№45 რას არ აპატიებს არასდროს მერაბ გეგეჭკორი ბესო ბერულაშვილს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ვინაა-მეთქი, მერაბ? – ვკითხე.
– დედაჩემიო, – მიპასუხა. არა და დედა თხუთმეტი წლის წინ გარდაეცვალა.
– დედა, ბეროია, დეინახე, დეინახე, დედაჩემი ზის. დედა, მოვდივართ მე და ბეროია შენთანო, – იმეორებს მერაბი.
სიმართლე გითხრათ, შემეშინდა. გავაჩერე მანქანა, გადავედი, გავაღე კარი და ვეუბნები:
– ბოდიში, ქალბატონო, მაგრამ სანამ მანქანიდან არ გადახვალთ, ადგილიდან არ დავიძვრები-მეთქი.
ცოტა ხნის შემდეგ ჩავჯექი. მანქანა დავძარი და მერაბს ვეუბნები:
– ხომ აღარ ზის-მეთქი?
მერაბმა უკან გაიხედა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
– დედაჩემის მანქანიდან გადასმას არასდროს გაპატიებო.