იქ გადაყვანას აპირებდა, თვითონაც სამშობლოში დაბრუნდა და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემდეგ, ისევ „კომედი ჯგუფს“ დაუბრუნდა.
  ამიკო ჩოხარაძე: ძალიან ცუდი იყო, რომ პანდემიის გამო ქვეყანა ჩაიკეტა, მაგრამ შევეცადე, დადებითი მეპოვა. ზაფხულში ბათუმში ძალიან ბევრ ქართველს ვმასპინძლობდი, უბრალოდ, როგორც ბათუმელი – მეგობრებსა და ახლობლებს, ასევე, კლუბში პიარის განხრით ვმუშაობდი. ბურგერ-ბარის გახსნის მცდელობაც გვქონდა, მაგრამ ხელი შეგვეშალა.
– რამდენი წელია, მაყურებელი ეკრანზე გხედავს და ალბათ, ბევრი ფიქრობს, მაგას რა უჭირსო. გაძლევს შენი აქტიურობა ფინანსურად მხრებში გამართულად ცხოვრების საშუალებას?
– აქტიურობის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ფინანსურად სახარბიელო მდგომარეობა მაქვს. არ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ცნობადი სახეები მდიდრული ცხოვრებით ნებივრობენ. მაგრამ ოჯახის რჩენა და ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება, ღვთის წყალობით, შემიძლია. რომ გითხრა, ვარსკლავურად ვცხოვრობ და რადგან ტელევიზორში ვჩანვარ, აგარაკები და ანგარიშებზე თანხები მაქვს-მეთქი, ტყუილი იქნება. თუმცა, ძალიან ბევრჯერ მსმენია მსგავსი ჭორი ჩემ შესახებ. არა მხოლოდ ფინანსებზე, უძრავ ქონებებთან დაკავშირებითაც ამბობდნენ, რომ ჩემია, ვიღაცამ მაჩუქა. ძალიან პოზიტიურად ვხვდები ამ ინფორმაციებს და სულ ვიმეორებ, შენს ენას შაქარი-მეთქი. სჯობს, ვიღაცამ რაღაცა მაჩუქოს, ვიდრე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაავარიები მიპოვონ (იცინის).
– ეს თემა ძირითადად, ალბათ, ბერასთან მეგობრობას უკავშირდება.
– სხვათა შორის, ბერამდეც იყო მსგავსი ხმები და ბერას შემდეგ უფრო გააქტიურდა. ადამიანებს ზოგადად სჩვევიათ წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ვინც ტელევიზორში ჩანს, ფინანსურად აუცილებლად ძლიერი უნდა იყოს, არადა, ასე არ არის.
– როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი ამ სფეროში, ალბათ, შენც ასე გეგონა.
– 2007 წელს, როცა იუმორისტულ გადაცემებში ჩავერთე, ეს ჩემთვის უცხო სფერო არ იყო. შოუ-ბიზნესში ბევრს ვიცნობდი და მინახავს, ვინ როგორ ცხოვრობს. ვიცოდი,  ცუდი მდგომარეობა იყო და იმიტომაც ჩავაბარე საზღვაო აკადემიაში, რომ ის ფინანსურად უფრო მომგებიანი საქმიანობაა. საბოლოო ჯამში, სცენას თავი მაინც არ დავანებე და მირჩევნია, ხმელეთზე ოცი ლარი მქონდეს, ვიდრე გავიდე ზღვაში და ასი ათასები მიხადონ. თან, იქ ბევრი ახლობელი მყავს, დაწყებული კაპიტნით და გაგრძელებული ეკიპაჟის სხვა წევრებით. ასე რომ, პერსპექტივა მქონდა, მაგრამ  შოუ-ბიზნესი ვარჩიე. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ისეთი სიღარიბე არ სუფევს და საშუალება გვაქვს, თავი გავიტანოთ.
– შენ რამდენად კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს? მე მგონია, რომ ცოტა მეტი შეგიძლია.
– გეთანხმები იმაში, რომ ჩემს მაქსიმუმს არ ვიყენებ და შეიძლება, უკეთეს გადაცემაში მომიაზრებდე, მაგრამ რაც ეთერში გადის, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ხუმრობა მოგვწონს. ეს არის პროდუქტი, რომელსაც მაყურებელი მოითხოვს. ჩაგვიტარებია ექსპერიმენტები, ახალი, გათანამედროვებული იუმორი მიგვიტანია მაყურებლამდე, მაგრამ სიახლეებს ძალიან რთულად იღებენ. ხშირად გვსაყვედურობენ, არ დაიღალეთ ამ „ჩევიდა, ჩამევიდა“ იუმორითო, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ჩვენი ქვეყნის მოცემულობაა და ჩვენ ამაზე უნდა ვიხუმროთ, თან მაყურებელი სხვას არ გვთხოვს. „კლიენტი ყოველთვის მართალია“ პრინციპით მივდივართ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მაყურებელს მდარე იუმორი აქვს, უბრალოდ, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სოციალურ თემებზე ვხუმრობთ. გვქონდა მცდელობა ამერიკული იუმორის მიმდინარეობა – „სთენდაფი“ დაგვენერგა, მაგრამ ინტელექტუალური იუმორი მაყურებელმა ვერ მიიღო, ან ჩვენ უნდა შევისწავლოთ და გადმოვაქართულოთ ისე, რომ ჩვენი მაყურებლისთვის მისაღები გახდეს. თან, ქართველი მაყურებლისთვის ძალიან რთულია რამის მოწონება, ყველა სპეციალისტი გვყავს, თან, ყველაფერში (იცინის). მაგრამ რადგან დღემდე ვახერხებთ, რომ ასეთი კრიტიკული მაყურებელი გავაღიმოთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ჯგუფი ვართ.
– ეკრანიდან ყველას ძალიან მხიარული ჰგონიხარ. რეალურადაც ასეთი ხარ?
– ეგეთი ადამიანი ვარ, მიყვარს ხალისი, ცანცარი, აქტიურობა, კარგ ხასიათზე ყოფნა, მაგრამ ცხოვრება არ გვაძლევს საშუალებას, 24-საათიან რეჟიმში გაღიმებულები ვიყოთ. არც ვუსურვებ ვინმეს ამას, არანორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებს. ხან ისე, ხან ასე, მაგრამ ხშირად, უფრო პოზიტიურ განწყობაზე ვარ.
– შენი ცხოვრების რთული პერიოდი რას უკავშირდება?
– იმედგაცრუება, ღალატი სამეგობროს მხრიდან, უნდობლობა – ეს ის მომენტებია, რამაც ტკივილი მომაყენა, ამ ტკივილმა კი გამაძლიერა და ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი მომცა. ეს უცხო, ალბათ, არავისთვისაა. ჩემს სირთულეს იზიარებდა მთელი საქართველო: უშუქობა, უგაზობა, უწყლობა. მახსოვს, წვიმის წყლით ვიბანდით და წყალს მზეზე ვათბობდით. სკოლიდან წამოსული ვოცნებობდი, რომ მეზობელს გამოევლო და წვიმაში სახლში მივეყვანე – ოცი თეთრი არ მქონდა, რომ „მარშუტკას“ გავყოლოდი.
– რამდენიმე წელი არ იყავი საქართველოში და ოჯახის გარეშე ყოფნაც არ იქნებოდა მარტივი.
– ეს მარტო მე არ დამმართნია. ადამიანები ოჯახებს ტოვებენ და ევროპაში სხვის ბებია-ბაბუებს უვლიან ოჯახში კაპიკების გამოსაგზავნად. მე ჩემი საქმით ვიყავი წასული. განვითარებაც მოჰყვა ამ ნაბიჯს და რუსეთში ყოფნამ ფინანსური სიმყარეც მომცა.
– „ქართველი ხელოვანები რუსეთში ხელის მოთბობას ცდილობენ“ –  ასეთი ტიპის  კომენტარები არ შეგხვედრია?
– მაქსიმალურად ვცდილობ, კომენტარები არ წავიკითხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უსაქმური ადამიანი და ბოტი არსებობს. ჩემ მიმართ ადამიანების დამოკიდებულებას და სიყვარულს ქალაქშიც კარგად ვგრძნობ. მე ვფიქრობ, რომ ხელოვანმა ყველგან უნდა იცეკვოს და იმღეროს, მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. არც მე ვეთანხმები რუსულ პოლიტიკას, მაგრამ იქ 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ძალიან ბევრი კარგი და ნიჭიერი, ბევრი ჩვენიანი, ნათესავი... ისტორიულად დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. მე ეს ურთიერთობა მახსოვს და ვიღაც პოლიტიკოსების გამო კარგი ადამიანები არ დამიკარგავს. ზოგიერთები ქულებს იწერენ იმის ძახილით, რომ რუსეთი ცუდია და ამას პიარისთვის იყენებენ. ვინც ერის მიმართ ეს დამოკიდებულება წამოიწყო, ძალიან ცუდი ადამიანი მგონია. ადამიანებს შორის სიძულვილის დათესვა ძალიან ცუდია, დანარჩენი, რაც პოლიტიკაში ხდება, პოლიტიკოსებმა გაარკვიონ.
– დღემდე ქართველი კაცები რუსეთში „გულაობასთან“ ასოცირდებიან. მეუღლე რატომ არ წაიყვანე თან?
– საქართველოში გაცილებით ლამაზი და ეშხიანი გოგოები გვყავს. თუ „გულავშია“ საქმე, აქაც მშვენივრად დააშავებს ნებისმიერი მამრობითი სქესის წარმომადგენელი.
– მაგრამ აქ ყველა გიცნობს და ვერ დამალავ.
– მეორე კუთხით შევხედოთ – საქართველოში ჩემ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ და აქ უფრო ბევრად მარტივია ჩემთვის რაღაცების მიღწევა, ვიდრე იმ დიდ მოსკოვში, სადაც არავინ ვარ. რუსეთში „საგულაოდ“ არ ჩავსულვარ, საქმის გასაკეთებლად ვიყავი, რაც მოვახერხე კიდეც და ეს ფინანსურად ძალიან დამეხმარა. მოსკოვში ძალიან კარგი დრო გავატარე.  მეუღლე კი იმიტომ არ წავიყვანე, რომ ქალაქში ძალიან სიძვირეა. მინდოდა, ჯერ ჩემი თავისთვის მიმეხედა, საქართველოში ორი კაპიკი გამომეგზავნა, რომ იმდროინდელი პრობლემები მომეგვარებინა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ცოტა ფეხი მომეკიდებინა და ოჯახისც წამეყვანა, მაგრამ მერე ნოე სულაბერიძე გავიცანი, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა შემომთავაზა და დავრჩი.
– „იმედზე“ რატომ არ დარჩი, პროექტში გამარჯვების შემდეგ ბევრს ჰქონდა ამის მოლოდინი.
– მეც იგივე მოლოდინი მქონდა და გაცილებით დიდი დოზით, ვიდრე მაყურებელს. მაგრამ რვა თვე გავიდა მოგების შემდეგ და მე კიდევ უმუშევრად ვიყავი. ლოდინმა დამტანჯა, თან უკაპიკოდ ვიყავი, ცოლით, ორი შვილით. „იმედში“ რაღაცები ვერ დაალაგეს და შესაბამისად, მივიღე შემოთავაზება „რუსთავი 2-ისგან“.
– მეუღლესთან რამდენიმეთვიანი განშორება ურთიერთობაზე არ აისახა?
– არა, დროსა და მანძილს ორი ანგელოზივით შვილი აკომპენსირებდა, რაც ცუდზე ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა. ბევრი ფიქრობდა, მოსკოვში წავიდა და რა ენაღვლება, „გულაობსო“. ზუსტად იმ დროს, მე ძალიან რთულ მდგომარეობაში, მძიმედ ვიყავი მეუღლისა და ორი ანგელოზივით შვილის გარეშე. ვცდილობდი, დღე და ღამე გამესწორებინა მათი კარგად ყოფნისთვის. იმ პერიოდში, მივაღწიე იმას, მეტროში რომ გაჩერებენ და ფოტოს იღებენ შენთან, ტაქსი რომ ფულს არ გართმევს. რაღაც დოზით  რუსეთის მასშტაბითაც გამიცნეს და და მერე აქეთ წამოვედი.

скачать dle 11.3