№45 ბრძნული აზრები
სარტრი: ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევნის არგაკეთებაც არჩევანია.
ლაროშფუკო: ჩვენი გონება სხეულზე ზარმაცია.
ტვენი: ერთადერთი რამ, რაც ცხოვრებაში გესაჭიროებათ, უმეცრება და თავდაჯერებულობაა და მაშინ წარმატება გარანტირებულია.
პოლიბიოსი: მონარქია გადაგვარდება ტირანიად, არისტოკრატია – ოლიგარქიად, დემოკრატია კი – ველურ ძალადობად და ქაოსად.
გორკი: ზოგჯერ, ადამიანთან საუბრის შემდეგ, გულით გინდება, მეგობრულად ჩამოართვა ძაღლს თათი, გაუღიმო მაიმუნს, თავი დაუკრა სპილოს.
დოსტოევსკი: ყველაზე მაღალი კლდე, საიდანაც შეიძლება, დაეცე, არის ნდობა.
შოუ: ოპტიმისტსაც ისევე მიუძღვის წვლილი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, როგორც პესიმისტს: ოპტიმისტმა შექმნა თვითმფრინავი, ხოლო პესიმისტმა – პარაშუტი.
ეკო: უცნაურია ადამიანთა მოდგმა – ბოროტებას ერთმანეთს უკეთებენ, ხოლო პატიებას ღმერთს სთხოვენ.
ზვიად გამსახურდია: ნაცრად ქცეული ხე ისევ ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა, კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს.
ცვაიგი: ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს, ის არაფერს დაკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა.
ლაროშფუკო: დაეხმარე სხვებს, რომ დაეხმარონ საკუთარ თავს.
შოპენჰაუერი: სურვილი, იყო არაჩვეულებრივი – ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სურვილია, მაგრამ მოდუნდე და იყო ჩვეულებრივი – ეს, მართლაც, არაჩვეულებრივია.
ვერბერი: არასწორი ნოტი შესრულებული ტლანქად – უბრალოდ, არასწორი ნოტია, მაგრამ არასწორი ნოტი, შესრულებული თავდაჯერებულად – იმპროვიზაცია.
კოელიო: სიყვარულში ქალები პროფესიონალები არიან, ხოლო მამაკაცები – მოყვარულები.
უაილდი: ქალი ყველაზე ქალურია, როცა უყვარს, ხოლო მამაკაცი ყველაზე ძლიერია, როცა ის უყვართ.