კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ნუცა შანშიაშვილი: თუ არავინ შემომხედა და ჩემზე არ გაგიჟდა, მაშინ ტყუილად მიშრომია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საკონცერტო დარბაზები არ ფუნქციონირებს, რაც ხელოვანებისა და მათი მსმენელებისთვის საკმაოდ რთულია. თუმცა, ნუცა შანშიაშვილმა გამოსავალი იპოვა და მალე საკუთარი მსმენელის გახარებას შეძლებს.
  ნუცა შანშიაშვილი: ეს იქნება პირველი  ონლაინკონცერტი, რომლის ნახვასაც აბსოლუტურად ყველა შეძლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვისაც სურვილი ექნება. „იუთუბისა“ და „ფეისბუქის“  საშუალებით ჩავერთვებით მე და ჩემი მუსიკოსები, არაჩვეულებრივი ამერიკელი ვარსკვლავები. კონცერტს ერქმევა „ნუცა ბლუ“ – „ნუცა ლურჯი“. ლურჯი ფერი ძალიან მიყვარს, ის ჯაზთან ასოცირდება და ამ კონცერტზეც ყველა სიმღერა ჯაზვერსიით იქნება გაჟღერებული.
– უპრეცედენტო პროექტია, როგორ ართმევთ თავს პრაქტიკულად?
– ჩემმა მუსიკალურმა პროდიუსერმა იაკობ მეიმანმა, რომელიც აღიარებული საქსოფონისტია, არის „გრემის“ მფლობელი, დამირეკა და შემომთავაზა, რომ „სიყვარულისა და მშვიდობისადმი“ მიძღვნილი ჩვენი შოუს, ჯაზ-ვერსია გაგვემეორებინა, კონცერტის, რომელიც 2019 წელს გავმართეთ „მასტერთეატრში“ და რომელმაც დიდი ტრიუმფით ჩაიარა. ეს პერფორმანსი ამ წლის აპრილში უნდა გაგვემართა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი დაიკეტა. ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ, ონლაინჩართვების სერია გავაკეთოთ. ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. შევძლებ, ვუმღერო იმ მეგობრებს, რომლებსაც ძალიან უნდათ ჩემს კონცერტზე დასწრება, მაგრამ ნიუ-იორკში ვერ ჩამოდიან. ახლა საშუალება მეძლევა, ყველა ჩემს მეგობარს, მთელ მსოფლიოში, ვისაც ჩემი მოსმენა უყვარს, გავუზიარო ეს დღე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ძველებურ კონცერტებსაც დავუბრუნდებით, მაგრამ პანდემიამ მაინც ბევრი რამ შეცვალა. ხელოვნება იმისთვისაა, რომ ადამიანებს გული გაუხარო, მათთან ახლოს იყო და არა იმიტომ, რომ ადამიანებით „ფული გააკეთო“. მსმენელს სითბო, სიყვარული და სიახლე უნდა მოუტანო საკუთარი მუსიკითა და ხელოვნებით. ამიტომ, ონლაინ საყვარელი მუსიკოსის მოსმენა, თან ძვირად ღირებული ბილეთების გარეშე, მგონია, რომ ძალიან კარგი გზაა ამისთვის.
– საერთო ჯამში, ამ მდგომარეობამ, ალბათ, ბევრ რამეში შეგზღუდათ.
– ჩემი შვილი ყოველდღე მეკითხება, თბილისში როდის წავალთო?! პირველი ზაფხულია, როცა მე თბილისში ვერ ჩამოვედი. ეს იყო ყველაზე დიდი შეზღუდვა ჩემთვის. ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს ყველანაირად ეხმარება. ძალიან მაღალი დონის უფასო სამედიცინო დაზღვევა გაქვს. ვისაც შემოსვალი არ აქვს, ბარათები ურიგდებათ და საკვების ყიდვა შეუძლიათ. პრეზიდენტმა თითო ადამიანს ათასი დოლარი დაურიგა.
– კარგი ისაა, რომ შეგიძლიათ, შვილთან მეტი დრო გაატაროთ.
– საერთოდ, ძალიან ბევრი დრო გამომიჩნდა ყველაფრისთვის. საკუთარ თავზე ფიქრისთვის, ჩამოყალიბებისთვის, სულიერი განვითარებისთვის, უამრავი ინფორმაციის მიღებისთვის, კითხვის, განათლების, შვილთან ერთად დროსტარებისთვის. ამ კარჩაკეტილობის პერიოდს ძალიან ბევრი პლუსი აქვს. მივხვდი, რომ აუცილებელია, ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს და შევძლოთ სიკეთისკენ ტრანსფორმირება. სიკეთე იქნება ფარი, ყოველგვარი ავადმყოფობისგან დასაცავად. ამას წინათ ძალიან საინტერესო ლექცია მოვისმინე. აბსოლუტურად ჯანმრთელი და კოვიდზე შემოწმებული მეზღვაურები გავიდნენ წყალში. შუა ოკეანეში ერთი კოვიდით დაინფიცირდა და ნახევარ ეკიპაჟს გადაედო. წარმოუდგენელია, შუაგულ ოკეანეში, საიდან უნდა გადასდებოდა კოვიდი? ძალიან საინტერესოდ ხსნიან მეცნიერები და კაბალისტები ამ შემთხვევას. ეს ვირუსი ჰაერში არსებობს და არასწორი ეგოს მქონე და არასწორი ქმედების ადამიანები ინფიცირდებიან. ეს ცოტა ძნელი აღსაქმელია. ჩვენ ყოველთვის სხვას ვადანაშაულებთ და არა საკუთარ თავს, მაგრამ მე მჯერა, რომ ადამიანის აზროვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს და თუ შინაგანად პოზიტიურები ვართ ასი პროცენტით არა, მაგრამ დიდიწილად მაინც დაცულები ვიქნებით ამ ვირუსის შემოტევისგან. ფიზიკური მდგომარეობა ჩვენი შემეცნების და აზროვნების შედეგია. ჯერ შინაგანი მდგომარეობა უნდა გავწმინდოთ და მერე შევხედოთ, როგორი ფიზიკური შედეგი გვექნება.
– ოჯახურ ურთიერთობებს რაც შეეხება, მეუღლესთან ერთად დიდი დროის გატარება როგორ აისახა თქვენს ურთიერთობაზე?
– მე და თემური ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ტანკივით ვართ (იცინის). სულ ვმუშაობთ კონცერტებზე, სამომავლო გეგმებზე, ბავშვის განვითარებაზე. ძალიან მაგარი ძმაკაცები ვართ. თემური ჩემი ზურგია. ძალიან ძლიერი პიროვნებაა და შემიძლია, თავისუფლად დავეყრდნო. ის მაძლევს ჩემთვის აუცილებელ ბედნიერებას – თუნდაც რაღაც პერიოდით მარტო ყოფნის საშუალებას და შემოქმედებით პროცესში სადღაც მთებში მარტო წასვლის საშუალებას სამედიტაციოდ.
– ბევრი ქმარი, ალბათ, ვერ გაიგებს, რატომ შეიძლება, მოგინდეს მის გარეშე ყოფნა, მარტო დარჩენა და თავისუფალი დრო.
– არა მარტო ცოლ-ქმარს, ოჯახის ყველა წევრს სჭირდება, ცოტა ხანი ცალ-ცალკე იყვნენ ერთმანეთისგან. ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი ატმოსფერო და ცალკე სამყარო. სხვაგვარად ქაოსური, ოცდაოთხსაათიანი ურთიერთობის შედეგად, რაც უნდა დიდი სიყვარული იყოს, გაქრება. მობეზრდებათ ერთმანეთი და გრძნობა აგრესიასა და აუტანლობაში გადაიზრდება, მით უმეტეს, დღევანდელობაში. მე და თემური დიდი ხანია ერთად ვართ და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ერთად წამოკიდებული. უკვე ერთი საქმის მსახურები ვართ, ამიტომ ბოლომდე ერთად ვაწვებით. მაგრამ დღეს რომ მარტო ვიყო, ნამდვილად არ გავთხოვდებოდი. იმიტომ, რომ ოჯახის ფენომენი აბსოლუტურად მოშლილია. კაცი და ქალი არასწორად უდგებიან ურთიერთობას და იმ სიყვარულს, რომელიც აქვთ, არასწორი ოჯახური ურთიერთობით ანგრევენ. აუცილებელია, რომ გჯეროდეს შენი პარტნიორის, დარწმუნებული იყო მის სიმართლეში და მაშინ ყველაფერი კარგად ეწყობა. აუცილებელია, რომ ქალმა ძალიან ჭკვიანურად მართოს ოჯახი. არასოდეს შეურაცხყოფა არ მიაყენოს კაცს. ქართველ კაცს ხშირად ეშინია, არ არის დაცული, რომ ქალი შეურაცხყოფას არ მიაყენებს და არ დაამცირებს. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
– პირიქითაც ხშირადაა. ქალებიც ბევრ რამეში არიან შეზღუდულები – როგორ გაიგებს კაცი, დაუშლის თუ არა? ბევრი კაცი თვლის, რომ ისაა მთავარი და რასაც თავად იტყვის, ქალმა ის უნდა გააკეთოს.
– ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. მით უმეტეს, ოცდამეერთე საუკუნეში არავინ არაა მთავარი და მეორეხარისხოვანი. ქალს თავისი ფუნქცია აქვს, კაცს – თავისი. ოჯახში ქალი არის მთავარი. ყველაფრის ცენტრი ქალია, როცა საქმე სახლსა და ოჯახს ეხება. საგარეო საქმეები და ფულის შოვნა კაცის მოვალეობაა. ესეც შეიძლება, რაღაც მომენტში შეცვლილი იყოს, ჩვენს ეპოქაში ქალი უფრო ძლიერდება, ვიდრე კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, კაცი რასაც იტყვის, ის უპირობოდ უნდა გაკეთდეს. ნორმალური, თავისუფალი და ბედნიერი ურთიერთობა ასეთი მიდგომით ვერასდროს აშენდება. ეს ჩემი აზრია. რატომ ინგრევა ოჯახები? როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მაშინ უფრო მეტი თავისუფლება და ფლირტია. პრობლემები იწყება მაშინ, როცა ოჯახდებიან. იმიტომ, რომ ორივე პარტნიორი ეგოისტი ხდება. ქალი თვლის, რომ კაცმა უნდა გაუკეთოს ყველაფერი, კაცი კი – პირიქით. ეს „უნდა“ ანგრევს ურთიერთობას. ბრძანებითი ტონით საუბარი არ უნდა ხდებოდეს. „ქალო, ის გამიკეთე“, „შენ ქმარი ხარ და წადი, ფული იშოვე, სახლი ააშენე, ორი მანქანა მომიყვანე“ – ეს არასწორი დამოკიდებულებაა და სიყვარულს ანგრევს. თუ ქალს რაღაც მომენტში არ შეუძლია, ქმარს კატლეტი შეუწვას, შეუძლოდაა, ხომ არ უნდა დაეტაკო, მაჭამეო. ქმარი რომ ხარ, სიყვარულით მიუდექი, თვითონ გააკეთე და იქით აჭამე. რატომღაც კაცი ფიქრობს: „შენ რომ ჩემი ცოლი გახდები, შენ ხარ ჩემი საკუთრება“, საწყალი ქალი კი „ჩალიჩობს, საქმე გაიპრავოს“ – ოღონდ გათხოვდეს და მერე აღარ აინტერესებს, მთავარია გათხოვდა. ეს დამოკიდებულება არაა სწორი. ძალიან ხშირად ვხვდები ამგვარ მიდგომას ახალგაზრდა გოგოებში. მე თვითონაც ასე ვფიქრობდი, პატარა რომ ვიყავი – „უნდა გავთხოვდე, იმიტომ, რომ მერე რამე არ თქვან“. თანამედროვე ყოფაში ეს აღარავის აინტერესებს.
– დათმობებიც ხომ საჭიროა. ნუცას რა მსხვერპლი გაუღია მეტ-ნაკლებად ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად?
– მსხვერპლი არასწორი სიტყვაა. ოჯახურ ურთიერთობაში ურთიერთდათმობა სიყვარულიდან და პატივისცემიდან უნდა გამომდინარეობდეს. სიყვარულს თავისი გრადაციები აქვს. რამდენ ხანს შეიძლება, იყო გადარეული და ეროტიკულად შეშლილი? ლიმიტი ყველაფერს აქვს, ურთიერთობა ვითარდება. თემური უფრო ძლიერია, კი ვეჯახებით ერთმანეთს, წივილ-კივილიც გვაქვს და ჩხუბიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გლობალურად მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. თუგინდ ნიკას გამოც და არა მხოლოდ ნიკას, ერთმანეთის გამო, იმ წარსულის გამო, რომელიც ერთად მოგვიქსოვია, ერთმანეთს ვუფრთხილდებით.
– არ ეჭვიანობს, ასეთი ცეცხლოვანი ცოლი რომ ჰყავს?
– ძალიან თავდაჯერებული, ჟუჟუნა მწვანეთვალებიანი, უძლიერესი პიროვნებაა ჩემი ქმარი. იმდენ სიკეთეს მიკეთებს ცხოვრებაში, არ აქვს შიში, რომ მე შეიძლება, სხვასთან გავიქცე. თემურის ყველაზე დიდი პლუსი, რის გამოც მასთან დავრჩი, რის გამოც ძალიან დავაფასე, ისაა, რომ ძალიან ბევრი კაცი, ვინც მე ცხოვრებაში შემხვედრია, შურიანები არიან. როდესაც ქალის წარმატებას ხედავენ, იმის ნაცვლად, რომ გვერდით დაუდგნენ, შურთ და ანადგურებენ მის პიროვნებას. თემური კი არის ის კაცი, რომელიც მე რომ სცენაზე ვმღერი და უამრავი კაცი და ქალი შეყვარებული თვალებით მიყურებს, ორმაგად ბედნიერი ხდება. ის ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი ცხოვრებით. ამიტომ ეჭვიანობა წარსულში დავტოვეთ. მე არასდროს მივაყენებ მას შეურაცხყობას ისე, რომ ვაეჭვიანო. რაც შეეხება სხვების კომპლიმენტებს ჩემდამი, მე რაღაც მომენტში თემურის პროდუქტი ვარ და ეს კომპლიმენტები უხარია. თუ არავინ შემომხედა და არ გაგიჟდა ჩემზე, მაშინ ტყუილად მიშრომია. ხელოვნება და შოუ-ბიზნესი ამაზეა აწყობილი. ის ჩემი პროდიუსერია. კაცს, პირველ რიგში, თავდაჯერებულობა სჭირდება, თუ უნდა ნებისმიერ ქალთან ბედნიერი იყოს.
– გარეგნობას რაც შეეხება – როგორ ინარჩუნებთ ასეთ ფორმას?
– ძალიან დიდი მადლობა. პოზიტიური აზროვნება – პირველ რიგში, ესაა. ცუდი ფიქრი, ბოროტება, შური, სამაგიეროს გადახდის გაზრახვა ადამიანს ამახინჯებს. ქალად რომ დაიბადე, უკვე ბედნიერი უნდა იყო. გარდა ამისა, ვარჯიში და ვარჯიში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სახის მასაჟები და ძვირფასი ზეთები.
P.S. სტატიაში გამოყენებული ფოტო ეკუთვნის Go-Sha-ს
скачать dle 11.3