№45 დავით დავარაშვილის კლინიკა ახალ მისამართზე – გამოცდილი გუნდი თქვენი ჯანმრთელობისა და ახალი სიცოცხლის სამსახურში
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
დავით დავარაშვილის კლინიკამ, რომელიც 2015 წელს გაიხსნა, მალევე მოიპოვა პაციენტების ნდობა და აღიარება. ოჯახური გარემო, მზრუნველი და მეგობრული მედპერსონალი კლინიკის წარმატების მთავარი გარანტია. ზუსტად 5 წლის თავზე დავით დავარაშვილის კლინიკა, ამჯერად უკვე დღევანდელი რეალობის შესაბამისი მოთხოვნების საპასუხოდ, ახალ მისამართზე გაიხსნა. მშობიარეებისთვის სასიამოვნო გარემოსა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაში კლინიკის დამფუძნებლის, ქალბატონი მანანა შალუტაშვილის დიდი შრომა და ძალისხმევაა ჩადებული.
კლინიკის უმთავრესი ამოცანაა, შექმნას თბილი, ოჯახური გარემო პაციენტისთვის, მიუდგეს მას ინდივიდუალურად და დაიცვას ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე – ჯანმრთელობა. ძლიერი გუნდი, ჯანმრთელი მომავლის სამსახურშია!
დავით დავარაშვილი (კლინიკის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი): ახალმა რეგულაციებმა გადაგვაწყვეტინა, ახალ მისამართზე გაგვეხსნა ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, სადაც ჩვენი პაციენტები უმაღლესი დონის მომსახურებას მიიღებენ. ამ წამოწყებაში ჩავდეთ ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით მიღებული ყველა რესურსი. დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად შევძელით ისეთი სივრცის გახსნა, სადაც პაციენტები კომფორტულ გარემოში მიიღებენ, სრულყოფილ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სერვისებს. ამის პარალელურად, აღმოვჩნდით კოვიდ 19-ისგან გამოწვეულ მძიმე რეალობაში. ესეც დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და ამასთან გამკლავებაც შევძელით – სრული სიზუსტით
ვითვალისწინებთ და ვიცავთ პანდემიის პირობებში დაწესებულ ყველა რეგულაციას.
ვითვალისწინებთ და ვიცავთ პანდემიის პირობებში დაწესებულ ყველა რეგულაციას.
– კონკრეტულად რა სერვისების მიღებაა შესაძლებელი ახალ კლინიკაში?
– ჩვენი კლინიკა მოიცავს ყველა იმ სერვისს, რაც შეიძლება დასჭირდეთ ქალბატონებს ნებისმიერ ასაკში: გინეკოლოგია, ანტენატალური მეთვალყურეობა, რეპროდუქტოლოგიური მომსახურება – უშვილობის პრობლემები, კლიმაქსის დროს წარმოშობილი პრობლემები. კლინიკას აქვს მაღალი რისკის ორსულებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. ჩვენს კლინიკაში ნებისმიერი ორსულობა მართვადია.
აღსანიშნავია ნაყოფის მედიცინა – რაც მოიცავს ნაყოფის განვითარებისა და ზრდის კონტროლს, ნაყოფის მკურნალობას დაბადებამდე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა კლინიკებს მსგავსი მომსახურება არ გააჩნიათ. პირველი ეტაპია დიაგნოსტიკა – პათოლოგიების ზუსტი გამოკვლევა ანატომიური სკანირებით, პრენატალური დიაგნოსტიკა და გენეტიკური კვლევები. ამისთვის ტარდება ინვაზიური დიაგნოსტიკური ტესტები – ქორიონის ბიოფსია (10-13 კვირაზე), ამნიოცენტეზი (16-18 კვირაზე), კორდოცენტეზი (19 კვირის შემდეგ). აუცილებელია ადრეული დიაგნოსტირება, რათა დროული ადეკვატური ჩარევით თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შედეგი.
ვმკურნალობთ ყველა იმ ნაყოფს, რომელიც ითხოვს დახმარებას, კერძოდ რეზუს-უარფოფითი სისხლის მქონე ორსულობისას ვემსახურებით რეზუსკონფლიქტით გამოწვეულ ნაყოფის ანემიას. ამ შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს სისხლის გადასხმას ჭიპლარის ვენაში. მრავალნაყოფიანი გართულებული ორსულობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება მსოფლიოში აპრობირებული უმაღლესი სტანდარტი – ამნიოდრენირება, ამნიოინფუზია, სელექტიური ფეტოციდი, ჭიპლარის ბიპოლარული კოაგულაცია და სხვა.
კლინიკა მონაწილეობს სახელმწიფო უფასო ანტენატალურ პროგრამაში. ტარდება ორსულთა სკრინინგი პრეეკლამსიაზე, ნაადრევ მშობიარობაზე,
გესტაციურ დიაბეტზე, რეზუსკონფლიქტზე, მრავალნაყოფიან ორსულობაზე და სხვა.
გესტაციურ დიაბეტზე, რეზუსკონფლიქტზე, მრავალნაყოფიან ორსულობაზე და სხვა.
აქვე მინდა, აღვნიშნო მშობელთა სკოლა, სადაც კვალიფიციური პერსონალი ამზადებს ორსულებს მშობიარობისთვის, მშობიარობის შემდგომ საკუთარი თავისა და ახალშობილის მოვლისთვის.
კლინიკაში დანერგილია თანამედროვე მიდგომები მშობიარობის მართვაში, საკეისრო კვეთის ახალი მეთოდი, ეგრეთ წოდებული, ფრანგული ექსტრაპერიტონალური საკეისრო კვეთა, რომელიც რეაბილიტაციისა და გართულებების მხრივ, კლასიკურზე გაცილებით უკეთესია.
ფართოდაა წარმოდგენილი გინეკოლოგიური სერვისი, ტარდება ყველა სახის ოპერაციები ლაპარასკოპიური, აბდომინალური და საშოსმხრივი მიდგომით, ყველაზე თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.
– როგორც ვიცით, კლინიკამ უახლესი თაობის აპარატურა შეიძინა.
– დიახ, შევიძინეთ ულტრასონოგრაფიის მაღალტექნოლოგიური უახლესი აპარატები, რომელიც სრულყოფილი გამოკვლევისა და ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალებას გვაძლევს.
მანანა შალუტაშვილი (კლინიკის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი), ნეონატოლოგია არის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და მთავარი მიმართულება მედიცინაში, კონკრეტულად, პედიატრიაში. აქედან მოდის ახალშობილის ჯანმრთელობა. ეს მიმართულება მოიცავს დაბადებიდან 28 დღის ჩათვლით ახალშობილთა მართვას.
– როგორ დაახასიათებთ კლინიკის გუნდს?
– ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მედპერსონალით. ახალგაზრდა და პერსპექტიული მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ სარაული გინეკოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს, სამეანო სამსახურის უფროსია ვახტანგ ბარკალაია, გვყავს წამყვანი მეან-გინეკოლოგები, ასევე, პროფესიონალ ანესთეზიოლოგთა და ნეონატოლოგთა გუნდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
თემურ იზორია (ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი): რაც შეეხება სპინალური გაუტკივარების მეთოდებს, კლინიკაში დანერგილია სამეანო ანესთეზიის ყველა თანამედროვე მეთოდი. ფიზიოლოგიური მშობიარობა, ძირითადად, ეპიდურული გაუტკივარებით იმართება. ასევე, შესაძლებელია მედიკამენტური გაუტკივარება და ელექტროანალგეზია.
საკეისრო კვეთისას, ძირითადად, სპინალურ ანესთეზიას ვიყენებთ. იშვიათად, ჩვენებით – ზოგად ბალანსირებულ (ენდოტრაქეაულ) გაუტკივარებას.
ასევე, დანერგილია საკეისრო კვეთის პოსტოპერაციული ტკივილის მართვისთვის რეგიონული, ეგრეთ წოდებული, TAB ბლოკადა.
– ქალბატონო მანანა, რა კომფორტია შექმნილი პაციენტებისთვის?
მანანა შალუტაშვილი: კლინიკა მთლიანად პაციენტებზეა მორგებული. ჩვენი მიზანია, რომ დედა და ახალშობილი აბსოლუტურად ჯანმრთელები გაეწერონ ჩვენგან, ამისთვის არც ერთი თანამშრომელი არ ზოგავს ცოდნასა და ენერგიას, მათ შორის, საშუალო და დაბალი მედპერსონალი, რომელთა ყურადღება და პროფესიონალიზმი ჩვენი პაციენტების კმაყოფილების აუცილებელი პირობაა.
კიდევ ერთ პლუსად შეიძლება, ჩაითვალოს ჩვენი კლინიკისა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა მრავალპროფილური კლინიკის ერთ მისამართზე არსებობა. ჩვენი კონსულტანტები დროის უმცირეს მონაკვეთში რეაგირებენ. ეს ნამდვილად დიდი ფუფუნებაა.
ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია ულოცავს ქალბატონ მანანა შალუტაშვილს მეოთხე შვილიშვილის – ლილუ მოლოდინაშვილის დაბადებას. უსურვებს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.