№45 ღარიბი ტორპედოელები
ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელი კახა კვეტენაძე იხსენებს: „ქუთაისის „ტორპედო“ საფრანგეთის „ლანსს“ ხვდებოდა ქუთაისში. თამაში რომ დასრულდა, ცნობილ ფეხბურთელს, კეიტას, მაისური გავუცვალე და გასახდელში „ლანსის“ მაისურმოხურული შევედი. ჩვენმა ადმინისტრატორმა კინაღამ მომკლა:
– ბიჭო, მხოლოდ თითო ცალი მაისური გვაქვს და ისიც ფრანგებს გაატანეო.“