კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 სიმბოლოების მაგია

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გინდათ, იცოდეთ, როგორი მომავალი გელოდებათ? ქვემოთ  ჩამოთვლილი სიმბოლოებიდან ამოირჩიეთ ერთი და ნახეთ, რაზე მეტყველებს ის.
ცოტა გაისარჯეთ  და  არ  წაიკითხოთ წინასწარ შედეგები.
მაშ ასე, რომელი მოგწონთ – ბაფთა, სასწორი, გოგონა, ხე,  ეტლი,  გასაღები,  ბეჭდები,   გემი.
გააკეთეთ არჩევანი? ახლა ნახეთ  შედეგი:
ბაფთა
თუ გინდათ, მშვიდი წელი გქონდეთ, მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან და მეგობრებთან. იყავით უფრო მეგობრული, ბრძენი. ნებისმიერ, თუნდაც მწვავე სიტუაციაში გამონახეთ კომპრომისის გზები. სხვანაირად ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნებათ.
სასწორი
ამ წელს მაინც აუცილებლად დაემშვიდობეთ იმას, რაც განვითარებასა და წინსვლაში გიშლით ხელს. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, მაგრამ თავადაც თუ არ  გააქტიურდებით, თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
გოგონა
მამაკაცისთვის ასეთი არჩევანი ახალ,  სასიამოვნო ნაცნობობას ნიშნავს. ქალს კი მიანიშნებს, რომ უნდა იყოს უფრო მეტად ქალური და ნაზი. მამაკაცებს კაბაში ძალიან მოეწონებით.  მთავარია, იყავით პოზიტიური და ღიმილიანი.
ხე
რადგან ხე სიბრძნის სიმბოლოა, თქვენი ცოდნა  ბევრ სიტუაციაში გადაგარჩენთ. უნდა ირწმუნოთ, რომ საუკეთესო ხართ თქვენს საქმეში და სასიამოვნო ცვლილებები გელით.
ეტლი
დიდი ხანია, მოგზაურობაზე ოცნებობთ? მაშინ, მომავალი წელი თქვენთვისაა. არაფერი შეგიშლით ხელს, რომ სასიამოვნო მოგზაურობა გამოგივიდეთ.
გასაღები
მომავალ ახალ წელს, ყველაზე თამამი  ნაბიჯიც კი სასურველ შეედეგს მოგიტანთ.  დაისახეთ მიზანი და აუცილებლად მიაღწევთ მას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან. იყავით დაკვირვებული და გააკეთეთ სწორი არჩევანი.
ბეჭდები
თუ დაქორწინებული ჯერ არ ხართ, ამ წელს მომავალ პარტნიორს გაიცნობთ.  თუ დაქორწინებული ბრძანდებით, შანსი გაქვთ, გააუმჯობესოთ  ურთიერთობა მეუღლესთან. პოზიტიური იყავით და ყველაფერი გამოვა.
გემი
თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების დროა. თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელ გზას აირჩევთ და რა გახდება თქვენთვის პრიორიტეტული, სირთულეებს ნუ შეუშინდებით, თქვენ ყველაფერს დაძლევთ. თანაც, საკმაოდ მარტივად.
скачать dle 11.3