№45 ანეკდოტი
ერთი ტიპი აჩერებს ტაქსის...
– უფასოდ თუ გამიყვან, სამ სიმართლეს გეტყვი.
– კაი, დაჯექი...
– ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით იხედებაო. ხოა სიმართლე...
– კი, სიმართლეაო...
– მზე რო ამოვა, გათენდებაო... ხო, ესეც სიმართლეაო...
– მესამე სიმართლე რა არისო...
– მესამეს მაშინ გეტყვი, ადგილამდე რომ მიმიყვანო...
– აბა, რა არის მესამე სიმართლეო?
– შენი ეზოს ბოლოს რო მიტუა ცხოვრობს, ის შენ ცოლთან წევსო...
აუ გადაირევა ეს... მივა სახლში და უნდა გამოტეხოს ცოლი...
და ეუბნება:
– დღეს მგზავრი ავიყვანე და უფასოდ წაყვანა მთხოვა სამი სიმართლის სანაცვლოდო.
– მერე რა გითხრა?
– ქათამი რომ დალევს, ზევით იყურებაო...
– კი სიმართლეა... მეორე?
– მზე რომ ამოვა, გათენდებაო...
– კი სიმართლეა... მესამე?
– მესამე ის მითხრა, რომ ჩვენი ეზოს ბოლოს რომ მიტუა ცხოვრობს, იმას ქალთან არაფერი გამოსდისო...
– აჰ, მაგი ტყუილიაო...