№45 ეს საინტერესოა

* ინგლისელებსა და შოტლანდიელებს შორის არც ისე კეთილისმყოფელი დამოკიდებულებაა. თუმცა მსოფლიოში ცნობილია ინგლისის დედაქალაქში მდებარე ერთი „შოტლანდიური“ დაწესებულება – „სკოტლანდ იარდი“ (შოტლანდიური ეზო) – დიდი ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა.
* არაბულ ენაში ერთი და იმავე ასოს შეიძლება, ოთხნაირი დამწერლობა ჰქონდეს, იმის მიხედვით, ასო თავშია შუაში, ბოლოში თუ ცალკე.
* გამოგონებათა მსოფლიო გამოფენაზე გამოიტანეს საფერფლე, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოადგენდა მოწევის მავნე შედეგს – როდესაც მოწეულ სიგარეტს საფერფლებზე დებდნენ, საფერფლე საშინელი ხველის ხმას გამოსცემდა.