კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 იმის გამო, რომ საყვარელი მყავს, ყოფილი ქმარი შვილს ჩემს წინააღმდეგ განაწყობს

  მეუღლეს წლების წინ იმ მიზეზით გავშორდი, რომ ერთმანეთს ვერ ვეგუებოდით. მიუხედავად ამისა, ბავშვის გამო კარგი და ცივილური ურთიერთობა გვქონდა. პარასკევ საღამოს მიჰყავს ბავშვი თავის სახლში და კვირას საღამოს უკან მოყავს. არასოდეს მიცდია, შვილი მამისთვის დამეცილებინა. ჩვენი თანაცხოვრება რომ ვერ შედგა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბავშვს მამა დავუკარგო, თან, ერთმანეთი ძალიან უყვართ. ნამდვილად არ არის შეუგნებელი ადამიანი, მაგრამ, როგორც კი გაიგო საყვარელი გავიჩინე, მაშინვე შეცვალა ჩემთან ურთიერთობა. შანტაჟსა და შეურაცხყოფებზე გადავიდა. ბავშვს ათას საზიზღრობას ეუბნება და ცდილობს, ჩემი თავი შეაძულოს. არადა, ახალგაზრდა ქალი ვარ, მეც მინდა, ჩემი პირადი ცხოვრება მქონდეს. მხოლოდ წარსულზე ხომ არ ჩავიციკლები და ყოფილ მეუღლეს შევწირავ თავს? ქალების ნახევარზე მეტი გაცილებულები არიან ქმრებს და საყვარლები ჰყავთ, მაგრამ ყოფილი მეუღლეები ამას ჩვეულებრივად აღიქვამენ. ან რატომ უნდა მიკონტროლოს მან, ვისთან და როგორ ვიქნები? კიდევ ვამბობ, არ ვუშლი შვილთან ურთიერთობას, ჩვენ შერიგებას არ ვაპირებთ და არ მაქვს უფლება, გვერდით არაოფიციალური, მაგრამ საყვარელი მამაკაცი მყავდეს? ბავშვის წასაყვანად რომ მოდის, ვცდილობ, მარტო დავხვდე, რომ არ გაღიზიანდეს. თუმცა, მაინც ახერხებს ჩხუბი წამოიწყოს და ბავშვის თანდასწრებით შეურაცხყოფა მომაყენოს, აღვირახსნილი მიწოდოს. რამდენიმეჯერ ვთხოვე და გავაფრთილე, მე რაც გინდა, მითხარი, მაგრამ ბავშვს ნუ ასმენინებ ამ საშინელებებს-მეთქი, მაგრამ არ ესმის. ალბათ, სახლშიც კარგად „ამუშავებს“ შვილს და იქიდან რომ ბრუნდება, აგრესიულია ჩემ მიმართ. ჩემი საყვარელი ყველაფერს ხვდება, თუმცა, არასდროს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე ხმამაღლა. მეუბნება, ნუ უშვებ სახლში, ბავშვი შენ გაუყვანე გარეთ გამზადებული, რატომ იტან ყოფილისგან შეურაცხყოფას, რა ვალდებული ხარ, ანგარიში ჩააბარო. თუ უნდოდი, გვერდით ჰყავდი და დღეს რა უფლება აქვს, რომ ცხოვრებას გიკონტროლებსო. მართალია, მაგრამ მასაც ვერ ვუხსნი, რომ არ მინდა, ბავშვს მამა დავაკარგვინო ან თავად გავირთულო მასთან ურთიერთობა. ვგრძნობ, უკვე გაიზარდა და ხვდება დედამისს რომ სხვა კაცი ჰყავს. როცა ვაძინებდი, ხშირად მეკითხებოდა: მამა ჩვენთან რატომ არ იძინებს, რატომ არ ვცხოვრობთ ერთად, როგორც ჩემი მეგობრების დედ-მამა ცხოვრობენო. შეძლებისდაგვარად ვუხსნიდი, სიტუაციას და იგებდა. თუმცა, როგორც კი მამამისი წაიყვანდა და თავს გამოუტენიდა ათასი სისულელით, მაშინვე, ისევ აგრესია ეწყებოდა ჩემ მიმართ. მართლა არ ვარ ცუდი დედა. ვცდილობ, ბავშვს არ შეეხოს ჩემი პირადი ცხოვრება, მაგრამ არ გამოდის. მინდა, მკაცრად ველაპარაკო ჩემს ყოფილ ქმარს, რომ ნუ ერევა ჩემს პირადში, მაგრამ მეშინია, ისე არ ქნას, ბავშვმა ჩემთან ყოფნა აღარ მოინდომოს. არც საყვარელი მამაკაცის დაკარგვა მინდა. თუმცა, ვხვდები, იძაბება, როცა ბავშვი მისი თანდასწრებით მამაზე საუბრობს და მე უფლება არ მაქვს, მასზე ცუდი ვთქვა. ორ წყალს შუა ვარ – არც ბავშვის წყენინება მინდა და არც საყვარელი მამაკაცის დაკარგვა. იმედია, დრო რომ გავა, ყველაფერი დალაგდება, თუმცა, ახლა საკმაოდ მიჭირს ორ მამაკაცთან – ყოფილთან და არსებულთან – სიმშვიდის შენარჩუნება.
ნინა, 34 წლის.
скачать dle 11.3